„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 287
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021999
287
04/05/2020
ვებგვერდი, 04/05/2020
120160030.10.003.021999
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2020 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  დადგენილების 14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2.  დადგენილების 15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების:

ა) 21 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტებში შესვლისა და გასვლის შეზღუდვა

1. აიკრძალოს ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტებში შესვლა და ამ მუნიციპალიტეტებიდან გასვლა.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნებისმიერი სახის სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.“;

გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

გ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობის და  ნავთობპროდუქტების(მათ შორის, ბენზინის და დიზელის), წყლის რეალიზაციისა/წარმოებისა/შესყიდვისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, თხევადი აირის მიწოდება/რეალიზაციისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა; ასევე ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის საჭირო მოწყობილობა/დანადგარების წარმოება;“;

გ.ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ავტომობილების, მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექნიკური მომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობის, მათ შორის, ავტოსამრეცხაოების საქმიანობისა, ასევე, ამავე სუბიექტების მიერ ტექნიკური მომსახურების გასაწევად აუცილებელი ნაწილების/აქსესუარების/მასალის ადგილზე რეალიზაციისა;“;

გ.გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) სამშენებლო-სარემონტო საქმიანობისა, ასევე, სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ყ) სამშენებლო მასალებისა და ხისა და მინის ნაწარმის წარმოებისა, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობასთან.“.

4. დანართები №1, №2, №3 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის  შესაბამისად.

5. დანართი №4  და დანართი №5 ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია