დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 334 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022046 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016168) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესის (დანართი №1)“:
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 1. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მისაღებად ფიზიკური ან იურიდიული პირი ავსებს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნისა და ფიტოსანიტარიული პროცედურების ჩატარების შესახებ დოკუმენტის (დანართი №4) პირველ ნაწილს და წარადგენს გამცემ ორგანოში, ელექტრონულად ან წერილობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) იურიდიული პირის შემთხვევაში − ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია ერთი წლის განმავლობაში ან/და თუ პირი ახორციელებს არაკომერციული დანიშნულების ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტს. 3. რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მისაღებად განაცხადს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან მისი დამოწმებული ასლი.“. 2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) №2 გრაფაში (მცენარეთა დაცვის ორგანიზაციას) − მიეთითება იმპორტიორი ქვეყნის დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთი ტრანზიტით გადაადგილდება იმ ქვეყნის გავლით, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული სატრანზიტო მოთხოვნები (ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის საჭიროების ჩათვლით), აღნიშნულ გრაფაში იწერება როგორც იმპორტიორი, ისე ტრანზიტული ქვეყნის დასახელება. თუ იმპორტირებული ტვირთი რეექსპორტით გადის სხვა ქვეყანაში, შესაძლებელია, მიეთითოს ორივე იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) №5 გრაფაში (ტვირთის მიმღების დასახელება და მისამართი) − მიეთითება ტვირთის მიმღების დასახელება და მისამართი, რომელიც უნდა იყოს დეტალური იმისათვის, რომ იმპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციისათვის შესაძლებელი იყოს ტვირთის მიმღების იდენტურობის დადასტურება და, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის წარმოშობის მიკვლევადობა. როდესაც ტვირთის მიმღები არ არის ცნობილი, შეიძლება, ჩაიწეროს „To order“, თუ იმპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციისათვის დასაშვებია ამ ტერმინის გამოყენება;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) №7 გრაფაში (დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალებები) − გამოყენებული უნდა იქნეს ტერმინები: „ocean vessel/океанское судно“, − საოკეანე ხომალდი, „boat/корабль“ − გემი, „aircraft/воздушное судно“ − თვითმფრინავი, „road/автомобиль“ − მსუბუქი ავტომანქანა, „truck/грузовой транспорт“ − სატვირთო ავტომანქანა, „rail/железнодорожный транспорт“ − სარკინიგზო ტრანსპორტი, „mail/почта“ − საფოსტო გზავნილი, „carried by hand/перевозка в ручной клади“ − ხელბარგი. უნდა ჩაიწეროს საზღვაო ტრანსპორტის დასახელება და რეისის ნომერი, ასევე თვითმფრინავის რეისის ნომერი. სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას უთითებს ექსპორტიორი განცხადების შევსებისას. უნდა მიეთითოს ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება ექსპორტი;“; დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) №12 გრაფაში (განსაკუთრებული ნიშნები) − მიეთითება შეფუთვებზე არსებული განსაკუთრებული ნიშნები (მაგ.: პარტიის ნომერი, სერიული ნომრები ან სავაჭრო დასახელება), აგრეთვე გადაზიდვის საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრები ან დასახელება (მაგ.: კონტეინერისა და ვაგონის საიდენტიფიკაციო ნომრები ან წყლის ტრანსპორტის დასახელება, ნაყარი ტვირთების გადაზიდვის შემთხვევაში), თუკი ეს აუცილებელია ტვირთის იდენტიფიკაციისათვის;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები