დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6057-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 140030000.05.001.019889 |
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად, პოლიცია: ა) ცენტრალური ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (შემდგომ − ცენტრალური ორგანო) შუამდგომლობის ან სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ადგენს არასრულწლოვანის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს; ბ) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის ან სასამართლოს ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს ცენტრალური ორგანოს მიერ საქმისწარმოების დაწყებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თავიდან აცილებას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის საქართველოდან აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
|
თბილისი, 10 ივნისი 2020 წ. N6057-IIს |
დოკუმენტის კომენტარები