გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5951-სს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.019837
5951-სს
22/05/2020
ვებგვერდი, 28/05/2020
360160000.05.001.019837
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.“.

2. მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალურ სარგებლობას, ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობისთვის დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გზშ-ის ანგარიშს დაურთოს სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

3. მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე პირთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარია აღნიშნული პირი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 მაისი 2020 წ.

N5951-სს