„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 148
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.123.016551
148
14/05/2020
ვებგვერდი, 18/05/2020
010250040.35.123.016551
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №148

2020 წლის 14 მაისი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (w.w.w.matsne.gov.ge, 16.07.2014. №010250040.35.123.016211), კერძოდ, დადგენილების დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი) მე-7 მუხლს (საკრებულოს მუშაობის საერთო წესი) დაემატოს მე-51 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „51. საკრებულო, საკრებულოს კომისიები, საკრებულოს ფრაქციები, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები, საკრებულოს სათათბირო ორგანოები (საბჭო, კომიტეტი), საკრებულოს კომისიებთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოები უფლებამოსილნი არიან ობიექტური მდგომარეობის არსებობისას, დისტანციურ რეჟიმში ჩაატარონ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს სათათბირო ორგანოების, საკრებულოს კომისიებთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოების სხდომები.“
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი შენგელია