„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 04/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017920
62/ნ
04/06/2020
ვებგვერდი, 04/06/2020
430210000.22.022.017920
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №62/ნ

2020 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 05 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“:

ა) 441 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) I კარს X თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი:

„თავი X1

2019-2020 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო გეგმის მე-16, 23-ე, 31-ე, 34-ე, 36-ე, 38-ე და 56-ე  მუხლებით სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები

 

მუხლი 561. მე-16 მუხლით დადგენილი მოზარდის სარეკომენდაციო დატვირთვის რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები

1. დისტანციურ სასწავლო პროცესში მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) მაქსიმალური რაოდენობა არის შემდეგი:

 

კლასი

I-III

IV-V

VI-VIII

IX

X-XII

მაქსიმალური დასაშვები საათები (ასტრონომიული) დღეში

1 საათი

1 საათი

1.5 საათი

1.5 საათი

2 საათი

 

2. ონლაინ აკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:

ა) I-IV კლასებში – 20 წუთი;

ბ) V-IX კლასებში – 30 წუთი;

გ) X-XII კლასებში  – 40 წუთამდე.

3. რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

4. რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.

 

მუხლი 562. 23- მუხლით სასკოლო საათობრივი ბადისთვის დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები

2020 წლის 30 მარტიდან დისტანციური სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლა თავად განსაზღვრავს დროებით საათობრივ ბადეს ისე, რომ დროებითი საათობრივი ბადე ითვალისწინებდეს სასწავლო წლის დასაწყისისთვის დამტკიცებულ ყველა საგანს.

შენიშვნა: დროებითი საათობრივი ბადის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ხორციელდება 56-ე მუხლით განსაზღვრული საათობრივი ბადის საფუძველზე სკოლის მიერ სასწავლო წლის დასაწყისში დაზუსტებული საათობრივი დატვირთვის და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების შესაბამისად.

 

მუხლი 563. 31-ე მუხლით შეფასებისთვის დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები

2019-2020 სასწავლო წელს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე II სემესტრში მოსწავლეები შეფასდებიან I-IV კლასებში განმავითარებელი, ხოლო V-XII კლასებში განმავითარებელი და/ან განმსაზღვრელი შეფასებით სკოლის მიერ თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად შეთავაზებული ფორმით.

 

მუხლი 564. 34-ე მუხლით ქულების გამოანგარიშების წესით დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები

1. განმსაზღვრელი შეფასების და წლიური ქულის გამოყვანის მიზნით, მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად სკოლის მიერ თითოეული მოსწავლისთვის განისაზღვროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი წესი:

ა) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში მიღებული ქულა;

ბ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის ქულის და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით) ან მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის ქულის და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

გ) V კლასის II სემესტრის შემთხვევაში – 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

დ) (იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არ აქვს) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნის შეფასების  (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით ან 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრში დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

შენიშვნა: სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლის შეფასებისას რომელ შესაძლებლობას/შესაძლებლობებს გამოიყენებს. სამინისტრო და რესურსცენტრები მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევენ სკოლებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს (გარდა XII კლასის მოსწავლისა), რომელსაც კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) აქვს 5.0 ან მეტი და მიღებული აქვს ჩათვლა 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას, სურვილი აქვს აიმაღლოს წლიური შეფასება:

ა) მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის/ნიშნების ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში კონკრეტული საგნების მიხედვით განსაზღვრავს შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შესრულების და შეფასების ვადებს. თითოეული საგნის მასწავლებელი მოსწავლის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე იწყებს მოსწავლისთვის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების მომზადებას. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და კონსულტაცია გაუწიოს მიცემული დავალების მომზადების პროცესში;

გ) მოსწავლის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შეფასება მასწავლებელმა უნდა მოახდინოს 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრის სემესტრული ქულის დაწერამდე;

დ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ  დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

3. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს (გარდა XII კლასის მოსწავლისა), რომელსაც კონკრეტული კლასის რომელიმე საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) აქვს 5.0-ზე ნაკლები და/ან არ აქვს მიღებული ჩათვლა 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგნებში:

ა) სკოლის ადმინისტრაცია  2020 წლის 1 სექტემბრამდე მოსწავლეს აძლევს  შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

ბ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა.

4. თუ IX კლასის იმ მოსწავლეს, რომელიც ასრულებს სავალდებულო საბაზო საფეხურს და გადის ზოგადი განათლების სისტემიდან და სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

ა) 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით, მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოსწავლეს აძლევს  შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

გ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით  განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

5. იმ შემთხვევაში, თუ XII კლასის მოსწავლეს სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

ა) 2020 წლის 21 მაისიდან 2020 წლის 29 მაისის ჩათვლით, მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

გ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

6. მოსწავლეებს, რომელთაც არ აქვთ I სემესტრის შეფასება ისეთ საგანში, რომელიც არ ისწავლება II სემესტრში, უნდა მიეცეს შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალების შესრულების საშუალება, რის საფუძველზეც მიღებული განმსაზღვრელი შეფასება იქნება საგნის წლიური ქულა.

7. მოსწავლეებმა, რომლებმაც 2020 წელს ექსტერნატის ფორმით დაძლიეს კლასი და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრიდან ჩაირიცხნენ მომდევნო კლასში, ასევე იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც შეჩერებული სტატუსი აღიდგინეს II სემესტრიდან და არ აქვთ პირველი სემესტრის შეფასება, ყველა საგანში მიმდინარე დისტანციური სწავლების ფარგლებში უნდა შეასრულონ მინიმუმ ერთი შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალება, რომლის განმსაზღვრელი შეფასება წარმოადგენს წლიურ შეფასებას.

8. მოსწავლემ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური გეგმით მიმდინარე დისტანციური სწავლების ფარგლებში. ინდივიდუალური გეგმის დაძლევა დადასტურდება ერთ შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასებით, რომელიც წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას.

9. პირს, რომელმაც უცხოეთში სწავლის პერიოდში მიიღო ზოგადი განათლება და ვერ ადასტურებს უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტს, წლიური ქულის გამოყვანის მიზნით:

ა) უნდა აღუდგეს მოსწავლის სტატუსი;

ბ) 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე, დისტანციური ფორმით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ამ მოსწავლემ უნდა გაიაროს  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი კლასის საგნები;

გ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე ამ მოსწავლეს აძლევს ორ შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

დ) აღნიშნული მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის  წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებებში მიღებული ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით.

 

მუხლი 565. 36-ე მუხლით გამოცდის ტიპებისა და 38-ე მუხლით გაცდენებისთვის დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები

1. 2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლაში არ ტარდება გამოცდები, რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის 36-ე მუხლის მე-7–მე-12 პუნქტებით.

2. 2019-2020 სასწავლო წელს არ ტარდება 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდები.

3. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება საგანში წლის განმავლობაში მიღებული მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ უფიქსირდება საგანში მიმდინარე დავალებების ქულები, შეფასდება ერთი შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე.

4. 2019-2020 საწავლო წელს კერძო სკოლები და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლები დამოუკიდებლად იღებენ 36-ე მუხლის მე-7–-მე-12 პუნქტებით გამოცდების ჩატარების გადაწყვეტილებას და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავენ გამოცდის ფორმას.

 

მუხლი 566. შემაჯამებელი დავალებები

2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სკოლები თავად განსაზღვრავენ 56-ე მუხლით დადგენილი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ ბრძანების 563 566 მუხლების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 16 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი