„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017004
73
19/05/2020
ვებგვერდი, 20/05/2020
040030000.22.034.017004
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №73

2020 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების  პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/03/2020, 040030000.22.034.016954) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდების მიღება;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) მძღოლობის კანდიდატს, რომელმაც 2020 წლის 19 მარტამდე მიმართა სააგენტოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების მოთხოვნით და წარმატებით ჩააბარა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, 2020 წლის 22 ივნისამდე აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების კალენდარული დღეების რაოდენობა, რომელიც მას დარჩენილი ჰქონდა 2020 წლის 19 მარტამდე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატის მიერ 2020 წლის 19 მარტამდე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასა (30 კალენდარული დღის განმავლობაში ყოველ არანაკლებ მე-7 დღეს პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვება უფასოა) და 2020 წლის 18 მაისიდან აღდგენილი კალენდარული დღეების განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების (უფასო დაშვება) საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 უფასო დაშვებას;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღდგენილი კალენდარული დღეების სარგებლობის მიზნით მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სააგენტოში 2020 წლის 18 მაისიდან არაუგვიანეს 2020 წლის 22 ივნისისა (გარდა, ქ. ახალქალაქის და ქ. ამბროლაურისა). აღნიშნულ ვადაში მძღოლობის კანდიდატის სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი კარგავს 2020 წლის 19 მარტამდე დარჩენილ აღდგენილ კალენდარულ დღეებს და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი;

დ) ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისას მძღოლობის კანდიდატის მიერ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ბ2“ და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისას მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 18 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური