დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 10/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.148.016608 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მერის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ფაქტს.“ გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული და შესყიდვები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების, შესყიდვების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლების ასისტენტების და იურიდიული საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ სფეროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელება.“ ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და შრომის უსაფრთხოების დაცვის განყოფილება.“ ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ი) ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება.“ |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების 1-ლი მუხლის „დ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების 1-ლი მუხლის „დ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 17 აპრილს. |
|
დოკუმენტის კომენტარები