“საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესის“ დამტკიცების შესახებ

“საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.22.024.016637
1-1/179
28/04/2020
ვებგვერდი, 28/04/2020
120160030.22.024.016637
“საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
“საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესის“ დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება  №1-1/179–№01-44/ნ–№99–№2/ნ

2020 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესის“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის  (COVID-19)  გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების,  მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესი“ (შემდგომში – წესი).

 

მუხლი 2
ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად დაევალოთ:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო), საკუთარი სახსრებით, იზოლაციის მიზნით ტირპარკიდან შესაბამის სასტუმროში მძღოლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მძღოლებზე გადასაცემი პირბადეების  შეძენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემა;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში სსიპ – შემოსავლების სამსახური) უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული, მის კომპეტენციის ფარგლებში არსებული ღონისძიებების დაფინანსება საკუთარი ასიგნებებიდან;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას (შემდგომში სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) იზოლაციის მიზნით ტირპარკიდან შესაბამის სასტუმროში გადაყვანილი მძღოლის სასტუმროს ხარჯების დაფინანსება, მძღოლების საკარანტინე სივრცეში ტრანსპორტირების, განთავსების და ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული, მის კომპეტენციის ფარგლებში არსებული სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა და დაფინანსება საკუთარი ასიგნებებიდან;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, უზრუნველყოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, კოსტავას ქუჩის 1700-მეტრიან მონაკვეთზე, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის  მიმდინარე შეკეთების სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების განხორციელება.

 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 18 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის გათვალისწინებით.

 

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების,  მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები და გამოყენების სფერო.

1. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, იზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში ჩართული, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, იზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა და შესაბამის სასტუმროში) და სხვა საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების წესს და ასევე ამ წესის აღსრულებისათვის შესაბამისი უწყებების ფუნქციებს.

2.  ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზე.

მუხლი 2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გასატარებელი ღონისძიებები.

1. მებაჟე-ოფიცერი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლს (შემდგომ – მძღოლი) განუმარტავს, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გადაადგილებისა და სავალდებულო კარანტინისთვის/თვითიზოლაციისათვის/თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევისათვის დადგენილ წესებს, პირობებსა და ვადებს, რის შემდგომაც მძღოლი:

ა) უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში (მის მიერ მითითებულ მისამართზე), თუ მას ქვეყნის დატოვება უწევს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან არაუმეტეს 14 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის  შეუძლებლობის შემთხვევაში,  მისივე თანხმობით, განთავსდება იზოლაციის მიზნით მოწყობილ სპეციალურ სივრცეში,რომელიც შეიძლება იყოს ტირპარკი ან ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სასტუმრო (შემდგომში – ტირპარკი ან შესაბამისი სასტუმრო), თუ მას ქვეყნის დატოვება უწევს საქართველოს ტერიტორიაზე  შემოსვლიდან არაუმეტეს 14 კალენდარული დღის ვადაში;

გ) ექვემდებარება 14 დღის განმავლობაში იზოლაციას (კარანტინს ან თვითიზოლაციას), თუ მას არ უწევს ქვეყნის დატოვება მომდევნო 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მებაჟე-ოფიცერი ხელს აწერინებს მძღოლს „იზოლაციას დაქვემდებარებული პირის ინფორმირების ფორმა“-ზე (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-31/ნ ბრძანებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ დანართი №1) (შემდგომში – ინფორმირების ფორმა). მებაჟე-ოფიცერს სასაზღვრო მიგრაციის მართვის და მოხსენების სისტემის შესაბამის გრაფაში შეაქვს შემდეგი სახის ინფორმაცია – „დასტური თვითიზოლაციაზე“ (თვითიზოლაციისათვის განკუთვნილი ადგილის მისამართი, ტელ. ნომერი). მძღოლი საბაჟო პროცედურების დასრულებისთანავე ვალდებულია გადავიდეს თვითიზოლაციაში მის მიერ მითითებულ მისამართზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევაში მებაჟე-ოფიცერი ხელს აწერინებს მძღოლს ინფორმირების ფორმაზე და სასაზღვრო მიგრაციის მართვის და მოხსენების სისტემის შესაბამის გრაფაში შეაქვს შემდეგი სახის ინფორმაცია – „უარი თვითიზოლაციაზე“ (მისამართი, ტელ. ნომერი, ტირპარკის ადგილი). მძღოლი საბაჟო პროცედურების დასრულებისთანავე ვალდებულია გადავიდეს იზოლაციაში მისთვის განსაზღვრულ ტირპარკში. ამასთან, მძღოლის სურვილის არსებობის შემთხვევაში, შემდგომი საერთაშორისო სატვირთვო გადაზიდვის განხორციელებამდე, შესაძლოა ის ტირპარკიდან გადაყვანილ იქნეს შესაბამის სასტუმროში იზოლაციის მიზნით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  მებაჟე-ოფიცერი ხელს აწერინებს მძღოლს ინფორმირების ფორმაზე და სასაზღვრო მიგრაციის მართვის და მოხსენების სისტემის შესაბამის გრაფაში შეაქვს შემდეგი სახის ინფორმაცია – „გაივლის 14-დღიან კარანტინს.“ ან „გაივლის 14-დღიან თვითიზოლაციას.“. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი, ექვემდებარება კარანტინს, საბაჟო პროცედურების დასრულებისთანავე ვალდებულია, სატვირთო ავტომობილი დატოვოს მისი დამსაქმებელი/დამქირავებელი კომპანიის ავტოსადგომზე ან ფოთის/რუსთავის ტირპარკში და 14 კალენდარული დღე დაჰყოს საკარანტინე ზონაში.

5.  საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, მებაჟე-ოფიცერი მძღოლს გადასცემს პირბადეს, რათა მძღოლმა საზოგადოებასთან კონტაქტის დროს დაიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია.

6. სსიპ – შემოსავლების სამსახური ვალდებულია:

ა) სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერაციული შტაბის (შემდგომში –ოპერაციული შტაბი) საკონტაქტო პირს, დილით და საღამოს  (დღეში ორჯერ)  ელექტრონული ფოსტის (e-mail) მეშვეობით,  მიაწოდოს მძღოლების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის/გადმოკვეთის თარიღი; საბაჟო ორგანოს დასახელება; პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; ინფორმაცია თვითიზოლაციის დასტურის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში დამატებით აისახება თვითიზოლაციისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საკონტაქტო ნომერი); ინფორმაცია თვითიზოლაციის შესაძლებლობის არქონის შესახებ (ასეთ შემთხვევაში დამატებით აისახება პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი,  საკონტაქტო ნომერი და შესაბამისი ტირპარკი/საკარანტინო ზონა);

ბ) სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და ოპერაციულ შტაბს დილის და საღამოს საათებში (დღეში ორჯერ) მიაწოდოს ინფორმაცია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შესულ და აღნიშნული ზონიდან გამოსული მძღოლების/სატრანსპორტო საშუალების შესახებ.

მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან თვითიზოლაციამდე ან ტირპარკში განთავსებამდე პერიოდში გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას მძღოლი ვალდებულია:

ა) ყველა დაშვებულ ქმედებასთან (დატვირთვა/გადმოტვირთვა, საბაჟო საწყობი, ბენზინგასამართი სადგური, ავტოტექმომსახურება, ტირპარკის ზონაში გაჩერება (სადაც სატრანზიტო ავტომანქანების მძღოლებს აქვთ გაჩერების უფლება: ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ურბნისი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი სიქთარვა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ტინისხიდი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი არგვეთა), ტექდათვალიერება) დაკავშირებული გადაადგილება განახორციელოს მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა პირთან კონტაქტისას გამოიყენოს შესაბამისი ეკიპირება (პირბადე);

ბ) საქართველოში შემოსვლიდან დანიშნულების ადგილას მისვლამდე, სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ ადგილებზე დროებით გაჩერების თაობაზე ინფორმაცია, სატელეფონო კომუნიკაციის გზით მიაწოდოს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. გადაუდებელი და ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, მძღოლს უფლება აქვს დროებით გაჩერდეს დასაშვები ადგილისგან განცალკევებულ ადგილას, თუ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეატყობინებს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს;

გ) დანიშნულების ადგილზე გამოცხადებისა და ტვირთის ჩამოცლის თაობაზე ინფორმაცია, სატელეფონო კომუნიკაციის გზით მიაწოდოს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.

2. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოს თვითიზოლაციაში/ტირპარკში გადამსვლელი მძღოლების, მათი თვითიზოლაციის/ტირპარკის ადგილზე მისვლის სავარაუდო დროსთან დაკავშირებული მონაცემების და დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მძღოლის დროებით გაჩერების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციას და 24-საათიანი ინტერვალით ოპერაციული შტაბისთვის მიწოდებას/გაგზავნას.

მუხლი 4. თვითიზოლაცია და ტირპარკში განთავსება

1. თვითიზოლაციის/ტირპარკის ადგილზე მისვლისთანავე მძღოლმა უნდა დარეკოს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში და მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რომელ საათზე გამოცხადდა თვითიზოლაციის/ტირპარკის ადგილას.

2. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, მისი სისტემატიზაციის შემდეგ, 24 საათში ერთხელ უგზავნის ოპერაციულ შტაბს, რომელიც მძღოლების მონაცემებს შერჩევითი პრინციპით, მძღოლის თვითიზოლაციის/ტირპარკის ადგილას სათანადო დროს გამოცხადების შემოწმების მიზნით, აგზავნის ოპერაციული შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ადგილობრივ ოპერაციულ შტაბში, ხოლო თბილისის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში (შემდგომში სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“) .

3. მძღოლი თავად უზრუნველყოფს თვითიზოლაციის/ტირპარკის ადგილამდე გადაადგილებას. მას შეუძლია გადაადგილდეს სატვირთო ავტომობილით ან სატვირთო სატრანსპორტო საშუალება დატოვოს დამსაქმებელი/დამქირავებელი კომპანიის მიერ მოწყობილ ავტოსადგომზე და სხვაგვარად მივიდეს თვითიზოლაციის/ტირპარკის ადგილამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრულყოფილად დაცვის გზით.

4. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო აღრიცხავს მძღოლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, თვითიზოლაციის/ტირპარკის ადგილას გამოცხადების დროსთან დაკავშირებით, რასაც ადარებს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გადმოგზავნილ მონაცემებს. აღნიშნული ინფორმაცია, სისტემატიზაციისა და დამუშავების შემდეგ, 24 საათში ერთხელ ეგზავნება ოპერაციულ შტაბს.

მუხლი 5.  იზოლაციის პერიოდი

1. მძღოლმა ტვირთის ჩაბარებისა და საბაჟო პროცედურების დასრულებიდან ახალი საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის შეკვეთის მიღებამდე პერიოდი უნდა გაატაროს თვითიზოლაციაში, ტირპარკში ან შესაბამის სასტუმროში.

2. თვითიზოლაციაში, ტირპარკში და შესაბამის სასტუმროში მყოფი მძღოლების კონტროლს თბილისის მასშტაბით განახორციელებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ხოლო რეგიონებში – ოპერაციული შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ადგილობრივი ოპერაციული შტაბები.

3. შესაბამისი ადგილობრივი ოპერაციული შტაბი ადგილზე იღებს გადაწყვეტილებას, შტაბის შემადგენლობიდან რომელი უწყებების წარმომადგენლებს დაეკისრებათ თვითიზოლაციაში, ტირპარკში და შესაბამის სასტუმროში მყოფი პირის გაკონტროლების ვალდებულება.

4. იმ შემთხვევაში თუ მძღოლმა თვითიზოლაციის, ტირპარკის ან შესაბამისი სასტუმროს ტერიტორია დატოვა სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეუთანხმებლად, ან  მის მიერ დაირღვა აღნიშნულ სივრცეებში იზოლაციის წესები, ან სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ განოვრულ ვადაში არ გამოცხადდა თვითიზოლაციის მისამართზე ან ტირპარკის ტერიტორიაზე, შესაბამისი ადგილობრივი ოპერაციული შტაბი/სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აწვდის ოპერაციულ შტაბს. ამ შემთხვევაში მძღოლი გადაყვანილ იქნება შესაბამის სავალდებულო საკარანტინე ზონაში სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ

მუხლი 6. იზოლაციის სივრცის დატოვება

1. მძღოლს უფლება აქვს დატოვოს თვითიზოლაციის, ტირპარკის ან შესაბამისი სასტუმროს სივრცე:

ა) საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის გასვლის შემდეგ;

ბ) შემდეგი საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის განხორციელების მიზნით;

გ) სხვა ობიექტური და გადაუდებელი გარემოების არსებობისას, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის შეტყობინების გაგზავნისა და თვითიზოლაციის/ტირპარკის/შესაბამისი სასტუმროს სივრცის დატოვების შესახებ სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან თანხმობის მიღების შემთხვევაში.

2. საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვაზე შეკვეთის მიღების შემთხვევაში, მძღოლი თვითიზოლაციის/ტირპარკის/შესაბამისი სასტუმროს სივრცის დატოვებამდე უკავშირდება სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ოპერატორს, რომელიც ინიშნავს გადაადგილებისთვის საჭირო გონივრულ დროს მასთან შეთანხმებით.

3. ყველა კომპანია, რომლის დასაქმებული მძღოლი ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს, ვალდებულია სსიპ –სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ელექტრონული ფოსტის (e-mail) მეშვეობით (info@Lta.gov.ge)  მიაწოდოს ინფორმაცია, მძღოლის მიერ საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის შეკვეთის შესახებ.

4. თვითიზოლაციის/ტირპარკის/შესაბამისი სასტუმროს სივრცის ვადაზე ადრე დატოვების შემთხვევაში, მძღოლთა მონაცემებს, სატელეფონო ზარის განხორციელებით აღრიცხავს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რის შედარებასაც ახდენს საბაჟო სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ მოცემულ მონაცემებთან.

5. საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვაზე შეკვეთის მიღებისა და შესაბამისად თვითიზოლაციის/ტირპარკის/შესაბამისი სასტუმროს სივრცის დატოვების შემდეგ, საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის მიზნით მძღოლის ქმედება არ ჩაითვლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევად. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გადამოწმდეს მძღოლის მონაცემები სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.

6. თვითიზოლაციასთან ან ტირპარკში/შესაბამის სასტუმროში იზოლაციასთან დაკავშირებული, შეგროვება/სისტემატიზაციას დაქვემდებარებული ინფორმაცია  ოპერაციულ შტაბს მიეწოდება 24 საათიანი ინტერვალით,  ხოლო ინფორმაცია, რომელიც არ საჭიროებს დამუშავებას – დაუყოვნებლივ.

7. თვითიზოლაციის და ტირპარკში/შესაბამის სასტუმროში იზოლაციის წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 7. ტირპარკში გადაყვანა

1. ტირპარკებზე შესული მძღოლი უნდა შემოწმდეს ცხელებაზე, ამასთან უფლებამოსილი პირის მიერ უნდა შეივსოს სამედიცინო კითხვარი ქრონიკული დაავადებების ან/და სხვა სიმპტომების აღრიცხვის მიზნით.

2. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

3. ტირპარკებზე გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს შსს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

4. ტირპარკებზე შემსვლელ ყველა მძღოლს  (მძღოლის და მანქანის მონაცემები, შემოსვლის დრო, ქვეყანა საიდანაც შემოვიდა) აღრიცხავს უფლებამოსილი პირი და აღნიშნული ინფორმაცია აისახება Google Drive-ის დოკუმენტში, რომელზეც წვდომა ექნება სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცენტრალურ ოფისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ოპერაციულ შტაბს.

5. ტირპარკებზე არსებული ვითარების ზედამხედველობას, 24-საათიან რეჟიმში, ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიებისა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები. 

6. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცენტრალურმა ოფისმა 24-საათიანი ინტერვალით უზრუნველყოს ტირპარკებზე შესული პირების და საბაჟო სამსახურის მიერ აღრიცხული მძღოლების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და აღნიშნულის შესახებ ანგარიშის ოპერაციული შტაბისთვის მიწოდება. 

7. იმ შემთხვევაში თუ ტირპარკზე განსათავსებელი მძღოლი, ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის გასვლის შემდეგ არ გამოცხადდება განთავსების ადგილზე, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უკავშირდება მძღოლს, ადგენს მის ადგილსამყოფელს და შემდგომი რეაგირებისათვის აცნობებს ოპერაციულ შტაბს.

8. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 8. მძღოლის ტირპარკიდან სასტუმროში გადაყვანა

1. მძღოლს უფლება აქვს, შემდგომი საერთაშორისო სატვირთვო გადაზიდვის განხორციელებამდე, ტირპარკიდან გადავიდეს შესაბამის სასტუმროში იზოლაციის მიზნით.

2. მძღოლი ვალდებულია ტირპარკიდან სასტუმროში გადასვლის სურვილის შესახებ აცნობოს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.  

3. ტირპარკიდან სასტუმრომდე მძღოლის ტრანსპორტირება განხორციელდება ტირპარკის ტერიტორიიდან, ყოველი დღე, 13:00 საათზე.

4. მძღოლს უფლება აქვს დატოვოს სასტუმროს ტერიტორია შემდგომი საერთაშორისო სატვირთვო გადაზიდვის მიზნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული შესახებ 12 საათით ადრე შეატყობინებს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო შესაბამის შეტყობინებას უგზავნის შსს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და უზრუნველყოფს მძღოლის ტირპარკამდე ტრანსპორტირებას.

მუხლი 9. სამედიცინო პერსონალი ტირპარკებზე

1. ტირპარკებზე არსებული ვითარების კონტროლს (დღეში ორჯერ) განახორციელებს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ექიმი. დამატებითი საჭიროების შემთხვევაში ექიმი შესაძლებელია გამოძახებულ იქნეს ტირპარკების უფლებამოსილი პირების მიერ.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადგილზე ეპიდემიოლოგის მიყვანას.

მუხლი 10. საკარანტინო ზონაში განთავსება

1. თუ ქვეყანაში შემოსული მძღოლი 14 დღეზე მეტი ვადით არ გეგმავს ქვეყნიდან გასვლას, ექვემდებარება საკარანტინო ზონაში განთავსებას.

2. საკარანტინო ზონაში გადაყვანის მიზნით, მძღოლმა ქვეყანაში შემოსვლიდან გონივრულ ვადაში უნდა დაასრულოს გადაუდებელი საქმიანობა და გამოცხადდეს განთავსების ადგილზე (რუსთავის/ფოთის ტირპარკი), საიდანაც  24 საათში ერთხელ ყოველი დღის 13:00 საათზე, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელდება მძღოლების საკარანტინო ზონაში გადაყვანა.

3. მძღოლს შეუძლია ავტომობილი დატოვოს ტირპარკში ან დამქირავებელი კომპანიის მიერ გამოყოფილ ავტოსადგომზე, ზემოხსენებულ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია 13:00 საათამდე გამოცხადდეს ტირპარკში.

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილი