„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022002
290
04/05/2020
ვებგვერდი, 05/05/2020
470000000.10.003.022002
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №290

2020 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. 61 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის დამტკიცებული „მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ (პროგრამული კოდი: 27 03 03) პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №169 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2020 წლის 12 მარტის №512 განკარგულებით დამატებული  პროგრამული კოდი: 27 03 03 11 გამოყენებულ იქნეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“ ქვეპროგრამისათვის.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

ა)  №2 დანართის (იმუნიზაცია):

ა.ა) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის  ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტისათვის, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გველის შხამის საწინააღმდეგო შრატის გადაცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისათვის მათი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინისა და ასაცრელი მასალების და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაცემა სჯდ ცენტრების მეშვეობით „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ ამბულატორიული და სტაციონარული კომპონენტებისა და „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის მკურნალობის კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის, მოთხოვნის შესაბამისად.“;

ა.ბ)  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 23,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

 

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

16,248.0

 

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

200.0

 

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

2,600.0

 

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

3,500.0

 

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები (მ. შ. იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების მართვა და ადმინისტრირება)

252.0

 

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

100.0

 

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

100.0

 

სულ:

23,000.0.“;

 

ბ) №3 დანართის („ეპიდზედამხედველობა“):

ბ.ა) მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება, რომელიც მოიცავს:

ზ.ა) საყრდენი ბაზების მომსახურებას – ქვეყანაში შერჩეული საყრდენი ბაზებიდან გრიპის/გრიპისმაგვარი დაავადებისა და მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადების კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებში ნიმუშების აღებასა და შენახვას;

ზ.ბ) საყრდენი ბაზებიდან გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე საეჭვო პაციენტების კლინიკური ნიმუშების ცენტრში ტრანსპორტირებასა და ლაბორატორიულ კვლევას.“;

ბ.ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „დ“ (გარდა „დ.გ“ და „დ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მალარიის სამკურნალო მედიკამენტების სტრატეგიული მარაგისა), „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლის (მათ შორის, როტა, ნორო და ადენოვირუსების იფა ტესტსისტემების) შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ.გ)  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,700.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

577.5

2

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

971.5

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

22.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

15.0

5

B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა

28.0

6

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ. შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 3800 ლარისა)

86.0

სულ:

1,700.0.“;

                                                                                       

გ) №4 დანართის („უსაფრთხო სისხლი“):

გ.ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ა.გ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ე. წ. ფასიანი (ანაზღაურებადი) და ნათესავი დონორების მიერ განხორციელებული დონაციების კვლევისთვის ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთეული შემთხვევის ღირებულება აღნიშნული დონაციების კვლვევისთვის განისაზღვრება 17 ლარით;“;

გ.ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„დ) უნდა უზრუნველყონ მათ მიერ სისხლის ტესტირებისთვის გამოყენებული ტესტსისტემების თითოეული ლოტის ვერიფიკაცია ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში (ცენტრს წარუდგინოს თითოეულ ლოტზე გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები);“;

დ) დანართი №20 („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №20

 

ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა

(პროგრამული კოდი: 27 03 03 11)

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან  (COVID 19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით.

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეა  საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირი (მოქალაქეობის სტატუსის მიუხედავად):

ა) რომელიც „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრულია როგორც შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა, ექვემდებარება კარანტინს (იზოლაციას გამოყოფილ სივრცეში);

ან/და

ბ) ცხელების მქონე პირი, რომელსაც COVID 19-ზე ტესტირებით მიღებული აქვს უარყოფითი პასუხი ან/და „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა“ −  კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №01-119/ო ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა“ − კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად, განსაზღვრულია როგორც მსუბუქად მიმდინარე შემთხვევა და ექვემდებარება იზოლაციას სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეა  საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირი (მოქალაქეობის სტატუსის მიუხედავად).

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირი (მოქალაქეობის სტატუსის მიუხედავად), რომელიც ინფიცირებულია  ან/და საეჭვოა COVID 19-ით ინფიცირებაზე.

4. მოსარგებლე პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

) კარანტინის ღონისძიებების უზრუნველყოფას/სამედიცინო მეთვალყურეობას:

ა.ა) საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურებას/სამედიცინო მეთვალყურეობას;

ა.ბ) საკარანტინე სივრცეების სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფას;

ა.გ) კარანტინის კოორდინატორის მომსახურებას;

ა.დ) ამავე ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;

ბ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას, ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად, მათ შორის:

ბ.ა) შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღებას (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვასა და ტრანსპორტირებას;

ბ.ბ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას პჯრ მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);

ბ.გ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას სწრაფი/მარტივი მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);

გ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვას, მათ შორის:

გ.ა) შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკას (გარდა COVID-19-ის დასადგენი ტესტირებისა);

გ.ბ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის სტაციონარულ მკურნალობას;

გ.გ) COVID-19-ის დაუდასტურებელი შემთხვევის მართვას, რომელსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა;

დ)  „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ სახელმწიფო პროგრამის (დანართი №14) ჰემოდიალიზის კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციართა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას ქალაქ თბილისის მასშტაბით, დროებითი ღონისძიების სახით, საჭიროების გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით;

ე)  საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების (შემდგომში − №184 დადგენილება) მე-2 მუხლის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული დაწესებულებების, ასევე 2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №01-126/ო და  „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, ე. წ. „ცხელების კლინიკებად“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 მარტის №01-136/ო ბრძანებებით განსაზღვრული დაწესებულებების სრულად მობილიზება დადგენილი წესით, სამინისტროს მითითების შესაბამისად;

ვ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19)  მართვისთვის საჭირო საშუალებების/მომსახურების შესყიდვას „ახალი კორონავირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 იანვრის №01-18/ო ბრძანებით შექმნილი საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;

ზ) ახალი კორონავირუსის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებებიდან გამომდინარე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, 2020 წლის მარტის თვეში გაწეული  ხარჯის  საკომპენსაციო თანხის სუბსიდიით უზრუნველყოფას  −   786 400 ლარის ფარგლებში;

თ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა და სამედიცინო დანიშნულების/ ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვას;

ი) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 56 ერთეული) შრომის ანაზღაურებას 3 თვის განმავლობაში.

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

ამ დანართის მე-3 მუხლის:

ა)  „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიური 100 ლარისა (გარდა შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრისა“, რომლის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);

ბ) „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მათ შორის:

გ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არაუმეტეს 10 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა;

გ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 150 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 50 ლარისა;

გ.გ) „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 20 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 3 ლარისა;

დ) „გ“ ქვეპუნქტის:

დ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა. ამასთან, ანაზღაურება მოხდება იმ შემთხვევაში, როცა შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკას არ მოჰყვება იმავე დაწესებულებაში მესამე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტაციონარული მომსახურება;

დ.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის/ინტენსიური თერაპიისა, რომელიც ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული  №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის მიხედვით;

დ.გ) „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.7.1-ის „1.18“ პუნქტით განსაზღვრული (სხვა ვირუსული ინფექციები)  ტარიფისა  (550 ლარი);

დ.დ) იმ შემთხვევაში, თუ „გ.გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში სტაციონარული მომსახურება განპირობებულია სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36  დადგენილების ფარგლებში, დანართ №1.1-ით, დანართ №1.3-ით, დანართ №1.4-ით, დანართ №1.5-ით, დანართ №1.7-ითა და დანართ №1.8-ით გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად;

დ.ე) პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში – დაწესებულებებისთვის მომსახურების ღირებულება გადაანგარიშდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისთვის დადგენილებით განსაზღვრული ტარიფისა. ამასთან, ქირურგიული მომსახურების შემთხვევაში დაწესებულება, სადაც განხორციელდა ქირურგიული ჩარევა, დაფინანსდება ტარიფის 70%-ით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36  დადგენილების  ფარგლებში,  ხოლო თერაპიული მომსახურების შემთხვევაში, კლინიკებს შორის თანხის გადანაწილება მოხდება გატარებული დღეების პროპორციულად;

ე) „დ“ ქვეპუნქტით გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში;

ვ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საწოლების საერთო რაოდენობა:

ვ.ა) ნაკლებია ან ტოლია 80-ის – აუნაზღაურდება თითოეულ საწოლზე დღიურად 100 ლარი;

ვ.ბ) მეტია 80-ზე – აუნაზღაურდება თითოეულ საწოლზე დღიურად 120 ლარი;

ვ.გ) ამავე ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა ანაზღაურდება განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და საწოლების რაოდენობის მიხედვით და მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს. ამასთან, აღნიშნული დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევის (მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება)  შემთხვევაში, ფაქტობრივი ხარჯით წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ პაციენტის მკურნალობასთან (მ.შ., კვების ჩათვლით) ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ხარჯები;

ზ) პროგრამით განსაზღვრული მომსახურება (გარდა ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტისა) არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“, ასევე  „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად. 

6. პროგრამის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.

7. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების ფარგლებში შესყიდული შესაბამისი საქონლის შესაბამისი პირებისათვის გადაცემას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის (უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე) ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ფარგლებში შესყიდული ლაბორატორიული სადიაგნოსტიკო ტესტსისტემებისა და რეაგენტების მიწოდება ხორციელდება პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო საკვლევი მასალის ასაღები მასალების მიწოდება განხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური/საქალაქო სამსახურების მეშვეობით  პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიმწოდებლებისთვის.

მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

პროგრამის მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებითა და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ბ)  „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სააგენტო;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

დ) „გ“ ქვეპუნქტის:

დ.ა)  „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების მე-2 მუხლის (სამედიცინო დაწესებულებათა მობილიზაცია) დანართ №1-ითა და დანართ №2-ით, ასევე, 2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის № 01-126/ო და „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, ე. წ. „ცხელების კლინიკებად“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 მარტის № 01-136/ო ბრძანებებით განსაზღვრული დაწესებულებები;

დ.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების მე-2 მუხლის (სამედიცინო დაწესებულებათა მობილიზაცია) დანართ №1-ით, ასევე, 2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №01-126/ო ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები;

დ.გ) „გ.გ“ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართ №1.7-ით (ინფექციური დაავადებების მართვა) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, ასევე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების მე-2 მუხლის (სამედიცინო დაწესებულებათა მობილიზაცია) დანართ №1-ითა და დანართ №2-ით, ასევე, 2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის № 01-126/ო და  „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, ე. წ. „ცხელების კლინიკებად“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 მარტის №01-136/ო ბრძანებებით განსაზღვრული დაწესებულებები;

ე) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.

2. პროგრამის მე-3 მუხლის  „ბ“, „თ“, და „ი“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია ცენტრი.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სამინისტროს ადმინისტრაცია.

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 89,900.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების ბიუჯეტი განისაზღვრება 38,854.0 ათასი ლარით (ანაზღაურდება პროგრამული კოდის 27 03 03 11 02 ფარგლებში);

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების ბიუჯეტი განისაზღვრება 22,050.0 ათასი ლარით (ანაზღაურდება პროგრამული კოდის 27 03 03 11 03 ფარგლებში), მ. შ.:

ბ.ა) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება − 150.0 ათასი ლარით;

ბ.ბ) COVID 19-ის დიაგნოსტიკის ბიუჯეტი − 9,600.0 ათასი ლარით;

ბ.გ) COVID-19-ის მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა და სამედიცინო დანიშნულების/ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა − 12,300.0 ათასი ლარით;

გ) პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების ბიუჯეტი განისაზღვრება 28,996.0 ათასი ლარით (ანაზღაურდება პროგრამული კოდის 27 03 03 11 01 კოდის ფარგლებში).

მუხლი 9. დამატებითი პირობები

1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიწოდების კოორდინაციას უზრუნველყოფს (ააიპ)  საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.

2. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმე­ნტა­ცია წარადგინოს განმახორციელებელთან არაუგვიანეს შესრულებული სამუ­შაოს თვის მომდევნო თვის 25 რიცხ­ვი­სა.

3. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.

4. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს COVID 19-ის დადასტურებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების სისხლის ნიმუშების მოგროვება და შენახვა, შემდგომში ლუგარის ცენტრში დაარქივების მიზნით,  ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად.

5. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდებული სერვისების შესაბამისად, უზრუნველყოს მის ბაზაზე დარეგისტრირებული ბენეფიციარების, ასევე შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შედეგების აღრიცხვა COVID-19-ის მონიტორინგის ელექტრონულ მოდულებში ყოველდღიურად, დღეში ორჯერ (დილის 10:00 სთ-სა და საღამოს 20:00 სთ-ზე).

6. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს სამინისტროს მიერ გადაცემული პირადი დაცვის საშუალებების ხარჯვის აღრიცხვა.

7. მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურება სამედიცინო დაწესებულებებზე გაიცემა განმახორციელებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული №20 დანართის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული №20 დანართის   მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2020 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, „დ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია