დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016482 |
|
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და მე-12 მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ მე-13 და მე-15 მუხლების, საქართველოს კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მე-6 მუხლის, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეებთან ერთად ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების საშუალოვადიანი
გენდერული თანასწორობის სტრატეგია |
თავი I გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები |
მუხლი 1 |
სტრატეგია განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების გენდერულ პოლიტიკას და გენდერული თანასწორობის მიზნის მისაღწევად პრიორიტეტულ მიმართულებებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი მოქალაქების საჭიროებების შესაბამისად, თვითმმართველობის პროცესში ქალთა და მამაკაცთა საჭიროებებისა და ინტერესების თანასწორი გათვალისწინებით. სტრატეგია ითვალისწინებს ერთობლივ მიდგომას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფას გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქალის და მამაკაცის თნაბარი მონაწილეობისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების ,კულტურის და სოციალური მიმართულებით. 2018-2019 წლების მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის თვითშეფასების და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის. ექსპერტის მიერ ჩატარებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები: 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა. 2. მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. 3. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. 4. სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. 5. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა. 6. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა. |
თავი II
სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები
|
მუხლი 2.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა
|
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:
ა) გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა – მოიცავს:
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა – მოიცავს:
გ) მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის უზრუნველყოფა – მოიცავს:
დ) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მხარდაჭერით შემუშავებული საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტის დანერგვა – მოიცავს:
ე) გენდერული ჭრილში სტატისტიკური მონაცემების მართვა – მოიცავს:
ვ) დროებითი სპეციალური ზომები ქალთა და მამაკაცთა შორის არსებითი თანასწორობის მიღწევის დაჩქარების მიზნით, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აგრეთვე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში – მოიცავს:
ზ) გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა – მოიცავს:
|
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა |
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:
ა) გენდერული ბიუჯეტი – მოიცავს
ბ) გენდერული ასპექტის გათვალისწინებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის სპეციალურ მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება და განხორციელება – მოიცავს
გ) მუნიციპალურ საწარმოებსა და დაწესებულებებში კონტროლის მექანიზმების დახვეწა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ დადგენილი ანტიდისკრიმინაციული ნორმების დაცვაზე და შრომის ანაზღაურების სფეროში გენდერული დიფერენციაციის აღმოსაფხვრელად – მოიცავს,
დ) ქალთა ეკონომიკური გაძლიერება – მოიცავს
ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შესაბამისი საბიუჯეტო უზრუნველყოფა – მოიცავს
|
მუხლი 4. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა |
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:
ა) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერულად დაბალანსებული მუნიციპალური პროგრამების დანერგვა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ორივე სქესის წარმომადგენელთათვის – მოიცავს
ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებზე, მათ შორის განსხვავებული სქესის, ასაკობრივი ან/და შესაძლებლობების მქონე ჯგუფების ინტერესებზე მორგებული, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოიცავს
გ) სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა – მოიცავს
|
მუხლი 5.
სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
|
სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის გათვალისწინება და სოციალურად მგრძნობიარე ჯგუფების ინტეგრაცია გულისხმობს, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და გენდერულად დაბალანსებული სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, გენდერულ ასპექტთა გათვალისწინებას მოწყვლად ჯგუფთა სოციალური გააქტიურების ხელშესაწყობად, სოციალური ფონის გაუმჯობესებას და პროგრამებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.
ამ მიმართულების პრიორიტეტია: ა) პრიორიტეტული პროგრამების გათვალისწინება სოციალურ პაკეტში – მოიცავს
|
მუხლი 6.
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა
|
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში დაუშვებელია ნებისმიერი დისკრიმინაცია.
ამ მიმართულების პრიორიტეტია: ა) პრევენცია და რეაგირების მექანიზმების უზრუნველყოფა - მოიცავს
|
მუხლი 7.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა
|
მინიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით ეფექტური პროგრამების დაგეგმარებასა და განხორციელებას
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთ მიმართ ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ (საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ მუხლი 6 პ.1). ამ მიმართულების პრიორიტეტია: ა) პრევენციული ღონისძიებები – მოიცავს
ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარებ – მოიცავს
|
თავი III
სტრატეგიის მონიტორინგი
|
მუხლი 8 |
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, თავის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველწლიურად განიხილავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის დადებითად შეფასების, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის, ან/და რეკომენდაციების გაცემის შესახებ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც საბჭოს სხდომაზე პერიოდულად განიხილავს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. |
დოკუმენტის კომენტარები