„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 28/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017917
59/ნ
28/05/2020
ვებგვერდი, 29/05/2020
430030000.22.022.017917
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №59/ნ

2020 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროფესიული ტესტირება − ამ დებულებით დადგენილი წესით სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − ცენტრი) მიერ ორგანიზებული ტესტირება (შემდგომში − ტესტირება), ტესტირების ალტერნატიული წესით ჩატარება, ასევე დაწესებულების მიერ ჩატარებული კონკურსი ან შერჩევა;

ბ) აპლიკანტი − პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, აკმაყოფილებს პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე პროფესიის სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით დადგენილ დაშვების წინაპირობებს, პროფესიულ ტესტირებაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;“;

ა.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოსაწვევი – სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში − მართვის სისტემა) მიერ გაცემული ბარათი, რომლის საფუძველზეც აპლიკანტი დაიშვება ტესტირებაზე/დაწესებულების მიერ ჩატარებულ შერჩევაზე;

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი – აპლიკანტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც/რომლებზეც მას სურს სწავლის გაგრძელება;“;

ა.გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი − ინტელექტუალური და განვითარების დარღვევის ან/და სენსორული (სმენისა და მხედველობის) ან/და ქცევითი და ემოციური დარღვევის ან/და ფიზიკური შეზღუდვის მქონე, ან/და სწავლის გამოხატული სირთულეების მქონე აპლიკანტი, რომლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება დასტურდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს ტესტირების ალტერნატიული წესით ჩატარებას;“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე, აპლიკანტის მიერ მხოლოდ პროფესიის სტანდარტის/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შემთხვევაში.“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონკურსის არარსებობის შემთხვევაში - ტესტირების ჩაბარების საფუძველზე.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21.  იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსის გავლის სავალდებულოობა არ არის განსაზღვრული დაწესებულების მიერ და ამ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მეტია იმ აპლიკანტთა რაოდენობაზე, ვინც აირჩია ეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“;

გ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლების მოპოვება ხდება ტესტირების ჩაბარების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მეტია იმ აპლიკანტთა რაოდენობაზე, ვინც აირჩია ეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, აპლიკანტი დაწესებულებაში ირიცხება შერჩევის საფუძველზე, რომელიც ტარდება დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით.“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის თავისებურებანი

1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა, შეიძლება გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

2. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის კონკურსის გავლის სავალდებულობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულება.

3.  ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სწავლის სფეროში იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთათვისაც დაწესებულების მიერ არ არის განსაზღვრული კონკურსი, აპლიკანტი ირიცხება ტესტირების შედეგების საფუძველზე.“;

ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები ტესტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 დღისა ასახოს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში.“;

ვ) მე-11 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის:

ვ.ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ტესტირებამდე 7 სამუშაო დღით ადრე, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახავს ინფორმაციას იმ აპლიკანტთა თაობაზე, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა);“;

ვ.ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) ადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადებს;

2) ადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის და სწავლის დაწყების ვადებს;“;

ვ.ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ტესტირების ჩატარებამდე 10 დღით ადრე უზრუნველყოფს ცენტრისთვის იმ აპლიკანტების რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდებას, რომლებიც დარეგისტრირდნენ ტესტირებაზე (გარდა იმ აპლიკანტებისა, რომელთაც ამ დებულების მიხედვით არ უწევთ ტესტირებაზე გასვლა), ამ დებულების 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოეფიციენტების თაობაზე ინფორმაციის ჩათვლით, ხოლო ტესტირების ჩატარებამდე 7 დღით ადრე უზრუნველყოფს ცენტრისათვის ელექტრონული ფორმით მონაცემების მიწოდებას იმ აპლიკანტთა შესახებ, რომლებსაც ტესტირებისთვის ესაჭიროებათ განსხვავებული გარემო (აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის სხვა მონაცემები, აგრეთვე სამინისტროს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ასახული ინფორმაცია);“;

ვ.გ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ვალდებულია ჩაატაროს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შერჩევა დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადაში და შერჩევის თარიღი, დრო და ადგილი აცნობოს მართვის სისტემას რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო შერჩევის შედეგები  ტესტირების დასრულებიდან 2 დღის ვადაში ასახოს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში;“;

ზ) მე-12 მუხლის:

ზ.ა) მე-4 პუნქტის:

ზ.ა.ა)  „ე.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ე.ზ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები (განათლება, ასაკი, ჯანმრთელობის ცნობა და სხვა) პროფესიის სტანდარტის/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად;“;

ზ.ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც, პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიის სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით;“;

ზ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„7. მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი პრინციპით:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობას აკლდება ამ პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობა და მიღებული სხვაობა ემატება ამ პროგრამაზე სწავლის დაწყების დროისათვის დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობას;

ბ) აქტიური სტუდენტების რაოდენობა გამოითვლება მართვის სისტემის სპეციალური პროგრამით, დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში - სისტემა) ასახული მონაცემების შესაბამისად,  იმ თარიღის მდგომარეობით, რომლისთვისაც ცხადდება მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) დამამთავრებელი სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობა გამოითვლება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თარიღის მდგომარეობით, სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად;

დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გაანგარიშებული მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა, ცვალებადია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სტატუსთან დაკავშირებით სისტემაში ასახული მონაცემების საფუძველზე.“;

ზ.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. დაწესებულება უფლებამოსილია, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ინფორმაციის ასახვის ვადაში, სწავლების გრაფიკის ცვლილების საფუძველზე, გაზარდოს ან შეამციროს ამ მუხლის მე–4 პუნქტის „ე.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისაღები ადგილების რაოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრულ სტუდენტთა ზღვრულ ოდენობას.“;

თ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში კონსულტაცია

აპლიკანტთა მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში კონსულტაციის მიზნით, დაწესებულება/რესურსცენტრი (შემდგომში – სარეგისტრაციო ცენტრი) აცნობს აპლიკანტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ჩამონათვალს და კანონმდებლობით დადგენილ/დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლებიც უნდა  დააკმაყოფილოს აპლიკანტმა მისთვის სასურველ პროგრამაზე ჩასარიცხად.“;

ი) მე-14 მუხლის:

ი.ა)  მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება. აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს არაუმეტეს 3 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, რომლებზეც განსაზღვრულია პროფესიული უნარების საერთო ტესტის ტიპი და შესაბამისი საგანი/საგანთა ჯგუფი. აპლიკანტს უფლება აქვს ტესტირებაზე ჩააბაროს პროფესიული უნარების მხოლოდ ერთი ტესტის ტიპი და შესაბამისი საგანი/საგანთა ჯგუფი;“;

ი.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.“;

კ) მე-15 მუხლის:

კ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მართვის სისტემა ამ დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის ინფორმაციას საგამოცდო ცენტრების, ტესტირებაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობის (გარდა იმ აპლიკანტებისა, რომელთაც ამ დებულების შესაბამისად არ უწევთ ტესტირებაზე გასვლა), აპლიკანტისათვის სასურველი საგამოცდო ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობისა და მათ მიერ ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტის და საგნის/საგანთა ჯგუფის შესახებ;“;

კ.ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსაწვევში ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად (გარდა საგამოცდო ცენტრის, ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტის დასახელებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის, ტესტირების ჩატარების თარიღებისა და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა) მიეთითება შერჩევის თარიღი, დრო და ადგილი.“;

კ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აპლიკანტების თაობაზე საბოლოო მონაცემების შეგროვების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 3 დღისა, ტესტირების ჩატარების მიზნით, მართვის სისტემა ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის აპლიკანტთა განაწილების თაობაზე ინფორმაციას (აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის სხვა მონაცემები), გარდა იმ აპლიკანტებისა, რომელთაც ამ დებულების შესაბამისად არ უწევთ ტესტირებაზე გასვლა.“;

ლ) მე-16 მუხლის:

ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული ტესტირება ტარდება წელიწადში ერთხელ. ტესტირება ტარდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად, ხოლო კონკურსი/შერჩევა ამ დებულებით დადგენილი ვადების გათვალისწინებით დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში.“;

ლ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კონკურსის ჩატარების ვადის განსაზღვრისას დაწესებულებამ შესაძლებელია გაითვალისწინოს რეგისტრაციის დასრულებამდე პერიოდიც, იმ დათქმით, რომ ყველა აპლიკანტს ექნება კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.“;

მ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. რეიტინგული სიები

1. ცენტრი, ტესტირებიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით ქმნის და ამტკიცებს აპლიკანტთა რეიტინგულ სიებს თითოეული დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიებში აპლიკანტების განაწილება ხდება რეგისტრაციისას მათ მიერ არჩეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის/ქულების, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოეფიციენტის მიხედვით.

3. რეიტინგულ სიებში აპლიკანტთა ადგილის განსაზღვრის მიზნით, მათ მიერ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულების ჯამი მრავლდება რეგისტრაციის დასრულების მომენტისათვის აპლიკანტის ასაკისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღების სტატუსის შესაბამის კოეფიციენტზე შემდეგი წესით:

ა) აპლიკანტთა ასაკის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული ქულა მრავლდება შემდეგ კოეფიციენტზე:

ა.ა) 19 წლამდე –  1.3;

ა.ბ) 20-29 წელი – 1.1;

ა.გ) 29 წელი და ზევით – 1.

ბ) თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მის მიერ მიღებული ჯამური ქულა მრავლდება კოეფიციენტზე – 1.2.

შენიშვნა: ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკობრივ კოეფიციენტთან ერთად „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობის შემთხვევაში აპლიკანტის მიერ მიღებული ქულა მრავლდება იმ კოეფიციენტზე, რომელიც უფრო მაღალია.

4. ცენტრის მიერ რეიტინგული სია დგება სტანდარტული ფორმით. თანაბარი ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში ერთსა და იმავე რანგს დაიკავებენ, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული რანგისათვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

5. ცენტრის მიერ შემუშავებული რეიტინგული სიები დამოწმებული უნდა იქნეს ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.

6. ცენტრი, დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში, უზრუნველყოფს  რეიტინგული სიების ელექტრონული ვერსიის მიწოდებას შესაბამისი დაწესებულებისთვის და მართვის სისტემისათვის. მართვის სისტემას რეიტინგულ სიებთან ერთად მიეწოდება ტესტირების შედეგებიც.

7. მართვის სისტემა ტესტირების შედეგებს მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ასახავს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში.“;

ნ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვება

1. თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიების დამტკიცების შემდეგ იგი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ მოთხოვნილ საბუთებს. აღნიშნულს აპლიკანტი ახორციელებს იმ შემთხვევაშიც, თუ მან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვა როგორც ტესტირების, ასევე ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. დაწესებულება ვალდებულია, საბუთების წარდგენისათვის მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში აპლიკანტები ჩარიცხოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

3. დაწესებულება ვალდებულია აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ მონაცემები ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ დებულების 27-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში.

4. აპლიკანტს, რომელიც ჩაირიცხა მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, აღარ აქვს რეგისტრაციისას მის მიერ მითითებულ სხვა პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება.

5. თუ აპლიკანტთა ჩარიცხვის შემდეგ დაწესებულებებს დარჩათ ვაკანტური ადგილები, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ვაკანტური ადგილების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ აპლიკანტებისათვის, რომელთაც, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვერ მოიპოვეს დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ან ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ მიერ რეგისტრაციისას მითითებულ არც ერთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ გააკეთეს არჩევანი.

6. იმ აპლიკანტებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ვერ ჩაირიცხნენ დაწესებულებაში ან ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ მიერ რეგისტრაციისას მითითებულ არც ერთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ გააკეთეს არჩევანი, უფლება აქვთ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში აირჩიონ მათ მიერ რეგისტრაციისას მითითებული ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც დარჩენილია ვაკანტური ადგილები და  მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის მოთხოვნით.

7. დაწესებულება ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ჩარიცხოს აპლიკანტები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

8. ტესტირების შედეგების საფუძველზე, თუ ორ ან ორზე მეტ აპლიკანტს ერთსა და იმავე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად ჩასაბარებელ საგნებში/დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აპლიკანტების ჩასარიცხად.

9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს დაწესებულების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა მომდევნო მიღებისათვის დადგენილ მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა კონტინგენტს.

10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ დაწესებულება თანაბარქულიანი აპლიკანტების ჩარიცხვისას გადააჭარბებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობას.“;

ო) 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251, 252  და 253 მუხლები:

„მუხლი 251. იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების თავისებურებანი, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში

1. იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, აპლიკანტის გადანაწილება ხდება ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს ტესტირებიდან 2 დღისა,  მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახოს კონკურსის შედეგები (რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რანგის მითითებით).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელი, აპლიკანტის მიერ კონკურსზე მიღებული ქულის/ქულების გათვალისწინებით ქმნის რეიტინგულ სიას (მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის). რეიტინგული სია დამოწმებულ უნდა იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელის ბეჭდითა და ხელმოწერით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულების 27-ე მუხლით დადგენილი წესით აპლიკანტების ჩარიცხვის შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დარჩება ვაკანტური ადგილები, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ვაკანტური ადგილების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც გაიარეს დაწესებულების მიერ განსაზღვრული კონკურსი, მაგრამ ვერ მოიპოვეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში აპლიკანტები დაწესებულების მიერ ჩაირიცხებიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დარჩენილი ვაკანტური ადგილებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის მიხედვით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობის არანაკლებ 15%-ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის განსაზღვრის შემთხვევაში, ამ პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა განაწილების მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელი, ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიების დამტკიცებამდე, აპლიკანტების მიერ კონკურსზე მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახავს კონკურსში მონაწილე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა შესახებ ინფორმაციას. მართვის სისტემა, ამ დებულების 36-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას.

7. თუ ორ ან ორზე მეტ აპლიკანტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთსა და იმავე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, გამოიყენება ამ დებულების 25-ე მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით დადგენილი წესი.

მუხლი 252. დაწესებულების მიერ ჩატარებული შერჩევის საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების თავისებურებები

1. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აპლიკანტებს, შერჩევის შედეგების საფუძველზე, რიცხავს დაწესებულება.

2. დაწესებულება არაუგვიანეს ტესტირებიდან 2 დღისა უზრუნველყოფს შერჩევის შედეგების ასახვას მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში, ხოლო აპლიკანტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ასახავს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ დებულების 27-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

3. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია ჩარიცხოს ყველა აპლიკანტი, რომელმაც რეგისტრაციისას აღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამა აირჩია (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ყველა აპლიკანტი).

მუხლი 253. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვების თავისებურებები

1. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული პროგრამებისათვის განსაზღვრულია კონკურსი, აპლიკანტი ამ პროგრამაზე ირიცხება ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს ტესტირებიდან 2 დღისა,   მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახოს კონკურსის შედეგები (რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რანგის მითითებით).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელი, აპლიკანტის მიერ კონკურსზე მიღებული ქულის/ქულებისა და ამ დებულების 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი კოეფიციენტების გათვალისწინებით ქმნის რეიტინგულ სიას. რეიტინგული სია დამოწმებულ უნდა იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელის ბეჭდითა და ხელმოწერით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულების 27-ე მუხლით დადგენილი წესით აპლიკანტების ჩარიცხვის შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დარჩება ვაკანტური ადგილები, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ვაკანტური ადგილების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც გაიარეს დაწესებულების მიერ განსაზღვრული კონკურსი, მაგრამ ვერ მოიპოვეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში აპლიკანტები დაწესებულების მიერ ჩაირიცხებიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დარჩენილი ვაკანტური ადგილებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის მიხედვით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

6. თუ ორ ან ორზე მეტ აპლიკანტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთსა და იმავე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, გამოიყენება ამ დებულების 25-ე მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით დადგენილი წესი.“;

პ) 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ტესტირების საფუძველზე ვერ მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვს ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულები შეინახოს და გამოიყენოს მხოლოდ ერთხელ მომდევნო ტესტირების მიზნებისთვის. რეიტინგული სია შედგება შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით.“;

ჟ) 27-ე მუხლის:

ჟ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულების ხელმძღვანელი ტესტირების დაწყებამდე/შერჩევის თარიღამდე განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას. აღნიშნული დოკუმენტაციის დაწესებულებაში წარდგენის ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 251 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მინისტრის მიერ დადგენილ ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს აპლიკანტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და აფორმებს ხელშეკრულებას აპლიკანტთან/კანონიერ წარმომადგენელთან/მხარდამჭერთან, აპლიკანტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.“;

ჟ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც აპლიკანტი დაწესებულებაში ირიცხება ამ დებულების 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის ან 251 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“;

ჟ.გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჟ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემებს დაწესებულება ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან  მინისტრის მიერ დადგენილ ვადაში ასახავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.“;

რ) 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით ჩაირიცხება იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ხუთზე და გადალახავს ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებისათვის ჩარიცხვის შესაბამის წელს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს გარე მობილობით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ან მის მიერ ჩაბარებული კონკურსის შესატყვის სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.“;

ს) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ისარგებლოს გარე მობილობით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით;“;

ტ) 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები (არანაკლებ ორი და არაუმეტეს სამისა), სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება; თუ აპლიკანტს სურს იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, იგი ვალდებულია ამ პროგრამასთან ერთად აირჩიოს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამაც.“;

უ) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა საგამოცდო ცენტრებში განაწილება

1. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების ვადებს.

2. ტესტირების ვადების განსაზღვრისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეგისტრაციის დასრულებამდე პერიოდიც, იმ დათქმით, რომ ყველა აპლიკანტს ექნება ტესტირების გავლის შესაძლებლობა.

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის საგამოცდო ცენტრები  განთავსდება იმ დაწესებულებებში, რომლებშიც დარეგისტრირდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტები და 34-ე მუხლის მე-10 პუნქტით  განსაზღვრულ ვადაში წარადგინეს ამავე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.  

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების უზრუნველსაყოფად, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, სადაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განთავსებულია საგამოცდო ცენტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოფს:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების განრიგს და ადგენს ტესტირების მაქსიმალურ ხანგრძლივობას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობას სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის.“;

ფ) 36-ე მუხლის:

ფ.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ფ.ბ) მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამოცდო კომისია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ტესტირებისას გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით, პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიის სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების, ამ დებულების 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის დროს მიღებული შეფასების, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ინტერესების გათვალისწინებით, მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას (შემდგომში − რეკომენდაცია) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე.“;

ფ.გ) მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი აქტივობის პრაქტიკული მოსინჯვისას მიღებული შეფასება, ამ დებულების 34-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ანალიზთან და რეკომენდაციასთან ერთად, ტესტირების დასრულებიდან 1 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადანაწილების მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა გადანაწილებას დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში და, ასევე, ამ დებულების 251 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების გადანაწილებას იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულებების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გადანაწილების მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“;

ქ) 38-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2019 წლის შემოდგომაზე ჩასატარებელი პროფესიული ტესტირების მიზნებისათვის, ამ დებულების მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით, მე-7 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც „სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“, ასევე ამ მუხლით გათვალისწინებული მიმართულებები/დარგები/პროფესიული სპეციალიზაციები:“;

ღ) 39-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 მუხლი:

„მუხლი 40. 2020 წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების ტესტირების თავისებურებები

2020 წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების ტესტირების მიზნებისათვის:

ა)  მულტიდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას, აპლიკანტის სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ დასკვნის მომზადებას და განსაზღვრავს ტესტირების ალტერნატიული წესით ჩატარების საჭიროებას რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს მინისტრის მიერ დადგენილ ვადაში;

ბ)  აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება არ ხდება, თუ მულტიდისციპლინურ გუნდს აპლიკანტი, მისი პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრაციის მომენტისთვის, ერთხელ მაინც შეფასებული ჰყავს, აღნიშნული შეფასების თაობაზე არსებობს შესაბამისი დასკვნა და მულტიდისციპლინური გუნდი მიიჩნევს, რომ აპლიკანტის განმეორებით შეფასება არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აპლიკანტი/კანონიერი წარმომადგენელი ითხოვს განმეორებით შეფასებას. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ხდება აპლიკანტის განმეორებით შეფასება, აპლიკანტის პროფესიული ტესტირების მიზნებისთვის გამოყენებული უნდა იქნას მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული წესით შედგენილი ბოლო დასკვნა;

გ) ამ დებულების 34-ე მუხლის მე-5, მე-10 და მე-11 პუნქტებში მითითებული ღონისძიებები განხორციელდება არაუგვიანეს რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 4 დღის ვადაში;

დ)  ამ დებულების 34-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია გადაწესებულებას წარედგინოს ელექტრონული ფორმით.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი