ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016552
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
149
27/05/2020
ვებგვერდი, 28/05/2020
010250020.35.123.016552
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/05/2020 - 24/06/2020)

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №149

2020 წლის 27 მაისი

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესისა და გაფრთხილების ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლების, 313-ე მუხლის მე–17 ნაწილისა და „ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს N398 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.

(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გაფრთხილების ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.

(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 3
ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი შენგელია



დანართი №1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაში, ან საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულების შენობაში, ასევე, განაშენიანების ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმებისა და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურას მოქალაქეთა უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკუსტიკური ხმაური – ყველა სახის განგძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობს ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად, ქმნის დისკომფორტს და შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე, ან მის სოციალურ მდგომარეობაზე;

ბ) ხმაური – არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას;

გ) L დღე – დღის ხმაურის მაჩვენებელი (დღე – 08:00 საათიდან 19:00 საათამდე, საღამო – 19:00 საათიდან 23:00 საათამდე);

დ) L ღამე – ღამის ხმაურის მაჩვენებელი (23:00 საათიდან 08:00 საათამდე);

ე) ბგერის დონე LAდბA – მუდმივი ხმაურის მახასიათებელი;

ვ) ბგერის ექვივალენტური დონე LAეკვდბA – არამუდმივი (ცვლადი) ხმაურის მახასიათებელი;

ზ) პიროტექნიკურ ნაკეთობა – იგულისხმება პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის თავისუფალი გაყიდვა ნებადართულია და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე, მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლისა და კომბინირებული (მათ შორის, სასცენო) ეფექტების შესაქმნელად.


მუხლი 3. რეაგირების საფუძველი
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება;

ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ, ზედამხედველობის სამსახური) მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი.

2. ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


მუხლი 4. ხმაურის გაზომვის წესი
1. ზედამხედველობის სამსახური საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში ხმაურის დონის გაზომვას ახორციელებს ხმაურმზომის მეშვეობით. ხმაურის დონის გაზომვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ხმაურმზომის ექსპლოატაციის ინსტრუქციას.

2. ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1მ.-ისა და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ.-ის დაცილებით, იატაკიდან 1.2 – 1.5 მ.-ის სიმაღლეზე.

3. ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება შენობას, გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობის კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ.-ის დაცილებით, მიწიდან 1.2 – 1.5 მ.-ის სიმაღლეზე.

4. გაზომვის დროს ხმაურმზომის მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ხმაურის ძირითადი წყაროს მიმართულებით და დაცილებული უნდა იყოს გაზომვის ჩამტარებელი პირისგან არანაკლებ 0.5 მ.-ით. თუ შეუძლებელია ხმაურის ძირითადი წყაროს განსაზღვრა, მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად ზემოთ.

5. ხმაურის დონის გაზომვისას მხედველობაში მიიღება საკონტროლო წერტილში მიღებული ხმაურის მაქსიმალური მნიშვნელობა.

6. გაზომვის ხანგრძლივობა თითოეულ წერტილში განისაზღვრება ხმაურის ხასიათით:

ა) თუ ხმაური არ არის მუდმივი, ხმაურის დონის გაზომვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ LAეკვ-ის ცვლილება 30 წამის განმავლობაში არ იქნება 0,5 დბ A-ზე ნაკლები;

ბ) მუდმივი ხმაურის შემთხვევაში, გაზომვის პროცესი გრძელდება არანაკლებ 15 წამის განმავლობაში.

7. ხმაურის დონის გაზომვის დროს სასურველია სათავსში მხოლოდ გაზომვის ჩამტარებელი პერსონალის ყოფნა.

8. შენობაში ხმაურის დონის გაზომვა უნდა მოხდეს შენობის სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე, განათების მოწყობილობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას, დახურულ კარსა და ფანჯარაში (გარდა ჩაშენებული სავენტილაციო არხებისა).


მუხლი 5. პასუხისმგებლობა ხმაურის გადამეტებაზე
1. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულების შენობისა და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურის დონე აღემატება წინამდებარე წესის მე-4 მუხლითა და „ტექნიკური რეგლამენტი–საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებით განსაზღვრული ხმაურის დასაშვებ ნორმებს.

2. თუ საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებების შენობებსა და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ფიქსირდება, ან მოსალოდნელია ხმაურის მაჩვენებლის დასაშვები ნორმის გადამეტება, მაშინ ფიზიკურმა, ან იურიდიულმა პირმა, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ხმაური, უნდა უზრუნველყოს მომეტებული ხმაურის მაჩვენებლის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება.


მუხლი 6. ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამის საათებში აკრძალულია პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება.

2. ღამის საათებში იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.


მუხლი 7. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისთვის
1. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლების შესაბამისად.

2. თუ ხმაურის წყარო რამდენიმეა და გამომდინარეობს სხვადასხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობიდან, თითოეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვისა და ჩართვის გზით. თუ თითოეული ხმაურის წყაროს მიხედვით, ხმაურის დონე არ აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, ამასთან, ყველა წყაროს გათვალისწინებით, ხმაურის ჯამური ოდენობა აღემატება დასაშვებ ნორმას, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები არ გამოიყენება.

3. ამ წესის მოთხოვენები არ ვრცელდება დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე, საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე, საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე.

4. ამ წესის მე-6 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი).


მუხლი 8. სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესი
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, ზედამხედველობის სამსახური ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რომლის დროსაც ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.


მუხლი 9. მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. გაფრთხილების, ან დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან. საჩივრის განხილვის პროცესში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართალდამრღვევი პირის მონაწილეობა სავალდებულოა.

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.



დანართი №2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გაფრთხილების ფორმა (ნიმუში)

 

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

გაფრთხილება

(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი)

1. შედგენის თარიღი: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

(რიცხვი, თვე, წელი)

2. შედგენის ადგილი: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

3. ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, გვარი: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

4. სამართალდამრღვევი: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილი და სხვა), იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს გაფრთხილებას.

დამრღვევის ახსნა-განმარტება: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – – – – – – – – – –

(ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

მოწმე, ან სხვა პირის ხელმოწერა – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

ოქმის შემდგენელის ხელმოწერა – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

სამართალდამრღვევი – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

(ხელმოწერა, ხელმოწერაზე, ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა)

შენიშვნა: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – – –  – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –