„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016081
3
23/04/2020
ვებგვერდი, 24/04/2020
320110000.17.010.016081
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2020 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით (სსმ, 24.02.2012) დამტკიცებულ „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მოკლე ნომრებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობლობის უფლება გაიცემა შემდეგი არასატელეკომუნიკაციო მომსახურებების მისაწოდებლად: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურებისთვის (1334X), საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი ტექნიკური დახმარებისთვის (131XX) ტაქსის გამოძახებისთვის (132XX)“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს – ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი (NSPC)  – უვადოდ.“.

2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მოთხოვნა;“.

3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების მიზნით დაინტერესებულმა პირმა, გარდა ამ წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, კომისიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) იურიდიული პირისათვის – წესდების ასლი და იურიდიული პირის საქმიანობის ძირითადი მიმართულების აღწერა (მისია);

ბ) საზოგადოებრივი მომსახურების იმ სფეროში საქმიანობის განხორციელების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია,  რომელ სფეროშიც ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭებას ითხოვს;

გ) დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ.“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრიელისო ასანიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური