„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.022030
318
21/05/2020
ვებგვერდი, 22/05/2020
010240030.10.003.022030
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №318

2020 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018; 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის . ქვეპუნქტი:

„ჟ.ო) კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტი;“.

2. მე-6 მუხლის:

) 151 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

151სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვისა და სამინისტროს კოდიფიკაციის სისტემების შექმნასა და მათ ფუნქციონირებას;

ბ) ახორციელებს სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების კონტროლს საქონლის/კვების მომსახურების ტექნიკურ მახასიათებლებთან მიწოდებული საქონლის/კვების მომსახურების შესაბამისობისა და ხარისხის დადგენის მიზნით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობას დამტკიცებული პროექტის შესაბამისად.“;

) მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„შ) უზრუნველყოფს კარტოგრაფიული, გეოდეზიური და გეოინფორმაციული სამუშაოების წარმოებას, განახლებული ციფრული და ანალოგური ტოპოგრაფიული რუკების შექმნას, აერო და სატელიტური გადაღების მასალების დამუშავებას, აღრიცხვასა და შენახვას, სამხედრო დანიშნულების სპეციალური რუკების შექმნას, საველე გეოდეზიური სამუშაოების განხორციელებას, ტერიტორიის ერთიანი სივრცითი კარტოგრაფიული მოდელის შექმნას, ციფრული რუკების მონაცემთა ბაზების შექმნას, მათ მუდმივ განახლებასა და GIS პორტალზე ატვირთვას, საზღვაო და საავიაციო რუკების შექმნას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების პოლიგრაფიულ მომსახურებას, ასევე სამინისტროს ინტერესის სფეროს განკუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების შესრულებასა და დოკუმენტირებას, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელ აეროგადაღებით სამუშაოებში მონაწილეობის მიღებასა და კონტროლს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამუშაოების წარმოებას.“;

) 22- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

22. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა  ახორციელებს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე და საშუალოვადიანი გეგმების შემუშავებას.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია