„საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება

„საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 21.05.2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 21/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016610
21.05.2020
30/03/2020
ვებგვერდი, 05/06/2020
480610000.03.030.016610
„საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება

სესხის ნომერი 9043-GE

 

სასესხო შეთანხმება

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი

საქართველოსა

და

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 

წინამდებარე შეთანხმების თარიღია საქართველოს („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციის და განვითრების საერთაშორისო ბანკს („ბანკი“) შორის ამ დოკუმენტის ხელმოწერის თარიღი. შეთანხმების მიზანია საწყის პროექტთან დაკავშირებული საქმიანობისთვის  დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი I. ზოგადი დებულებები; განსაზღვრებები

1.01 ზოგადი დებულებები (განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების დანართში) გამოიყენება ამ შეთანხმების მიმართ და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

1.02 თუ სხვაგვარად არ არის კონტექსტით განსაზღვრული, წინამდებარე შეთანხმების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ზოგადი პირობებით ან ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრული მნიშვნელობები.

მუხლი II. სესხი

2.01.    ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს სესხი თვრამეტი მილიონ ორასი ათასი (18 200 000) ევროს ოდენობით, ეს თანხა შეიძლებადროდადრო გადაყვანილი იქნეს სხვა ვალუტაში ვალუტის გადაყვანის პროცედურის საშულებით) („სესხი”), ამ შეთანხმების პირველ განრიგში აღწერილი პროექტის („პროექტი“) დაფინანსებაში დახმარების მიზნით.

2.02. მსესხებელმა შეიძლება აითვისოს საკრედიტო სახსრები ამ შეთანხმების მე-2 განრიგის III თავის შესაბამისად.

2.03. სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).

2.04. ვალდებულების საკომისიო შეადგენს აუთვისებელი საკრედიტო ნაშთის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%) წელიწადში.

2.05.    საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს საბაზისო განაკვეთის და ცვლადი სპრედის ჯამს ან ისეთ განაკვეთს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონვერტაციის შემდეგ ზოგადი  პირობების 3.02(ე) პუნქტის შესაბამისად.

2.06.    გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 ივნისი და 15 დეკემბერი.

2.07.    სესხის ძირითადი თანხა დაფარულ უნდა იქნეს ამ შეთანხმების მე-3 განრიგის შესაბამისად.

მუხლი III. პროექტი

3. მსესხებელი აცხადებს თავის ვალდებულებას პროექტის ამოცანების შესრულების მიმართ. ამ მიზნით მსესხებელმა უნდა განახორციელოს პროექტი ზოგადი დებულებების V მუხლის დებულებების და ამ შეთნხმების მე-2 განრიგის შესაბამისად.

მუხლი IV. ძალაში შესვლა, შეწყვეტა

4.01. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის ვადაა ას ოცი (120) დღე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან.

მუხლი V. წარმომადგენელი; მისამართები

5.01. მსესხებლის წარმომადგენელია მისი ფინანსთა მინისტრი.

5.02. მსესხებლის მისამართია:

 

ფინანსთა სამინისტრო

საქართველო

თბილისი 0114

გორგასლის ქუჩა 16

 მსესხებლის ელექტრონული მისამართია: publicdebt@mof.ge

5.03.    ბანკის მისამართია:

რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი

ამერიკის შეერთებული შტატები

ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 20433

1818 H Street, N.W.

და

ბანკის ელექტრონული მისამართია: smolineus@worldbank.org

შეთანხმება მიღწეულია შეთანხმების ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით.

           საქართველო

 

                        _____________________________________

უფლებამოსილი წარმომადგენელი

 

                                                                                  სახელი, გვარი: ივანე მაჭავარიანი

 

     თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

 

   თარიღი: 30 მარტი, 2020

 

 

 

რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი

 

  _____________________________________

 უფლებამოსილი წარმომადგენელი

 

 სახელი, გვარი: სებასტიან ა. მოლინეუსი

 

თანამდებობა: ქვეყნის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში

 

თარიღი: 30 მარტი, 2020

 

განრიგი 1

პროექტის აღწერა

პროექტის ამოცანებია: (ა)შერჩეულ არეალებში ირიგაციის და დრენაჟის მომსახურების გაუმჯობესება; და (ბ)  მიწის მართვის ეროვნული პროგრამისათვის გაუმჯობესებული წესების, პროცედურების და სისტემების  შემუშავება.

პროექტი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

პირველი კომპონენტი – ირიგაციისა და დრენაჟის გაუმჯობესება

 

1.1. შერჩეული საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, პირველი, მეორე და მესამე რიგის არხების და სხვა მთავარი საირიგაციო და სადრენაჟე ნაგებობების, როგორიცაა სათავე ნაგებობების  და კაშხლების, ჩათვლით.

1.2 მსესხებლის მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს გაძლიერება შემდეგი ღონისძიებების განხორციელების  საშუალებით: (ა) მიწათსარგებლობის და მიწის მართვის სივრცითი სისტემის შექმნა; (ბ) მიწის საკუთრების და სარგებლობის მარეგულირებელი  კანონმდებლობის მომზადება; (გ) მიწის ბაზრის ეკონომიკური შეფასების განხორციელება; (დ) მიწათსარგებლობის მონიტორინგი დედამიწაზე დაკვირვების ტექნოლოგიის საშუალებით; (ე) ინსტიტუციური და საოპერაციო პოტენციალის გაძლიერება.

1.3. არსებული და სამომავლოდ საირიგაციო წყლის რესურსების მიწოდების უსაფრთხოების, საიმედოობის და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, წყალსაცავების რეაბილიტაციის და მშენებლობის პროგრამის მიზანშეწონილობის შეფასება.

მე-2 კომპონენტი   – მიწის ბაზრის განვითარება

2.1 შერჩეულ არეალებზე მიწის რეგისტრაციის საპილოტო პროექტის განხორციელება.

2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება: (ა)სარეგისტრაციო და კადასტრის არსებული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერისა და ოპტიმიზაციისთვის; (ბ) უძრავი ქონების ახალი სარეგისტრაციო სისტემის შექმნის, განვითარების და იმპლემენტაციის მიზნით; და გ) ტრეინინგებისთვის.

მე-3 კომპონენტი–პროექტის მართვა

3.1 პროექტის მართვის მხარდაჭერა, მათ შორის, პროექტის განხორციელების კოორდინაცია და ტექნიკური ზედამხედველობა, ფინანსური მართვა, შესყიდვები, მონიტორინგი და შეფასება,  ანგარიშგება პროექტის 1-ელი კომპონენტისთვის.

3.2 პროექტის მართვის მხარდაჭერა, მათ შორის, პროექტის განხორციელების კოორდინაცია და  ტექნიკური ზედამხედველობა, ფინანსური მართვა, შესყიდვები, მონიტორინგი და შეფასება,  ანგარიშგება პროექტის მე-2 კომპონენტისთვის.

         მე-2 განრიგი

პროექტის განხორციელება

 

თავი I. განხორციელების მექანიზმები

ა) ინსტიტუციური მექანიზმები

მსესხებელი (ა) ახორციელებს პროექტის 1 და 3.1 კომპონენტებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალებით და (ბ) პროექტის 2 და 3.2 კომპონენტებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საშუალებით იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობით, წინამდებარე შეთანხმების, პროექტის 1 და 3.1 კომპონენტების და 2 და 3.2 კომპონენტების საოპერაციო სახელმძღვანელოების შესაბამისად. თუ ბანკთან სხვაგვარად არ არის შეთანხმებული,  მსესხებელს არა აქვს უფლება სხვას დააკისროს, შეასწოროს, გააუქმოს ან უარყოს ამ საოპერაციო სახელმძღვანელოების რომელიმე დებულება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ბ) ანტიკორუფციული ზომები

მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის განხორციელება ანტიკორუფციული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

გ) ბანკის დამცავი მექანიზმები

1. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის განხორციელება ბანკის დამცავი მექანიზმების შესაბამისად. მსესხებელს არა აქვს უფლება სხვას დაუთმოს, შეცვალოს, გააუქმოს ან უარი თქვასბანკის დამცავ მექანიზმებზე ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

2. პროექტის სატენდერო დოკუმენტაციაში და სამშენებლო კონტრაქტებში მსესხებელმა უნდა გაითვალისწინოს კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და ზედამხედველი ორგანიზაციების ვალდებულება, რომ შეასრულონ ბანკის დაცვის მექანიზმების შესაბამისი მოთხოვნები.

3. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს (ა) პროექტის განხორციელების მიზნით წარმოებული  საქმიანობის  შესაბამისობა ბანკისთვის დამაკმაყოფილებელ გარემოსდაცით სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან; და (ბ)გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივ საკითხებში კომპეტენტური სათანადო რაოდენობის თანამშრომლების არსებობა , რომელთა ფუნქციები და მოვალეობები მისაღები იქნება ბანკისთვის და საშუალებას მისცემს პროექტების დაგეგმვის და მონიტორინგის განყოფილებას მართოს, კოორდინირება და მონიტორინგი გაუწიოს  გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმების (ESMP) განხორციელებას.

4. პროექტის განხორციელების პერიოდში მსესხებელი უზრუნველყოფს კაშხლების უსაფრთხოების პანელს პროექტის კომპონენტი 1-ის მიზნებისთვის.

5. მსესხებელმა მე-2 განრიგის II თავში მითითებულ პროექტის ანგარიშში უნდა შეიტანოს სათანადო ინფორმაცია ბანკის დამცავი მექანიზმების განხორციელების შესახებ, მათ შორის:

(ა) ბანკის დამცავი მექანიზმების განხორციელების სტატუსი;

(ბ) ბანკის დამცავი მექანიზმების ხელშემწყობი ზომები;

(გ) ის გარემოებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც ხელს უშლის ან შეიძლება ხელი შეუშალოს ბანკის დამცავი მექანიზმების განხორციელებას;

(დ) ზემოაღნიშნული გარემოებების გამოსასწორებლად და ბანკის დამცავი მექანიზმების ეფექტიანი და ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად მიღებული ან მისაღები ზომები .

თავი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება

მსესხებელმა MEPA-ს და NAPR-ის მეშვეობით ბანკს თითოეული პროექტის კალენდარული კვარტლის მომცველი ანგარიში უნდა წარუდგინოს ყოველი კალენდარული კვარტლისდასრულებიდან არა უგვიანეს ერთი (1) თვის ვადაში.

თავი III.  საკრედიტო სახსრების გამოთხოვა

)  ზოგადი

1. ზოგადი დებულებების II მუხლის და სახსრების გამოთხოვისა და ფინანსური ინფორმაციის წერილის შესაბამისად მსესხებელს შეუძლია სესხის სახსრების გამოთხოვა (ა) დასაშვები ხარჯების დასაფინანსებლად; და (ბ) (i) სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიოს და (ii) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის ან საპროცენტო განაკვეთის ქოლარი გადასახდელად, იმ გამოყოფილი მოცულობით და საჭიროებისამებრ, ქვემოთ  ცხრილში თითოეული კატეგორიისთვის განსაზღვრული პროცენტული განაკვეთით.

 

კატეგორია

გამოყოფილი სესხის თანხა

(მოცემული ევრო-ში)

დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი (გადასახადების ჩათვლით)

 

(1) სამუშაოები, საქონელი, არასაკონსულტაციო მომსახურება და საკონსულტაციო მომსახურება, ტრენინგები და ზრდადი საოპერაციო ხარჯები  პროექტის 1-ლი და 3.1 კომპონენტებისთვის

8,490,000

100 %

(2) სამუშაოები, საქონელი, არასაკონსულტაციო მომსახურება და საკონსულტაციო მომსახურება, ტრენინგები და ზრდადი საოპერაციო ხარჯები  პროექტის მე-2 და 3.2 კომპონენტებისთვის.

9,664,500

100 %

(3) სესხის გაცემის საკომისიო

45,500

ამ შეთანხმების 2.03 პარაგრაფის მიხედვით გადასახდელი თანხა  ზოგადი დებულებების 2.07 (ბ) პარაგრაფის შესაბამისად

(4) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი  ან მინიმალური საპროცენტო განაკვეთი

 

ზოგადი დებულებების 4.05 (გ) პარაგრაფის შესაბამისად გადასახდელი თანხა

მთლიანი თანხა

18,200,000

 

 

ბ)  გამოთხოვის პირობები; თანხის გამოთხოვის პერიოდი.

1. ამ თავის ანაწილის დებულებების მიუხედავად, სესხის  სახსრების გამოყენება დაუშვებელია:

(ა) ხელმოწერის თარიღამდე გადახდებისთვის;

(ბ) (1) კატეგორიის ფარგლებში, სანამ მსესხებლი MEPA-ს მეშვეობით არ დაამტკიცებს საოპერაციო სახელმძღვანელოს კომპონენტებისთვის 1 და 3.1  . 

(გ) (2) კატეგორიის ფარგლებში, სანამ მსესხებლი NAPR-ს მეშვეობით არ დაამტკიცებს საოპერაციო სახელმძღვანელოს კომპონენტებისთვის 2 და 3.2. 

2. დასრულების თარიღია 2022 წლის 30 სექტემბერი.

განრიგი 3

ვალდებულებასთან დაკავშირებული სესხის ამორტიზაციის დაფარვის გრაფიკი

ქვევით წარმოდგენილი ცხრილი განსაზღვრავს სესხის თანხის დაფარვის ძირითადთარიღებს და სესხის ძირითადი თანხის პროცენტულ წილს,რომელიც გადახდილ უნდა იქნეს თანხის  დაფარვის ძირითადი თარიღისთვის („შენატანის წილი“).

ძირითადი თანხის თანაბარი გადახდებით დაფარვა

 

ძირითადი თანხის გადახდის თარიღი

შენატანის წილი

ყოველი წლის 15 ივნისს და 15 დეკემბერს

2036 წლის 15 ივნისიდან დაწყებული

2042 წლის 15 ივნისის ჩათვლით

7.14%

2042 წლის 15 დეკემბერს

7.18%

 

დანართი

განსაზღვრებები

1. „ანტიკორუფციული სახელმძღვანელო პრინციპები“ ზოგადი დებულებების დანართის მე-5 პარაგრაფის მიზნებისთვის ნიშნავს, 2006 წლის 15 ოქტომბრის „რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებით და განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) სესხებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობასთან და კორუფციასთან ბრძოლის და მათი პრევენციის სახელმძღვანელო პრინციპებს“, რომლებშიც ცვლილება შევიდა  2011 წლის იანვარში და 2016 წლის პირველ ივლისს.

2. „კატეგორია“ ნიშნავს მე-2 განრიგის III თავის ცხრილში წარმოდგენილ კატეგორიას.

3. „კაშხლის უსაფრთხოების საბჭო“ ნიშნავს მსესხებლის კაშხლის უსაფრთხოების პანელს რომელიც დამტკიცებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 30 აპრილის N2-102  ბრძანებით, რომელშიც შევიდა ცვლილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 06 ივნისის N:2-495 ბრძანების საფუძველზე.

4. „ეკოლოგიური და სოციალური მართვის ჩარჩოდოკუმენტი“ (ESMF) ნიშნავსმსესხებლის 2014 წლის 29 იანვარს გამოქვეყნებულ და 2019 წლის 20 ნოემბერს განახლებულ ჩარჩო დოკუმენტს და მის ყველა ცვლილებას და დამატებას, რომელიც მითითებულია ამ შეთანხმების მე-2 განრიგის 1.გ თავში. მასში განსაზღვრულია გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ტიპები და ის პროცედურები/საქმიანობა, რომელიც საჭიროა პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი შეფასებების და/ან მართვის გეგმების მომზადებისა და განხორციელებისთვის, პროექტის დაფინანსებით განხორციელებული საქმიანობის გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგების მონიტორინგისთვის და მართვის გეგმებთან შესაბამისობის თაობაზე ანგარიშგებისთვის.

5. „გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა” (ESMP) ნიშნავს გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტის  (ESMF) თანახმად მსესხებლის მიერ პროექტის საქმიანობისთვის მომზადებულ, გასაჯაროებულ, მონაწილე მხარეებთან ერთად განხილულ, მათი შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოო სახით ჩამოყალიბებულ და მსესხებლის მიერ  მიღებულ გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმას (გეგმებს) ამ შეთანხმების მე-2 განრიგის 1.გ თავის შესაბამისად.

6. „ზოგადი  პირობები“ ნიშნავს „რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) ზოგად პირობებს „რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებისთვის, საინვესტიციო პროექტის დაფინანსებისთვის“, რომელიც თარიღდება 2018 წლის 14 დეკემბრით.

7. „გეოსაინფორმაციო სისტემა (GIS) ნიშნავს გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემას.

8. „მიწის რეგისტრაციის სახელმძღვანელო“ პრინციპები ნიშნავს მსესხებლის სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც მისაღებია ბანკისთვის და მომზადდა ასოციაციის დამცავი  მექანიზმების შესაბამისად, შეიცავს მიწის რეგისტრაციის პოლიტიკასა და პროცედურებს პროექტის მე-2 კომპონენტის ფარგლებში განსახორციელებელი მიწის საპილოტო რეგისტრაციისთვის.

9. „მზარდი საოპერაციო ხარჯები“ ნიშნავს მსესხებლის პროექტის განხორციელების, მართვის და მონიტორინგისათვის გაწეულ, გონივრულ მზარდ ხარჯებს, ოფისის ქირის, ბეჭდვის, და გამოცემის, თარგმანის, საოფისე ტექნიკის და მარაგების, ინტერნეტის კავშირის და კომუნიკაციების, ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის, საინფორმაციო სისტემების მხარდაჭერის,  საბანკო მოსაკრებლის, კომუნალური ხარჯების, მოგზაურობის და სამივლინებო დღიური თანხის, საცხოვრებელში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების და კონტრაქტით აყვანილი პერსონალის ხელფასების, და პროექტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული სხვა გონივრული ხარჯების ჩათვლით, ბანკისთვის მისაღები ნახევარ წლიური ბიუჯეტის საფუძველზე.

10. „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ ნიშნავს მსესხებლის  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს.

11. „ფინანსთა სამინისტრო“ ნიშნავს მსესხებლის  ფინანსთა სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს.

12. „იუსტიციის სამინისტრო“ ნიშნავს მსესხებლის იუსტიციის სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს.

13. „სააგენტო“ ან „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ნიშნავს 2004 წლის 1 ივნისს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ მსესხებლის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ან მის სამართალმემკვიდრეს.

14. „მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო“ ნიშნავს მსესხებლის სააგენტოს, რომელიც ახორციელებს მიწის მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგს და დაფუძნებულია 2019 წლის 02 ივლისის მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის და სამინისტროს 2019 წლის 25 ივნისის ბრძანების საფუძველზე ან მის სამართალმემკვიდრეს.

15. „საოპერაციო სახელმძღვანელო პროექტის 1-ლი და 3.1 კომპონენტისთვის“ ნიშნავს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოს, რომელშიც განსაზღვრულია პროექტის განხორციელების ადმინისტრაციული, საინჟინრო, ფინანსური და გარემოსდაცვითი პოლიტიკა და პროცედურები, იმ ცვლილებების და დამატებების ჩათვლით, რომელიც ბანკის თანხმობით შეიძლება დროდადრო განხორციელდეს.

16. „საოპერაციო სახელმძღვანელო მე-2 და 3.2 კომპონენტისთვის“  ნიშნავს NAPR-ის მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოს, რომელშიც განსაზღვრულია პროექტის განხორციელების ადმინისტრაციული, საინჟინრო, ფინანსური და გარემოსდაცვითი პოლიტიკა და პროცედურები იმ ცვლილებების და დამატებების ჩათვლით, რომელიც ბანკის თანხმობით შეიძლება დროდადრო განხორციელდეს.

17. „თავდაპირველი დაფინანსების ხელშეკრულება“ ნიშნავს მსესხებელსა და ბანკს შორის ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტისთვის 2014 წლის 21 ნოემბერს გაფორმებულ დაფინანსების ხელშეკრულებას.

18. „თავდაპირველი პროექტი“ ნიშნავს თავდაპირველი დაფინანსების ხელშეკრულების 1-ელ განრიგში აღწერილ პროექტს.

19. „შესყიდვების რეგულაციები“ ზოგადი დებულებების დანართის 85-ე პარაგრაფის მიზნებისთვის ნიშნავს „მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციებს საინვესტიციო პროექტების დაფინანსების (IPF) მსესხებლებისთვის“, მიღებულს 2016 წლის ივლისში, რომელიც შესწორდა 2017 წლის ნოემბერში და 2018 წლის აგვისტოში.

20. „განსახლების სამოქმედო გეგმა“ (RAP) ნიშნავს მსესხებლის მიერ მიღებულ და გასაჯაროებულ განსახლების სამოქმედო გეგმას რომელიც შეიქმნა პროექტის საქმიანობის განსახორციელებლად, განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის (RPF) შესაბამისად და რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს „განსახლების სამოქმედო გეგმის“ პრინციპებს და მიზნებს, ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი პირების დადგენის კრიტერიუმებს, კომპენსაციას, დახმარებასა და რეაბილიტაციის უფლებებს, აგრეთვე მონიტორინგის და ანგარიშგების მექანიზმებს.

21. „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტი“ (RPF) ნიშნავს 2014 წლის 29 იანვარსმიღებულ და 20 ნოემბერს განახლებულ მსესხებლის ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც აღნიშნულია წინამდებარე შეთანხმების II განრიგის 1.გ თავში და რომელიც განსაზღვრავსმიწის შესყიდვის, განსახლების და ადგილმონაცვლე პირების რეაბილიტაციის პრინციპებს პროექტის 1-ლი კომპონენტის ფარგლებში. „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტში“ აგრეთვე აღწერილია პოლიტიკა, პროცედურები, გეგმები, ქმედებები (მათ შორის, განსახლების სამოქმედო გეგმა) და  ინსტიტუციური მექანიზმებიპროექტის და პროექტის 1-ლი კომპონენტთან დაკავშირებული სხვა ფაზების მიმდინარეობისას მიწის შესყიდვით გამოწვეული ან სხვა სოციალური ზემოქმედების მიმართ.

22. „ბანკის დამცავი მექანიზმები“ ნიშნავს ერთობლივად გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩოდოკუმენტს (ESMF), გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმას (ESMP), განსახლების პოლიტიკის ჩარჩოდოკუმენტს (RPF) და განსახლების სამოქმედო გეგმას(ებს) RAP(s), ხოლო „ბანკის დამცავი მექანიზმი“ ნიშნავს ნებისმიერ ამ დოკუმენტს.

23. „ხელმოწერის თარიღი“ ნიშნავს ორი თარიღიდან უგვიანესს, როცა მსესხებელმა და ბანკმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას და აღნიშნული განსაზღვრება გამოიყენება ზოგადდებულებებში „სასესხო შეთნხმების თარიღის“ ყოველი აღნიშვნის მიმართ.

24. „ტრენინგი“ ნიშნავს ხარჯებს, რომლებიც გაწეულია მსესხებლის მიერ პროექტის ფარგლებში ტრენინგის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით: (i) ტრენერებისთვის და მონაწილე პირებისთვის გონივრული სამოგზაურო ხარჯების, ტრენინგის აქტივობებთან დაკავშირებული საცხოვრებელი, გადაადგილების, ყოველდღიური სამივლინებო ხარჯების; (ii) სასწავლო ტურებთან, სემინარებთან და კონფერენციებთან დაკავშირებულ გონივრულ ხარჯს; და (iii) კურსის ღირებულება; და (iv) შენობების, ტრენინგის მასალების, ტექნიკის და სხვა დაკავშირებული მარაგების, საკვების, ლოჯისტიკის და ბეჭდვითი მომსახურების ხარჯების ჩათვლით.