კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/498-18
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/05/2020
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2020
სარეგისტრაციო კოდი
2/498-18
07/05/2020
ვებგვერდი, 21/05/2020
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე N2/498-18

 

საოქმო განჩინება

 (ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2020 წლის  მაისი 

ქ. ქუთაისი

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე   ციცინო მოსიძე

 

განმცხადებელი: მოვალე    სს ,,ვანრიკ აგრო“

დირექტორი: ალექსანდრე ცხოვრებაშვილი

კრედიტორი: სს ,,საპარტნიორო ფონდი“

წარმომადგენელი: ვახტანგ ჯორბენაძე

კრედიტორი: შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: მადონა გეწაძე

კრედიტორი: სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო“

წარმომადგენელი: თეიმურაზ ხონელია

კრედიტორი: სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“,

წარმომადგენელი: ტარიელ შვანგირაძე

კრედიტორი:  შპს ,,სტალკერი“;

წარმომადგენელი: რამინ პაპიძე, ალექსანდრე ბერაია

 

კრედიტორები: მედეა გულუა, ლაშა ჯანელიძე, სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, სოსო სურმანიძე, ტარიელ აბაშიძე, გიორგი კობალაძე, მარინე სუნგულია, ამირან სირაძე , ირაკლი ქინქლაძე,  გრიგოლ დუმბაძე, გოჩა მენაფირე, ირაკლი კილაძე, დათო ჭელიძე, ბესიკ ბაჟუნაიშვილი, კახაბერ სირაძე, ნიკოლოზ ხომერიკი, კახა მენაფირე, ვალერიანე გელაშვილი,  დავით ჩხარტიშვილი,  რუსლან ბაჟუნაიშვილი,  გიორგი აბესაძე, ემელიანე როყვა, რამინ ტაკიძე,  ხვიჩა ვასაძე,  დემურ კარტოზია,  გენადი პატარავა, მალხაზ გოგატაძე, აკაკი მექვაბიშვილი, კოხტა მარკოიძე, თამაზი ჩხაიძე,  ზაზა ვადაჭკორია,  შპს ,,მე-ვა“, ალექსანდრე სეფისკვერაძე, სალომე გოგატაძე, მერაბ ბაჯელიძე,  თენგიზ ღიბრაძე; ციალა გიორგაძე; შპს ,,მოდერნი 2009“; გივი ღლონტი; ავთანდილ სეხნიაშვილი; ზვიად კობალაძე; ზია აბუსერიძე; სოფიკო ფარსენაძე; ალექსანდრე კეჭეყმაძე; მამუკა მესხიძე; ილია ჟვანია; თენგიზ მხეიძე; რამაზ დარჩია; ელგუჯა ოქროპირიძე; შპს ,,ჯორჯია ექსპრესი“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა; ალექსანდრე კილაძე; მალხაზ მესხიძე; გია ლომაძე; გელა ბერსენაძე; იაგორ გოგუაძე; გიორგი ჭყონია; მამუკა სანიკიძე; ნოდარ კალანდარიშვილი; ავთანდილ ამყოლაძე; თენგიზ ბერიძე; ნიკოლოზ გიორგაძე; გელა ხომერიკი;  აკაკი სამანიშვილი; ლალი სირაძე; კახაბერ გამისონია; ანაიდ კარაპეტიანი; გრიგოლ ბორისოვი; ბესიკ ქართველიშვილი; ირაკლი ფარცვანია; ვიქტორია ფარცვანია;

გაკოტრების მმართველი   ალექსანდრე საკანდელიძე

მოთხოვნა   გაკოტრების მმართველისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებისა და სხვა საკითხების განხილვა.

 

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 11 მარტს სს ,,ვანრიკ აგროს’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ალექსანდრე ცხოვრებაშვილმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინებით სს ,,ვანრიკ აგროს“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში. მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 12 აპრილს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სს ,,ვანრიკ აგროს“ (ს/ნ 445457540) მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. სს ,,ვანრიკ აგროს“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა ალექსანდრე საკანდელიძე (პ/ნ 01024012740). ამავე განჩინებით დაევალა ალექსანდრე საკანდელიძეს სს ,,ვანრიკ აგროს“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები;

2020 წლის 11 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,ვანრიკ აგროს“ გაკოტრების მმართველმა  ალექსანდრე საკანდელიძემ და იშუამდგომლა კრედიტორთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველისათვის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭება;  ბ) სააუქციონო მომსახურების მიმდინარეობის შესახებ გაკოტრების მმართველის ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში ამ კუთხით დამატებით გასატარებელი ღონისძიებები.

2020 წლის 07 მაისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა, რის გამოც საჭირო გახდა კრედიტორთა კრების გადადება დღის წესრიგის მეორე საკითხის  სააუქციონო მომსახურების მიმდინარეობის შესახებ გაკოტრების მმართველის ინფორმირებისა და საჭიროების შემთხვევაში ამ კუთხით დამატებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საკითხის განხილვის მიზნით.

სასამართლომ  მისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიაჩნია, რომ  სს ,,ვანრიკ აგროს“ გაკოტრების საქმეზე მოწვეული კრედიტორთა კრება უნდა გადაიდოს და მოწვეული იქნეს იმავე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და  

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2020 წლის 28 მაისს 16:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) სხდომის დარბაზი №2, შემდეგი დღის წესრიგით:  სააუქციონო მომსახურების მიმდინარეობის შესახებ გაკოტრების მმართველის ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში ამ კუთხით დამატებით გასატარებელი ღონისძიებები.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში;

3. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებ. გვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს გაკოტრების მმართველს;

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

   მოსამართლე                                                      ციცინო მოსიძე

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.