დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 297 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 120160030.10.003.022009 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების:“
1. 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში შესვლისა და გასვლის შეზღუდვა 1. აიკრძალოს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში შესვლა და ამ მუნიციპალიტეტიდან გასვლა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება: ა) სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; დ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას; ე) ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას; ვ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების /გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას; ზ) სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას; თ) მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; ი) სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა); კ) საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას; ლ) კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; მ) საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა 1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა: ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა; ბ) ნებისმიერი სახის წარმოებისა და მოპოვებისა; გ) ღია ტიპის აგრარული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობისა; დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (მათ შორის, ბენზინისა და დიზელის), წყლის რეალიზაციისა/შესყიდვისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, თხევადი აირის მიწოდებისა/რეალიზაციისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა; ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა; ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით; ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა; თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა; ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა; კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა; ლ) სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობისა; მ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუციისა/რეალიზაციისა; ნ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა; ო) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა (მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით); პ) მიტანის მომსახურებისა (ე. წ. „დელივერი სერვისი“); ჟ) დისტანციური (ე. წ. „ონლაინ“) ვაჭრობისა (სამუშაო ადგილზე/საწყობში არაუმეტეს 5 ადამიანისა); რ) კერძო დაცვითი საქმიანობისა; ს) საადვოკატო საქმიანობისა; ტ) ავტომობილების, მოტოციკლეტების, მოპედებისა და ველოსიპედების ტექნიკური მომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობის, მათ შორის, ავტოსამრეცხაოების საქმიანობისა, ასევე ამავე სუბიექტების მიერ ტექნიკური მომსახურების გასაწევად აუცილებელი ნაწილების/აქსესუარების/მასალის ადგილზე რეალიზაციისა; უ) პრესის ჯიხურებისა; ფ) ნავთობისა და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა; ქ) ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად); ღ) დასაწყობებისა და შენახვის საქმიანობისა (სამუშაო ადგილზე/საწყობში არაუმეტეს 5 ადამიანისა, გარდა საბაჟო საწყობებისა); ყ) დაშვებული ეკონომიკური საქმიანობებისთვის შესაფუთი მასალების/ტარის მიწოდებისა და რეალიზაციისა, აგრეთვე ეტიკეტირებისა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საქმიანობისა; შ) სამშენებლო-სარემონტო საქმიანობისა, ასევე სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობისა; ჩ) გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისა და ექსტრადიციის განხორციელების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების აღსრულების მიზნით სათარჯიმნო საქმიანობის განხორციელებისა; ც) საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მათ შორის, კომპიუტერებისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების რემონტის მომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა. 2. დაშვებულია ღია მოსასვენებელი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. 3. დაშვებულია იმ საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტების (მაღაზიების) ფუნქციონირება, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან, გარდა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა და სავაჭრო ცენტრებისა (შეზღუდულია ე. წ. მოლები და ყველა სხვა ტიპის ბაზრობები, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დაშვებული ბაზრების/ბაზრობებისა). 4. დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან (სამსახურიდან, ოფისიდან, მაგრამ არაუმეტეს 5 ადამიანისა). 5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდებიან და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობას წარმოუდგენენ საქართველოს სამინისტროები ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით. 7. საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე.წ. „დრაივის“) მომსახურებით, სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე. 8. ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დაშვებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.“. 3. №1, №2 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 11 მაისიდან.
|
|
დანართი №1
დანართი №2
დანართი №3
ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში 1. სამაცივრე მეურნეობები, მათი ტექმომსახურება; სამაცივრე ტექნიკის და მარაგნაწილების რეალიზაცია; 2. საბაჟო საწყობები; 3. ცხოველთა სასაკლაოები; 4. სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები; 5. სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები; 6. სასათბურე მეურნეობები; 7. სამელიორაციო, საირიგაციო და წვეთოვანი სარწყავი სისტემების რეალიზაცია; 8. ვეტერინარული კლინიკები; 9. ცხოველთა თავშესაფრები; 10. ნიადაგის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ლაბორატორიები; 11. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ინვენტარისა და სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია; 12. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების გამწევი სუბიექტები; 13. ყვავილის მოყვანა და რეალიზაცია ღია სივრცეში.
|
დოკუმენტის კომენტარები