„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 320
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 22/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.022032
320
21/05/2020
ვებგვერდი, 21/05/2020
120160030.10.003.022032
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №320

2020 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020,  120160030.10.003.021896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. შრომისა და დასაქმების მიმართულება

1. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ  ბრძანების ნაწილში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერებულად ჩაითვალოს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების, გასაჩივრების, საჩივრის განხილვის, დაკისრებული ჯარიმის გადახდის, საურავის დაკისრებისა და აღსასრულებლად მიქცევის ვადები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 22 მაისიდან და გავრცელდეს 2020 წლის 23 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია