„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 67/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016451
67/04
13/04/2020
ვებგვერდი, 16/04/2020
220010020.18.011.016451
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №67/04

2020 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 28/09/2018; ს/კ: 220010020.18.011.016344) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-9 მუხლის  მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სგს-მა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კონსოლიდირებული (სათავოსა და ფილიალების ნაერთი) კვარტალური ანგარიშგება (დანართი №4), საქართველოს ეროვნულ ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.NBFI.nbg.ge კვარტალის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში.

21. სგს-მა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კვარტალური ინფორმაცია გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ (დანართი №5), საანგარიშგებო კვარტალის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში. ანგარიშგების ელექტრონულად წარდგენა უნდა განხორციელდეს NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.NBFI.nbg.ge.“.

2. №4 და №5 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
სესხის გამცემი სუბიექტზე ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება 2020 წლის ივნისის თვის საანგარიშგებო პერიოდიდან.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე