დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 289 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022001 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა): ა) მე-2 მუხლის 35 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ამასთან, პროგრამის მიზნებისათვის, საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები;“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) 23-ე მუხლის: გ.ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დაუშვებელია პროგრამის მოსარგებლის მკურნალობის ერთსა და იმავე ეპიზოდზე ერთისა და იმავე ნოზოლოგიური კოდის სხვადასხვა კლინიკაში გამოყენება, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა, პროგრამის მე-15 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული და „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი შემთხვევებისა.“; გ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დამდგარი შემთხვევების დროს პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში – დაწესებულებებისთვის მომსახურების ღირებულება გადაანგარიშდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისთვის დადგენილებით განსაზღვრული ტარიფისა. ამასთან, ქირურგიული მომსახურების შემთხვევაში, დაწესებულება, სადაც განხორციელდა ქირურგიული ჩარევა, დაფინანსდება ტარიფის 70%-ით, ხოლო თერაპიული მომსახურების შემთხვევაში კლინიკებს შორის თანხის გადანაწილება მოხდება გატარებული დღეების პროპორციულად.“. 2. დადგენილების №1.7 დანართის (ინფექციური დაავადებების მართვა): ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები