დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 301 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022013 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 23-ე მუხლის 52-ე პუნქტის:
1. „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაწესებულებებმა გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია, მ. შ. ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა); ე) ბენეფიციარებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან იმ დაწესებულებებში, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებენ ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, ეძლევათ გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;“. 2. „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები