„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 02/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016785
43
20/05/2020
ვებგვერდი, 21/05/2020
040030000.22.026.016785
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №43

2020 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016468) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აკადემია ასრულებს ოპერატიული გეგმით/ბრძანებით განსაზღვრულ საბრძოლო ამოცანებს.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. აკადემიის მისია
აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროსთვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების, აკადემიური უმაღლესი და სამხედრო განათლების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, მაღალი აკადემიური და სამეცნიერო მიღწევებზე დაფუძნებული ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში/სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში (შემდგომში – კოლეჯი)/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში/ენობრივი მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა/მსმენელთა რაოდენობას;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ამტკიცებს აკადემიის შტაბის უფროსის მიერ წარდგენილ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკადემიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ აკადემიის ბიუჯეტს;“.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. აკადემიის სტრუქტურა
1. აკადემიის სტრუქტურა შედგება:
ა) მართვის ორგანოებისაგან;
ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან:
ბ.ა) ბაკალავრიატი;
ბ.ბ) კოლეჯი;
გ) საგანმანათლებლო ერთეულებისგან:
გ.ა) ენობრივი მომზადების სკოლა;
გ.ბ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა;
გ.გ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონი;
დ) შტაბისაგან;
ე) აკადემიის ბიბლიოთეკისაგან;
ვ) დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.“.
5. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს 71 და 72 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. ბაკალავრიატი
1. ბაკალავრიატი წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან და ენობრივი მომზადების განყოფილებისაგან.
2. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
3. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან ბაკალავრიატის ხელმძღვანელის, რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.
4. ბაკალავრიატის მიმართულების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები.
5. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსებს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 72. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი
1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულს.
2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი უზრუნველყოფს:
ა) სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიურ ზრდას;
ბ) იუნკერთა პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური და პროფესიული დონის ამაღლებას;
გ) სამხედრო პროფესიული განათლების განხორციელებას;
დ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას.
4. ბატალიონის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.“.
6. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები არიან:
ა) აკადემიური საბჭო;
ბ) რექტორი;
გ) რექტორის პირველი მოადგილე;
დ) რექტორის მოადგილე;
ე) შტაბის უფროსი;
ვ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:
ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:
ა.ა) ბაკალავრიატის ხელმძღვანელი;
ა.ბ) ბაკალავრიატის საბჭო;
ა.გ) კოლეჯის მეთაური;
ა.დ) კოლეჯის საბჭო;
ბ) საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:
ბ.ა) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი;
ბ.ბ) ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი;
ბ.გ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური.“.
7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, კოლეჯიდან, იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, ენობრივი მომზადების სკოლიდან არჩეული/შერჩეული, თანაბარ პირთა რაოდენობა, არანაკლებ ორი წარმომადგენლისა. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო კოლეჯიდან, კოლეჯის საბჭოს წევრი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.
8. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ბაკალავრიატის/კოლეჯის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;“;
ა.ბ) „უ 1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ 1) ამტკიცებს აკადემიის შტაბის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშს;“;
ა.გ) „უ2“ და „უ3“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს ასევე შტაბის უფროსი.“;
ბ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. მე-14  მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. რექტორის მოადგილეები და შტაბის უფროსი
1. რექტორი აკადემიის მართვას ახორციელებს პირველი მოადგილის, მოადგილისა და შტაბის უფროსის მეშვეობით.
2. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. რექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილესა და შტაბის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. რექტორის პირველ მოადგილედ და შტაბის უფროსად შეიძლება დანიშნულ იქნენ სამხედრო სტატუსის მქონე პირები, ხოლო მოადგილედ სამხედრო სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
5. რექტორის მოადგილეები და შტაბის უფროსი ანგარიშვალდებულნი არიან რექტორის წინაშე.
6. რექტორის მოადგილეებზე და შტაბის უფროსზე უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
 
მუხლი 15. შტაბის უფროსის უფლებამოსილება
1. შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს აკადემიის შტაბში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს და პასუხიმგებელია მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, მათ შორის აკადემიის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიასა და აკადემიის საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
2. შტაბის უფროსი:
ა) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტისა და აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის პროექტებს და წარუდგენს რექტორს სამინისტროში დასამტკიცებლად წარსადგენად;
ბ) შეიმუშავებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;
გ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ვ) პასუხისმგებელია აკადემიის შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზე;
ზ) ასრულებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს;
თ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, რექტორთან შეთანხმებით, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები.
 
მუხლი 16. შტაბის სტრუქტურა
1. შტაბი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) იურიდიული სამმართველო;
ბ) ფინანსების მართვის სამმართველო;
გ) შესყიდვების სამმართველო;
დ) კანცელარია;
ე) G-1 სამსახური;
ვ) G-3 სამსახური;
ზ) G-4 სამსახური;
თ) G-5 სამსახური;
ი) G-6 სამსახური;
კ) უზრუნველყოფის სამსახური.
2. შტაბის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შტაბის დებულებით.
3. შტაბის დებულებას შეიმუშავებს შტაბის უფროსი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.“.
11. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18 1. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
1. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქციებია:
ა) აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობა, მისი მხარდაჭერა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება, იუნკერთა/მსმენელთა ჩართულობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება და მასში იუნკერთა/მსმენელთა ჩართვა/კოორდინაცია;
გ) აკადემიურ პერსონალთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების დახვეწის/გაუმჯობესების მიზნით;
დ) სამეცნიერო კვლევების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში და იუნკერთა/მსმენელთა კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
2. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.
12. წესდების „თავი III“-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბაკალავრიატის/კოლეჯის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება“.
13. მე-19 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშავებს და შტაბის უფროსს წარუდგენს ბაკალავრიატის ბიუჯეტს;“;
ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშავებს და შტაბის უფროსს წარუდგენს კოლეჯის ბიუჯეტს;“.
14. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი
1. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) შეიმუშავებს და შტაბის უფროსს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“ .
15. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის პირველი მოადგილე, რექტორის მოადგილე, შტაბის უფროსი, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, კოლეჯის მეთაური, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი, ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.“.
 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 2 ივნისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი