დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-2 |
დოკუმენტის მიმღები | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი |
მიღების თარიღი | 05/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.44.064.016013 |
|
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 10/04/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.44.064.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი, შშო-ს მხრიდან შემფასებელთა ჯგუფის შემადგენლობის შესახებ თანხმობის მიღებისა და ტექნიკურ შემფასებელთან/ტექნიკურ ექსპერტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, გამოსცემს შესაბამის განკარგულებას, რის შემდეგაც ჯგუფის ხელმძღვანელი შემფასებელთა ჯგუფის წევრებს ელფოსტის საშუალებით უგზავნის საჭირო ინფორმაციას, იმ მიზნით, რომ შესაბამისმა ტექნიკურმა შემფასებლებმა/ტექნიკურმა ექსპერტებმა შეძლონ დროულად გაეცნონ შშო-ს საქმიანობას და წარმოადგინონ სათანადო წინადადებები შეფასების გეგმის მოსამზადებლად. შემფასებელთა ჯგუფის მიერ დოკუმენტაცია და ჩანაწერები განიხილება ადგილზე შეფასებამდე.“. 2. საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-10 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი ერთ-ერთი მოადგილე და თანხმობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე, 5 სამუშაო დღის ვადაში, ფორმდება აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის შესაბამის განკარგულებით.“; ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება აკრედიტებული შშო-ს ლოკაციის მისამართის დასახელება და შშო-ს სახელწოდება, ასევე საქართველოს სტანდარტი, გაიცემა ახალი აკრედიტაციის მოწმობა არსებული უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრით და მოქმედების ვადით. აკრედიტებულ შშო-სთან მიმართებაში აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ცვლილებას აკრედიტაციის სფეროში, უნდა აისახოს აკრედიტაციის მოწმობის დანართში, მათ შორის, აკრედიტებული შშო-ს აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად საქმიანობისას გამოსაყენებელი ნორმატიული დოკუმენტების, შესაბამისი სტანდარტების, მეთოდებისა და მეთოდიკების განახლებას - აქტუალიზაციას.“. 3. საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ აკრედიტებული შშო ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული წერილობითი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მინიჭების თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე 2 თვით ადრე ან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ყოველწლიური შეფასებისთვის დადგენილ შესაბამის საფასურს, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია, შშო-ს შეუჩეროს აკრედიტაცია, რის შესახებაც შესაბამისი მითითება გაკეთდება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში, აკრედიტებული სტატუსით საქმიანობის განახლება შესაძლებელია არაგეგმური შეფასების გზით, რისთვისაც შშო-მ წერილობით უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს შეჩერებიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში და გადაიხადოს შესაბამის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ შშო-ს გაუუქმდება აკრედიტაცია.“. 4. საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) თუ შშო არ იხდის აკრედიტაციის ხელშეკრულებით განსაზღვრულ შესაბამის საფასურს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.“. 5. საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-18 მუხლის: ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე, მათ შორის, ყოველწლიური შეფასებისა და არაგეგმური შეფასების შედეგების გათვალისწინებით, მიიღება შემდეგი პროცედურის დაცვით: ა) შეფასების ანგარიშს, განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა თანდართულ მასალებს, მას შემდეგ რაც აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი შეამოწმებს წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი ერთ-ერთი მოადგილე განსახილველად და შესაბამისი რეკომენდაციის შესამუშავებლად გადასცემს აკრედიტაციის კომიტეტის ერთ ან მეტ წევრს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ კონკრეტულ შეფასებაში და რომელ(ებ)იც 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგენენ რეკომენდაციას გენერალურ დირექტორს ან მის ერთ-ერთ მოადგილეს დადგენილი ფორმით, რომელიც ასევე 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს წარმოდგენილ რეკომენდაციას და თანხმობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე 5 სამუშაო დღის ვადაში ფორმდება აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის შესაბამის განკარგულებით; ბ) გენერალური დირექტორი ან მისი ერთ-ერთი მოადგილე უფლებამოსილია საქმეში აღმოჩენილი უზუსტობის ან/და შეუსაბამობის ან/და საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, შეაჩეროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და საკითხი უკან დაუბრუნოს აკრედიტაციის კომიტეტს და ჯგუფის ხელმძღვანელს ან/და გადააგზავნოს აღნიშნული საკითხი აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტში; გ) აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა ან/და აკრედიტაციის მოწმობის დანართი.“; ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. კონფიდენციალური ინფორმაცია და აკრედიტებულ შშო-ბთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესი 1. შშო-ს აკრედიტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, კერძოდ: ა) აკრედიტებული შშო-ს დასახელება; ბ) აკრედიტაციის მოწმობის ნომერი; გ) აკრედიტაციის სქემა, რომლის მიხედვითაც განხორციელდა შეფასება; დ) მისამართი; ე) აკრედიტებული შშო-ს პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია; ვ) აკრედიტაციის სფერო; ზ) აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა. 2. აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლები, მათ შორის, ტექნიკური შემფასებლები/ტექნიკური ექსპერტები ან აკრედიტაციის კომიტეტზე სხვა მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა შშო-ბთან მიმართებაში და არ გაამჟღავნონ და არ გადასცენ სხვა პირს კონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. აკრედიტაციის ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს აკრედიტებული შშო-ბის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვას და დაცვას სულ მცირე შშო-ს წინა და მიმდინარე აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში. 7. საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების 23-ე მუხლის 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „28. თუ წარმოდგენილი აპელაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის 27-ე პუნქტში მოცემულ პირობებს, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომლის წარმოდგენამდე აკრედიტაციის ცენტრი შეაჩერებს აპელაციის განხილვას.“. 8. საკ 1.10:2020 – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული შშო-ბის რეესტრის წარმოების წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დანართი №2-ით დამტკიცებულ ფორმაში შენიშვნის გრაფაში შესაძლოა მიეთითოს აკრედიტებული შშო-ების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მაგ.: აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება, შემცირება, აკრედიტაციის სფეროს გაფართოება, ასევე აკრედიტაციის ვადის ამოწურვა და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.“. |
მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები