„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021978
266
24/04/2020
ვებგვერდი, 24/04/2020
120160030.10.003.021978
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №266

2020 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:      

მუხლი 71. ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელება

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესებისა, დასაშვებია, ასევე სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების გავლით საქონლის შემოტანა განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე და შემდეგი პირობების დაცვით:

ა)  ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა განხორციელდეს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გარეშე, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე;

ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა განხორციელდეს ვეტერინარული სერტიფიკატის ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის, ან ანალიზის დოკუმენტის, ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვის გარეშე, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.

2. საგანგებო მდგომარეობის ვადის განმავლობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის შესახებ ინფორმაცია    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მიეწოდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია