„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 100/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016477
100/04
01/05/2020
ვებგვერდი, 04/05/2020
220010000.18.011.016477
„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №100/04

2020 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 22/11/2019; ს/კ: 220010000.18.011.016419) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. 2021 წლის პირველი იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №49/04 ბრძანება.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბანკის რისკის პოზიცია კომერციული ბანკის მიმართ, ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ, როდესაც ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი მოიცავს ერთ ან მეტ კომერციულ ბანკს, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-სა და 200 მილიონ ლარს შორის უდიდესს. იმ შემთხვევაში, თუ გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 25% უფრო ნაკლებია, ვიდრე 200 მილიონი ლარი, მაშინ გამსესხებელმა ბანკმა, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, უნდა დაიწესოს გონივრული შიდა ლიმიტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს. ასეთ შემთხვევაში  კომერციული ბანკის ან ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის მიმართ რისკის პოზიციის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 200 მილიონ ლარსა და აღნიშნულ შიდა ლიმიტს შორის უმცირესს. ამასთან, რისკის პოზიციების ღირებულება მოცემული ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის მიმართ, გარდა მასში შემავალი კომერციული ბანკის/ბანკებისა, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს.  ამასთან, ბანკის რისკის პოზიციის ღირებულება, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე, გარდა ამავე ბანკში სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით, ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტებითა და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფისა,   კომერციული ბანკის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკს რისკის პოზიცია გააჩნია არარეზიდენტი კომერციული ბანკის მიმართ ან როდესაც ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფი მოიცავს არარეზიდენტ კომერციულ ბანკს, რომელსაც, ბაზელ III-ის დებულების მიხედვით, აღიარებული  საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტის მიერ არ აქვს მინიჭებული საინვესტიციო რეიტინგი, მაშინ ასეთი არარეზიდენტი კომერციული ბანკის მიმართ ან ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფის მიმართ რისკის პოზიცია, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს. ამასთან, ბანკის რისკის პოზიციის ღირებულება, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე, გარდა ამავე ბანკში სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით, ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტებითა და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფისა,   არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს.“;

ა.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. კომერციულ ბანკს ეკრძალება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.“.

ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

1. ბანკმა უნდა შეიმუშავოს და ამ დებულების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ეროვნულ ბანკს  წარუდგინოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის შიდა მეთოდოლოგია.

2. ბანკი ვალდებულია 2021 წლის პირველ იანვრამდე შექმნილი რისკის პოზიციები, რომელიც არღვევს ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს,  დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებთან და შეზღუდვებთან შესაბამისობაში მოიყვანოს არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ივნისისა. ამასთან:

ა) 2021 წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოსასვლელი სამოქმედო გეგმა;

ბ) 2021 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში იმოქმედოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე