დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმების დამტკიცების თაობაზე

დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/04/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016490
14
07/04/2020
ვებგვერდი, 08/04/2020
010250050.35.137.016490
დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმების დამტკიცების თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2020 წლის 7 აპრილი

დაბა ადიგენი

 

დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის- გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16  მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის და 141-ე მუხლის მე-12 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 იანვრის № 260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1

დამტკიცდეს:

ა) დაბა აბასთუმნის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია – ტექსტური ნაწილი (დანართი №1);

ბ) დაბა აბასთუმნის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად   (დანართი №2);

გ) დაბა აბასთუმნის განაშენიანების გეგმები თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №3);

დ) დაბა აბასთუმნის განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების პირობები (დანართი №4);

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი