დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.132.016483 |
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 25/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.132.016230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1-ლი მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.საკრებულოს სისტემაში შედის საკრებულოს აპარატი. რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ - ტექნიკურ უზრუნველყოფას. საკრებულოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“. „6. საკრებულოს იურიდიული მისამართია: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად,მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; გ) მერისათვის უნდობლობის გამოცხადება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით; დ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება; ე) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა და პროექტების დამტკიცება.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. 4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ)ერთობლივი საბჭოს წარდგინებით შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოები ერთობლივი ნორმატიული აქტით ამტკიცებენ მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმას.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.საკრებულოს ადგილსამყოფელი (ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25) საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.“. 6. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-10 მუხლი მოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა 1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე სამანდატო დროებითი კომისიის) დასკვნის საფუძველზე. 2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. 3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ: ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით – პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან; ბ) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან; გ) სასამართლომ უგზო – უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო - სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან; დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან; ე) თუ საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში არ მონაწილეობს საკრებულოს მუშაობაში ან არღვევს კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს ან/და დაუყოვნებლივ ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია შეუთავსებლობის საკითხზე დასკვნას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს საკრებულოს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა - ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან; ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მომდევნო დღიდან. 5. საკრებულო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე. 6. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ზ“ პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში უახლოეს სხდომაზე ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს/თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნის შესახებ წერილობით აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. მისი უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე. 8. განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ამ რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. 9. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით განთავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან. 10. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს აღუდგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, თუ გასულია იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი 11. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“. 7.დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. საკრებულოს წევრის საქმიანობის ანაზღაურება.“. 8. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.“. 9. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საწარმოს (საწარმოების) მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე.“. 10. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-12 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) იმუშაოს სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურში.“. 11. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გამოთქვას აზრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა მუნიციპალიტეტის საკრებულო. „ვ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვაში, აგრეთვე მერიის მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე კონტროლის განხორციელებაში;“. 12. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით.“. 13. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 4. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს აღუდგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, თუ გასულია იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.“. 14. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს წევრს, საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად უნაზღაურდება უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.დაუშვებელია საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით. 15.დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.“. 16. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია;“. 17. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია იქმნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.“. 18. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას.“. 19. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 22-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ)ახორციელებს კონტროლს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული პირების საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; 20. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. საკრებულოს ფრაქცია და მისი შექმნის პროცედურა 1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. 2. ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში (ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც). საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეული საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად. 3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. 4. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები. 5. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. 6. დაუშვებელია ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო ნიშნით (ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული ნიშნით) ფრაქციებად გაერთიანება. ფრაქციას აქვს სახელი. 7. ფრაქციას უნდა გააჩნდეს პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. 8.ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმით განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა ძირითადი საერთო პოლიტიკური მიზნები და მათი მიღწევის მეთოდები. 9. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა. 10. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი. 11. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან. 12. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. ახალშექმნილი ფრაქცია რეგისტრაციამდე ახორციელებს რეგლამენტის 28-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“. 21. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. ფრაქციის რეგისტრაცია 1. ფრაქციას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან. 2. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს. 3. ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით ფრაქციის დარეგისტრირების შესახებ, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისია და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობებს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. თუ საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისია საკრებულოს პირველ სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დროებითი სამანდატო კომისიისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი დააყენოს საკრებულოს სხდომაზე 4. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის დაფუძნებიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის დამფუძნებელი სხდომის ოქმი, ფრაქციის პლატფორმა და ფრაქციის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს რაიმე მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. 5. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი დააყენოს საკრებულოს სხდომაზე. 6. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რის თაობაზეც იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს ბიუროს. ამასთან, აღნიშნულის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს წევრებს.“. 22. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების და მდივნის არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ სამი დღის ვადაში წერილობით ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარესა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას.“. 23. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის ერთსაათიანი მოხსენება;“. 24. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 1. ფრაქციის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ფრაქციას საკრებულოში; გ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს; დ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით წერილობით (ფრაქციის ტიტულიან ბლანკზე შესრულებული) მიმართოს მერიის თანამდებობის პირებს, სხვა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს; 2. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის მდივანი და სხვ.), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 3. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.“. 25. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. ფრაქციის სამუშაო ფართით უზრუნველყოფა 1. სხდომათა დარბაზში ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო საკრებულოს შენობაში - სამუშაო ფართობი. 2. ფრაქციას, თავისი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვს ჰყავდეს მოსამსახურეები. 3. ფრაქციისათვის ყოველწლიურად გამოიყოფა მოსამსახურეთა ასაყვანი წლიური სახელფასო ლიმიტი. 4.ფრაქციის მოსამსახურეებს ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“. 26. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 36-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
27. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 44-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 -ე მუხლი:
„მუხლი 441. საკრებულოს, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, ობიექტური გარემოებების არსებობისას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.“. 28. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების დროულად და ეფექტურად განხორციელების მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს საკრებულოს სხდომა ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების დაცვის გარეშე. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.“. 29. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა ნუსხა განისაზღვრება საკრებულოს მიერ.“ 30. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვისას მომხსენებელია მერი ან მის მიერ დანიშნული პირი. თანამომხსენებლად შეიძლება გამოვიდეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე.”. 31. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საკრებულო ბიუჯეტის კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან ერთი კალენდარული თვის ვადაში ისმენს ანგარიშს ბიუჯეტის კვარტალური შესრულების შესახებ, რომელსაც წარადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ დანიშნული პირი. ამასთან, საკრებულომ თანამოხსენების სახით შეიძლება მოისმინოს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის დასკვნა.“, 32. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 68-ე მუხლი ამოღებულ იქნას. 33. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 70-ე მუხლი ამოღებულ იქნას. 34. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას. 35. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას. 36. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 78-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან ფრაქციების კვოტების შესაბამისად საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის შემადგენლობას, კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი საკრებულოს წევრების თანხმობით. კომისია უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 3 წევრისაგან. საკრებულოს წევრი (მათ შორის თავმჯდომარე და მოადგილე) ვალდებულია იყოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. საკრებულოს წევრს უფლება აქვს იყოს არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.“. 37. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატივის შესახებ განცხადებას და ინიციატორებთან თანდასწრებით შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის ნამდვილობას. ხმების გაბათილების შემთხვევაში, გაბათილებული ნაწილი უბრუნდება პეტიციის ინიციატორს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. პეტიციის ინიციატორთა მიერ წარმოდგენილ პეტიციის ხელმომწერთა სიის შესწორებულ ნაწილს, დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი. თუ შემოწმებული ხელმოწერები კვლავ გაბათილდა, სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის ინიციატორს უარი ეთქმება ინიცირებაზე. 9. უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატივის ხელმომწერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი); გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები); დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ხელმომწერთა სიის შედგენის ვადას; ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ვ) ხელმომწერი არ არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები.“. 38. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-80 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს თანამდებობის პირს შეუძლია ნებისმიერ დროს, მიზეზის მითითებით ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს თანამდებობის პირი გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შედგენილი შესაბამისი წერილობითი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან; 2. საკრებულო საკრებულოს თანამდებობის პირის პირადი განცხადებით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადებას უახლოეს სხდომაზე ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“. 39. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 82. დადგენილების ძალაში შესვლა საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე აქტით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“. 40. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან თუ ეს პირდაპირ მითითებულია სამართლებრივ აქტში ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.batumicc.ge ან/და მათ ღიად განთავსებას საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.“. 41. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 94. დამოუკიდებელი აუდიტი 1. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3 უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა. 2. დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა ის წრე, რომელიც უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. 3. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი. 4. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. 5. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფს (სატენდერო კომისიას), რომელიც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელ აუდიტორს. 6. დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მომზადებასა და ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 7. ხელშეკრულებას დამოუკიდებელ აუდიტორთან დებს საკრებულოს თავმჯდომარე. 8.დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ. 9. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება მოწვეული იქნეს არაუმეტეს წელიწადში ერთხელ.“. 42. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-100 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება სათათბირო საკონსულტაციო ორგანო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის თითოულ ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივი დარბაზი და საკრებულოში სამოქალაქო მრჩევევლთა საბჭო. 2. საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში. საზოგადოებრივი დარბაზი შედგება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლებისა და ამ ერთეულში მოქმედი იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. საზოგადოებრივი დარბაზი პირველ სხდომაზე საკუთარი შემადგენლობიდან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, 2 წლის ვადით ირჩევს დარბაზის თავმჯდომარეს. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს შეზღუდული. 3. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის საკრებულოს მუდმივმოქმედი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შედგება საზოგადოებრივი დარბაზის თითო წარმომადგენლისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესს სექტორისა და მასმედიის საშუალებების ორ-ორი წარმომადგენლებისაგან, რომელთა არჩევა და შეცვლა ხდება შესაბამისი სექტორთან კონსულტაციის შედეგების შესაბამისად. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები აირჩევიან ორი წლის ვადით.“. 43. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-100 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კოორდინაცია გაუწიოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილ საზოგადოებრივი დარბაზების საქმიანობას;“. 44. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 101-ე მუხლის 23-ე, 24-ე, 27-ე, 28-ე და 29-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 23. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის პეტიციის ხელმომწერთა სიის ბლანკებს.“. 24. პეტიციის ხელმომწერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის: ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) პირადი ნომერი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; დ) რეგისტრაციის ადგილი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით; ე) ხელმოწერის თარიღი; ვ) ხელმოწერა. 27. ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5%-ის მიერ წარსადგენი პეტიციის ინიციატორთა ჯგუფი ვალდებულია პეტიციის ხელმომწერთა სიის ბლანკების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვონ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს, წინააღმდეგ შემთხვევაში პეტიციას არ გააჩნია იურიდიული ძალა და იგი არ ექვემდებარება შემდგომ განხილვას.“. 28. ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5%-ის მიერ წარმოდგენილ პეტიციას საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს და 3 სამუშაო დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების კანონით დადგენილ რაოდენობის ნამდვილობას. ხმების გაბათილების შემთხვევაში, გაბათილებული ნაწილი უბრუნდება პეტიციის ინიციატორს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. პეტიციის ინიციატორთა მიერ წარმოდგენილ პეტიციის ხელმომწერთა სიის შესწორებულ ნაწილს, დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი. თუ შემოწმებული ხელმოწერები კვლავ გაბათილდა, სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის ინიციატორს უარი ეთქმება ინიცირებაზე.“. 29. პეტიციის ხელმომწერთა სიის ბლანკში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი); გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები); დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა სიის შედგენის ვადას; ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ვ) ხელმომწერი არ არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის მიხედვით).“. 45. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1011 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის შესრულებისას იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს მისი პოზიცია მისი სახელისა და გვარის საჯაროობის თაობაზე. თუ ამომრჩეველი არ არის თანახმა, მისი სახელი და გვარი გახდეს საჯარო, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას. ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებლებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის.“. 46. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამ თვეში ერთხელ მაინც საკრებულო სხდომათა დარბაზში ატარებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მოსმენას (საკრებულოს „ღია კარის სხდომას"). 47. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 104-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს განცხადებას და განცხადების შემომტან პირს (პირებს) გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ხელმომწერთა სიის ბლანკებს, რომლის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს საკრებულო. 4. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორები ვალდებულია ხელმომწერთა სიის ბლანკები გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არა ნაკლებ 3%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს, წინააღმდეგ შემთხვევაში რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდება.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები