„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017313
94
10/04/2020
ვებგვერდი, 13/04/2020
230210000.22.033.017313
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №94

2020 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11) მე-8 მუხლის:

1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 139-ე მუხლის მე-4  ნაწილით განსაზღვრულ 10-წლიან ვადას, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში არ მოქმედებს დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის საერთო ვადის საქართველოს საბაჟო კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 10-წლიანი შეზღუდვა, თუ აღნიშნული საქონელი გამოიყენება:

ა) ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის განსახორციელებლად;

ბ) მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად;

გ) მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განსახორციელებლად;

დ) სასწავლო-სამეცნიერო მიზნით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი