“ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 02/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016642
1-1/202
02/06/2020
ვებგვერდი, 04/06/2020
300300000.22.024.016642
“ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/202

2020 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 26-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აქტების გაფორმება შესაძლებელია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მატერიალური სახით აქტების გაფორმების შემთხვევაში, აქტების დედნების რაოდენობა განისაზღვრება კვალიფიციური საწარმოს კონტრაჰენტი მხარეების რაოდენობით და აგრეთვე, ორ-ორი დედანი კომერციულ ოპერატორს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.“.

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შესაბამის ოპერატიული ჩვენებების აქტში დაფიქსირებული მონაცემები, საანგარიშო პერიოდის დამთავრებისთანავე, უნდა გადაეცეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ხოლო ზედა დონის ესკაა სისტემის მონაცემების გამოყენებით სათანადოდ გაფორმებული და კვალიფიციური საწარმოს მიერ მატერიალური სახით დამოწმებული ან ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტი, საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 სამუშო დღისა უნდა იქნეს წარდგენილი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან, რომელიც ამოწმებს თითოეული აქტის სისწორეს და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში ამოწმებს მათ, რის შემდეგაც მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტები დაუყოვნებლივ მოწმდება გადაცემის ლიცენზიატების მიერ. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, აქტების რეგისტრაციისა და შესაბამისად ერთიანი ანგარიშსწორების ბაზის მონაცემებში გათვალისწინების მიზნით, გადაცემის ლიცენზიატების მიერ მატერიალური სახით დამოწმებული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა გადასცემს დამოწმებული აქტის დედნებს, ხოლო ელექტრონული ფორმით გაფორმების შემთხვევაში, აქტის დამოწმებულ ვერსიას ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მატერიალური ფორმით წარმოდგენილ აქტებს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უგზავნის  კვალიფიციურ საწარმოებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა