„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 აპრილის №518 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 აპრილის №518 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.22.027.017020
525
29/04/2020
ვებგვერდი, 29/04/2020
120160030.22.027.017020
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 აპრილის №518 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №525

2020 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 აპრილის №518 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 აპრილის №518 ბრძანებით  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.04.2020, სარეგისტრაციო კოდი: 120160030.22.027.017013) დამტკიცებული წესის პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა)  „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“-„კ“ ქვეპუნქტები:

„ზ)  დაბადების/გარდაცვალების რეგისტრაცია;

თ) დაბადების/გარდაცვალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;

კ) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტების უცხო ენაზე თარგმნა.“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დაბადებისა და გარდაცვალების პირველადი მოწმობის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემა;“;

ა.გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ლ“-„ჰ7“ ქვეპუნქტები:

„ლ) პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება;

მ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

ნ) სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების), ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის კანონიერად აღიარების) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა;

ო) დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება;

პ) დაბადებისა და გარდაცვალების პირველადი მოწმობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია;

ჟ) დაბადებისა და გარდაცვალების პირველადი მოწმობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობის ლეგალიზაციისთვის ან აპოსტილით დასამოწმებლად თარგმნა;

რ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;

ს) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა (სულადობის ცნობა);

ტ) საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;

უ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ფ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, დროებითი უფლების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება;

ქ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;

ღ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა;

ყ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭება;

შ) საქართველოდან ემიგრაციის ნებართვის გაცემა;

ჩ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემა;

ც) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა;

ძ) სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა;

წ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა;

ხ) შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა;

ჯ) საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება;

ჰ) ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა;

1) საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის გაცემა;

2) საქართველოს მთავრობის წევრის წერილობით ინიციატივის წარდგენის საფუძველზე, სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემა;

3) მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა;

4) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა;

5) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაცია და პირადი ნომრის მინიჭება;

6) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა  რეგისტრაცია:

6.ა) როდესაც აღნიშნული საჭიროა პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისთვის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის;

6.ბ) როდესაც პირი ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას და არ აქვს აქტიური რეგისტრაცია;

6.გ) სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად საგამონაკლისო შემთხვევებში;

7) ქორწინების რეგისტრაცია (სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე) საგამონაკლისო შემთხვევებში და პირველადი მოწმობის გაცემა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონულად მიიღოს განცხადებები ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „თ“ და „ლ”-„ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მომსახურებაზე, როდესაც ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისას ან ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტების უცხო ენაზე თარგმნისას პირმა შესაბამისი დოკუმენტები სააგენტოში უნდა გააგზავნოს მატერიალური ფორმით, ფოსტის მეშვეობით.“;

დ) 2პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონულად მიიღოს განცხადებები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ქ“-„ჰ5“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მომსახურებებზე, როდესაც ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე განცხადების წარდგენის საფუძველზე, გაიწევა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“, „ვ“, „ჰ6“ და ჰ7 ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება. ამ მომსახურების მისაღებად აუცილებელია დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით (ცხელი ხაზის (032) 2401010 საშუალებით) ვიზიტის შეთანხმება და რიგის დაჯავშნა.“;

ვ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევა ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმით შეტყობინების მიღებისას, ასევე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე  ფიზიკური პირის მიერ  განცხადების ან სასამართლო გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“.

 

მუხლი 2
2020 წლის 10 აპრილიდან 2020 წლის 13 აპრილამდე პერიოდში ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 აპრილის №518 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მომსახურებაზე.

 

მუხლი 3
1.  ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის „ა.ბ“, „ა.გ“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 10 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 13 აპრილიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი