საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 19 მაისის ბრძანება №106 „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 23 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი
106
19/05/2020
ვებგვერდი, 19/05/2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 19 მაისის ბრძანება №106 „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 23 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის

ბრძანება №106

2020 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 23 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 23 მარტის №71 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტითა და „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტში (გარდა მასში შემავალი ნახიდურის ადმინისტრაციული ერთეულისა (სოფლებისა: ნახიდურისა, ხიდისყურისა, მუხრანისა, ბალახაურისა, ჭაპალისა, მწყნეთისა), თამარისის ადმინისტრაციული ერთეულისა (დაბა თამარისისა, სოფლებისა: ცურტავისა, ფარიზისა), მამხუტის ადმინისტრაციული ერთეულისა (სოფლებისა: მამხუტისა, ზემო არქევანისა, ქვემო არქევანისა, ხატავეთისა), სოფელ სამტრედოსა და სოფელ ტალავერისა) გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების, სიტუაციის ნორმალიზებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები.“.

2. ბრძანება ძალაშია 2020 წლის 19 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრი                 გიორგი გახარია