„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017325
118
21/05/2020
ვებგვერდი, 22/05/2020
200090000.22.033.017325
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №118

2020 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3  მე-5 პუნქტები:

„3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენის შესახებ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განაცხადის (მოთხოვნის) საფუძველზე ამ ინსტრუქციის დანართი №IV-041-ის შესაბამისად შედგენილი აქტი „აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ, აქტის შედგენის თარიღით, აქციზის დეკლარირებად.

4. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენისას,  აქციზის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) ნაცვლად, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება რეზიდენტი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული აქციზის ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, აქციზის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოხდება ამ ინსტრუქციის დანართი №IV-041-ის შესაბამისად „აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ“ აქტის შედგენის თარიღისათვის მოქმედი განაკვეთით.

5. ამ ინსტრუქციის დანართი №IV-061-ის შესაბამისად შედგენილი „აქტი გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ დეკლარირებული აქციზის თანხის დაზუსტებად და ამ პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული აქციზის თანხის შემცირების საფუძველია.“.

2. 781 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„4. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ვალდებულება ეკისრება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელს/იმპორტიორს, ასევე, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს არააქციზური საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შემოტანისას.“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სპეციალური საწამოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საცალო სარეალიზაციო ქსელში მიწოდების მომენტამდე.“.

3. მე-80 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მეწარმე სუბიექტზე, გარდა სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისა – აქციზური მარკების შეძენის შესახებ მათი განაცხადის საფუძველზე;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირზე – აქციზური მარკების შეძენის შესახებ განაცხადის და აქციზის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) ან შესაბამისი საბანკო გარანტიის საფუძველზე.“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განაცხადს აქციზური მარკის შეძენაზე უნდა ერთოდეს სპეციფიკაცია მოთხოვნილი აქციზური მარკების თაობაზე №IV-03 დანართის შესაბამისად და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალების ასლი, ხოლო სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის განაცხადის შემთხვევაში,  ასევე – აქციზის ოდენობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება) ან შესაბამისი საბანკო გარანტია. გადამხდელის წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში, განაცხადს ასევე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. მეწარმე სუბიექტი/წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადგენენ აქტს აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ (დანართი №IV-04), გარდა ამავე მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირი ან მისი წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი 2 ეგზემპლარად ადგენენ  აქტს აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და აქციზის თანხის გადახდის შესახებ (დანართი №IV-041) ამ მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამოწურულია მოთხოვნილი სახის აქციზური მარკების მარაგი, აღნიშნული მარაგის შევსებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს ან მის წარმომადგენელს.“;

ე) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ აქციზური მარკების შეძენის შემთხვევაში, შეძენილი აქციზური მარკები შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გადახდილია შესაბამისი აქციზის გადასახადი ან წარდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტია.“.

4. 801 მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:

„13. შერჩეული პირის მიერ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირზე აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების განსახორციელებლად მატერიალური ფორმის მარკები არ გაიცემა.

14. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირზე არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად საჭირო მატერიალური ფორმის მარკების გაცემა შერჩეული პირის მიერ ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.“.

5. 802 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდება/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება არ ხორციელდება.“.

6. 81-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ აქციზური მარკების უკან დაბრუნებისას, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირი/წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადგენენ  აქტს „გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ“ (დანართი №IV-061), რომლის საფუძველზე ხდება აქციზური მარკების დაბრუნება და მათი შეძენისას დარიცხული აქციზის თანხის შემცირება.“.

7.   დანართი №IV-04-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის  დანართი  №IV-041.

8. დანართი №IV-06-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №IV-061.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი