„სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში კვარტალური ანგარიშგების/ინფორმაციის/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშების წარმოდგენის დროებითი და განსხვავებული წესის დადგენის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 აპრილის №63/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 96/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016475
96/04
28/04/2020
ვებგვერდი, 29/04/2020
220010040.18.011.016475
„სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში კვარტალური ანგარიშგების/ინფორმაციის/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშების წარმოდგენის დროებითი და განსხვავებული წესის დადგენის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 აპრილის №63/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №96/04

2020 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში კვარტალური ანგარიშგების/ინფორმაციის/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშების წარმოდგენის დროებითი და განსხვავებული წესის დადგენის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 აპრილის №63/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში კვარტალური ანგარიშგების/ინფორმაციის/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშების წარმოდგენის დროებითი და განსხვავებული წესის დადგენის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 აპრილის №63/04 ბრძანების  (www.matsne.gov.ge; 03/04/2020; ს/კ: 220010040.18.011.016450) პირველი - მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით გათვალისწინებული კვარტალური ანგარიშგება/ინფორმაცია (პირველი კვარტლის) სესხის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს 2020 წლის 31 მაისამდე.

მუხლი 2

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგება (პირველი კვარტლის) ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა წარმოადგინოს 2020 წლის 31 მაისამდე.

მუხლი 3

„საკრედიტო კავშირებისათვის სესხის გაცემის პირობებისა და რისკის დონეების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 5 აგვისტოს №163 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგება/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშება (პირველი კვარტლის) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებამ – საკრედიტო კავშირმა წარმოადგინოს 2020 წლის 31 მაისამდე.

მუხლი 4

საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა (გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა, რომლებიც მომსახურებას აწარმოებენ თვითმომსახურების კიოსკების საშუალებით) „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგებები, მათ შორის, მარტის და აპრილის თვის (ყოველთვიური) და პირველი კვარტლის (ყოველკვარტალური) ანგარიშგების ფორმები საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოადგინონ 2020 წლის 5 ივნისამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე