საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/04/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016455
10
23/04/2020
ვებგვერდი, 23/04/2020
010250050.35.169.016455
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2020 წლის 23 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის  1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები)  სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებელის      გადახდისგან.  
მუხლი 2
ფიზიკური პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი  აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 3
1. ფიზიკურ პირებს  უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე.

2. ფიზიკურმა პირებმა, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრის“  ადმინისტრაციას.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი