დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5973-სს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.019812 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3325 მუხლი:
„მუხლი 3325. 2020 წლის 15 ივლისამდე შესაბამისი სასამართლო სხდომის გამართვის დროებითი წესი 1. 2020 წლის 15 ივლისამდე პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომა სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, თუ: ა) ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული თანახმაა; ბ) ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ან/და სასამართლო სხდომის ამ წესით ჩაუტარებლობამ შესაძლებელია დანაშაულის გახსნისა და პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საჯარო ინტერესის ხელყოფა გამოიწვიოს. 2. სასამართლო სხდომის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით გამართვის შემთხვევაში მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს სხდომის დისტანციურად გამართვაზე მასზე უშუალოდ დასწრების სურვილის მოტივით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 22 მაისი 2020 წ. N5973-სს |
დოკუმენტის კომენტარები