ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.22.027.017013
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
518
09/04/2020
ვებგვერდი, 09/04/2020
120160030.22.027.017013
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (09/04/2020 - 29/04/2020)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №518

2020 წლის 9 აპრილი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სსიპ –  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-11 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირების წესი“.
2. სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განცხადების წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე წარდგენის საფუძველზე, 2020 წლის 13 აპრილამდე გასცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემული იყო პირადობის ელექტრონული მოწმობა და ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის/მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.
3. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, მოქმედებს ბრძანების გამოქვეყნებიდან „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მოქმედების ვადით.
4. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 13 აპრილიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი




ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესი

 

მუხლი 1. სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ელექტრონულად გასაწევი მომსახურება და მომსახურების მიწოდების პირობები

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილია, უზრუნველყოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული, მხოლოდ ამ პუნქტში მითითებული შემდეგი მომსახურების გაწევა:

ა) პირზე პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობის პირველად გაცემა;

ბ) პირზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის პირველად გაცემა, რომელიც ასევე შესაძლებელია განხორციელდეს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ელექტრონული მატარებლის გარეშე) გაცემა;

დ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემა, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება;

ე) პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია ელექტრონული მოწმობა და ახალი პირადობის მოწმობის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის/მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.

ვ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის გარეშე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის განმეორებით გაცემასთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მომსახურებაზე სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონულად მიიღოს განცხადებები, როდესაც ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

3. წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე განცხადების წარდგენის საფუძველზე, გაიწევა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება. ამ მომსახურების მისაღებად აუცილებელია დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით (ცხელი ხაზის (032) 2401010 საშუალებით) ვიზიტის შეთანხმება და რიგის დაჯავშნა.

4. სააგენტო, დაინტერესებული პირის მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციის (ცხელი ხაზის (032) 2401010 საშუალებით) საფუძველზე, უფლებამოსილია, განცხადების წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე მომსახურება (ადგილზე მომსახურება). ადგილზე მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიღებისას, შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ განმცხადებელი 70 წლის და მეტი ასაკის პირია;

ბ) სააგენტოს თავმჯდომარეს მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადგილზე მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს. ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახის წევრები, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001-ს;

ბ) პირები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა;

გ) 70 წლის და მეტი ასაკის პირები.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევა ხორციელდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N508 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას არ მოქმედებს ამავე წესის დებულებები განცხადების წარდგენის დღეს შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ.

7. ამ მუხლის დადგენილი მომსახურების შედეგად დამზადებული დოკუმენტები განმცხადებელს ეგზავნება ფოსტის მეშვეობით, რა დროსაც შესაბამისი მომსახურების ღირებულებას ემატება საფოსტო მომსახურების საფასური 5 ლარის ოდენობით. მომსახურებისთვის დადგენილი ვადების გამოთვლის მიზნებისათვის, დამზადებული დოკუმენტის ფოსტისთვის გადაცემა უთანაბრდება განმცხადებლისთვის მის გადაცემას.

8. იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან კარანტინში, სააგენტო უფლებამოსილია არ გაუწიოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურება. თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფი პირებისთვის მომსახურების გაწევის სასიცოცხლო ინტერესის არსებობის შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონე მომსახურების მისაწოდებლად.

მუხლი 2. დამატებით გასატარებელი ღონისძიებები

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე განცხადების წარდგენის მისამართები განისაზღვროს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ტარდება ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე ან, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, ზეპირი მოსმენით, რომელიც გაიმართება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

3. ფუნქციონირებას წყვეტენ სააგენტო და მისი ტერიტორიული სამსახურები  განცხადებების მატერიალურად მიღების ნაწილში.

4. ამ ბრძანების ამოქმედების დროისთვის სააგენტოს მიერ უკვე დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობები, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტები და სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები, განმცხადებლების მიერ სააგენტოსთვის სატელეფონო კომუნიკაციის (ცხელი ხაზის (032) 2401010 საშუალებით)  მეშვეობით მითითებულ მისამართზე ეგზავნებათ ფოსტით. ამ პუნქტით განსაზღვრული საფოსტო მომსახურების საფასურის – 5 ლარის – ანაზღაურების ვალდებულება განმცხადებლებს ეკისრებათ.