ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017005
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
74
23/05/2020
ვებგვერდი, 23/05/2020
140130000.22.034.017005
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 25.07.2023, №49)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №74

2020 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე და 25-ე მუხლების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შენიშვნის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების, „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის №529 განკარგულების მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 პუნქტის,  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 18.09.2020წ.


მუხლი 1
დამტკიცდეს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესები თანდართული სახით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 24/03/2020, 040030000.22.034.016954);

ბ) „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 02/04/2020, 140130000.22.034.016958).

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური




ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესები

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ამ ბრძანების შესაბამისად, დადგინდეს საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფასა და საერთაშორისო დაცვისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

2. ამ ბრძანების შესაბამისად, თავშესაფრის პროცედურის საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესებით აღსრულების მიუხედავად გარანტირებულ იქნება საქართველოში მყოფი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა და ამ საფუძველზე, არგაძევების პრინციპი საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

თავი II. მომსახურების უზრუნველყოფა

მუხლი 2. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 ივნისის ბრძანება №76 - ვებგვერდი, 02.06.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივლისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 24.07.2020წ.
 
მუხლი 21
1.სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო) მიერ დისტანციურად, ელექტრონული ფორმით განხორციელდეს შემდეგი მომსახურების მიწოდება:
ა) სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია;
ბ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია.
11. დასაშვებია, მათ შორის, დისტანციურად, ელექტრონული ფორმით განხორციელდეს სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ შემდეგი მომსახურების მიწოდება:
ა) სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება;
ბ) საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლება.
2. სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო შესაბამისი განცხადებების მიღებას/სერვისების მიწოდებას განახორციელებს ელექტრონულ ფოსტაზე – service@es.gov.ge მიღებული წერილების/განცხადებების მეშვეობით.
3. სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სერვისების მიწოდება ხორციელდება ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და პრევენციასთან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №175 - ვებგვერდი, 18.12.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 18 მარტის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.03.2021წ.

მუხლი 3

1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის მიერ (სამმართველო) შესაბამისი განცხადებების მიღება/სერვისების მიწოდება შესაძლოა ასევე განხორციელდეს:

ა) სატელეფონო ნომერზე – 2 41 42 42 მიღებული ზარების მეშვეობით;

ბ) ელექტრონულ ფოსტაზე – patrolinfo@mia.gov.ge მიღებული წერილების/განცხადებების მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით შეტყობინების მიღების შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სერვისის მიწოდების მიზნით, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველო) შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია პირთან კომუნიკაცია განახორციელოს ვიდეო ზარის მეშვეობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 18 მარტის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.03.2021წ.

მუხლი 4

1. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) მიერ:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის განაცხადის მიღება განხორციელდეს დეპარტამენტის ცხელ ხაზზე – „125“  მიღებული ზარების მეშვეობით;

ბ) შემოსულ განაცხადებზე სათანადო რეაგირება განხორციელდეს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და პრევენციასთან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით.

2. (ამოღებულია - 18.03.2021, №19).

3. (ამოღებულია - 18.03.2021, №19).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 18 მარტის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.03.2021წ.

მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №172 - ვებგვერდი,14.12.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 5 თებერვლის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 08.02.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 18 მარტის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.03.2021წ.

მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 18.09.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №172 - ვებგვერდი,14.12.2020წ.

მუხლის 61

1. დაინტერესებული პირი თავისუფლდება შიდა ტრანზიტით სარგებლობისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ დღე(ებ)ზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტით დადგენილი საფასურისგან, შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევის გარდა, 2021 წლის 1 ივნისამდე.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-16 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული შიდა ტრანზიტის გაცემის ვადის შეზღუდვა არ ვრცელდება 2021 წლის 3 მარტამდე გაცემულ შიდა ტრანზიტებზე.

3. 2021 წლის 3 მარტამდე გაცემული შიდა ტრანზიტით სარგებლობის ფაქტობრივი ვადა მიჩნეულ იქნეს დაინტერესებული პირის მიერ შიდა ტრანზიტით სარგებლობის მიზნით სააგენტოსთვის მოთხოვნილ ვადად არაუმეტეს 2021 წლის 1 ივნისამდე, მიუხედავად იმისა, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილია თუ არა შესაბამისი შინაარსის განცხადება სააგენტოში. ფაქტობრივ სარგებლობად ითვლება, სააგენტოს მიერ შიდა ტრანზიტის გაცემიდან დაინტერესებული პირის მიერ მის დაბრუნებამდე ან დაკარგვისთვის შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე პერიოდი.

4. 2021 წლის 1 ივნისამდე შიდა ტრანზიტით სარგებლობის ერთ სრულ დღეზე საფასური განისაზღვროს - 1 ლარის ოდენობით, არაუმეტეს ჯამში 90 ლარისა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 18.09.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 18 მარტის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.03.2021წ.

მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 ივნისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 11.06.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №172 - ვებგვერდი,14.12.2020წ.

მუხლი 71

1. სააგენტო უფლებამოსილია მძღოლობის კანდიდატს საპატიოდ ჩაუთვალოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შედეგის მოქმედების ის პერიოდი, რომლითაც ის ისარგებლებდა, რომ არ დამდგარიყო „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით განსაზღვრული კონკრეტული ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვის ან/და მისი კარანტინის ან თვითიზოლაციის (შემდგომ – გადაადგილების შეზღუდვა) ფაქტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების დარჩენილი დღეების საპატიოდ ჩათვლის მიზნით, მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს გადაადგილების შეზღუდვის მოხსნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და წარუდგინოს გადაადგილების შეზღუდვის დამადასტურებელი მტკიცებულება.

3. სააგენტო უფლებამოსილია მძღოლობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, თუ მის მიერ მოწოდებული დოკუმენტები არასრულყოფილია ან/და იგი ვერ ადასტურებს გადაადგილების შეზღუდვის ფაქტის არსებობას. ამ მიზნით სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე მძღოლობის კანდიდატს განუსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები. დადგენილ ვადაში მძღოლობის კანდიდატის მიერ მოთხოვნილი მტკიცებულებების წარუდგენლობა წარმოადგენს მისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების დარჩენილი დღეების საპატიოდ ჩათვლაზე უარის თქმის საფუძველს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 18.09.2020წ.

მუხლი 8

1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების შემცირებამდე, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირს ან საქართველოს მოქალაქეს,  რომელსაც  2020 წლის 1 მარტიდან ეწურება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული წესის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის ერთწლიანი ვადა, მიეცეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მიუხედავად ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე  პირი ან საქართველოს მოქალაქე სარგებლობს იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას აქვს მოქმედების ვადა.

3. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს ვებგვერდზე დაინტერესებული პირის (ავტორიზებული პირი) რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია სააგენტოს ცხელი ხაზის  12 72 ან 2 41 91 91 მეშვეობით. აღნიშნული მიზნისათვის, სააგენტოს უფლებამოსილ მოსამსახურეს დაინტერესებული პირი აწვდის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი ასეთის არსებობის შემთხვევაში. სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე უზრუნველყოფს პირის შესახებ არსებული მონაცემების გადამოწმებას, რომლის შესაბამისობის შემთხვევაში უქმდება სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრაცია.

მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 18 მარტის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.03.2021წ.

მუხლი 91

სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნებისთვის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული ვადების ათვლისას არ ჩაითვლება ამ ბრძანების მე -14 მუხლის საფუძველზე, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დადგენილი სააგენტოს არასამუშაო დღეები/არასამუშაო დრო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №172 - ვებგვერდი,14.12.2020წ.

თავი III. საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა

მუხლი 10

სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის აღსრულებისას:

ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ცნობის მოქმედების ვადის გაგრძელება უზრუნველყოფილ იქნას დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფოსტის − dipi@mia.gov.ge მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ან თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ცნობის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია განხორციელდეს არადისტანციურად, ვიზიტის წინასწარ, ელექტრონულ ფოსტაზე − dipi@mia.gov.ge, დაჯავშნის მეშვეობით;

ბ) ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და პრევენციასთან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და სხვა საამისოდ უფლებამოსილი უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს კანონის:

ბ.ა) 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ანკეტირების გასაუბრების პროცედურა;

ბ.ბ) 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გასაუბრების პროცედურა;

ბ.გ) 53-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურები;

ბ.დ) 55-ე მუხლით განსაზღვრული წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურები;

ბ.ე) 42-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების პროცედურები;

გ) კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი თითის ანაბეჭდების აღების პროცედურა და „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებით დამტკიცებული თავშესაფრის პროცედურის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი ფოტოსურათის გადაღების პროცედურა განხორციელდეს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ანკეტირების გასაუბრების პროცედურის დაწყებამდე;

დ) უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საერთაშორისო დაცვის საკითხებზე კონსულტაცია განხორციელდეს სატელეფონო ნომერზე 598 08 00 97 მიღებული ზარების მეშვეობით;

ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელს გაეგზავნოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს ფოსტის მეშვეობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 8 ივნისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 09.06.2020წ.

მუხლი 11

1. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ შეჩერდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის:

ა) 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების მიზნით სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა;

ბ) (ამოღებულია - 18.03.2021, №19);

1) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვის ვადები. აღნიშნული ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2021 წლის 1 ივლისიდან;

გ) 53-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საქართველოდან გასაძევებელი უცხოელისათვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების წარდგენა;

დ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის დინება;

ე) (ამოღებულია - 23.07.2020, №101).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) საქართველოდან გაძევების მიზნით სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებულ უცხოელებზე;

ბ) თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა.

3. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უცხოელის დაკავება განხორციელდეს მხოლოდ 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, ასევე 61 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

31. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უცხოელის დაკავება 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა.

4. (ამოღებულია - 23.07.2020, №101).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 16.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივლისის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №122 - ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 18 მარტის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.03.2021წ.

მუხლი 12

1. (ამოღებულია - 11.02.2021, №6).

2. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრსა (სამმართველო) და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ განყოფილებაში (ცენტრი) მოთავსებულ უცხოელთან ვიზიტორთა, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, დიპლომატიური მისიისა და უფლებამოსილი საერთაშორისო/არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენელთა და კანონიერი წარმომადგენლის/ინტერესების დამცველის დაშვება განხორციელდეს ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და პრევენციასთან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და სხვა საამისოდ უფლებამოსილი უწყების/უწყებების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მოთხოვნათა დაცვით.

3. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, უზრუნველყოს დამატებითი ღონისძიებების გატარება ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 11 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 11.02.2021წ.

მუხლი 13

1. იმ უცხოელს, რომლის მიმართაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე და 2020 წლის 14 მარტამდე არ ამოწურვია იმავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გადაწყვეტილების ფარგლებში მინიჭებული ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული ნებაყოფლობითი ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2021 წლის 1 ივლისიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ გასაძევებელი უცხოელის მიმღები სახელმწიფოა „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების დანართი №2-ით გათვალისწინებული ქვეყანა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოელის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გადაწყვეტილების ფარგლებში მინიჭებული ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა, აითვლება მისი მიმღები სახელმწიფოს „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების დანართი №2-ით გათვალისწინებული ქვეყნების ჩამონათვალში ასახვისთანავე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნების ჩამონათვლიდან ნაცვალგების პრინციპისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გასაძევებელი უცხოელის მიმღები სახელმწიფოს ამოღების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დენა ჩერდება. ამ ვადის დენა გაგრძელდება გასაძევებელი უცხოელის მიმღები სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნების ჩამონათვალში ასახვისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივლისის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №122 - ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 30.12.2020წ.

მუხლი 131

1. იმ უცხოელს, რომლის მიმართაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე და რომელსაც, 2020 წლის 14 მარტისთვის ამოწურული ჰქონდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და არ დატოვა საქართველოს ტერიტორია, იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2021 წლის 1 ივლისიდან.

2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება, თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №122 - ვებგვერდი, 21.08.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 30.12.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 18 მარტის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.03.2021წ.

თავი IV. სამუშაო რეჟიმი

მუხლი 14

სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, უფლებამოსილია კურატორი მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამუშაო დღეები, სამუშაო დრო და მოსამსახურეთა სამუშაო გრაფიკი.


15. 25/07/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 49 - ვებგვერდი, 26/07/2023 14. 18/03/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19 - ვებგვერდი, 19/03/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 11/02/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 6 - ვებგვერდი, 11/02/2021 12. 05/02/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 5 - ვებგვერდი, 08/02/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 30/12/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 182 - ვებგვერდი, 30/12/2020 10. 16/12/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 175 - ვებგვერდი, 18/12/2020 9. 11/12/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 172 - ვებგვერდი, 14/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 18/09/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 132 - ვებგვერდი, 18/09/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 20/08/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 122 - ვებგვერდი, 21/08/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 23/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 102 - ვებგვერდი, 24/07/2020 5. 23/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 101 - ვებგვერდი, 24/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 16/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 98 - ვებგვერდი, 16/07/2020 3. 11/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 83 - ვებგვერდი, 11/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 08/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 81 - ვებგვერდი, 09/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 02/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 76 - ვებგვერდი, 02/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას