სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 06/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2020
ძალაში შესვლის თარიღი 06/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.22.024.016633
1-1/162
06/04/2020
ვებგვერდი, 06/04/2020
120160030.22.024.016633
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №1-1/162 – №01-38/ნ

2020 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19)  გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ 111 და მე-14 მუხლების შესაბამისად,  ვბრძანებთ:

მუხლი 1
1. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილებზე კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, შეზღუდვების ან/და აკრძალვების შესრულებაზე, კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში, არსებული რესურსის გათვალისწინებით, ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში – შრომის ინსპექცია) ან/და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – ზედამხედველობის სააგენტო).
2. ამ ბრძანებით დადგენილი წესით, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ სამუშაო ადგილებზე სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული კონტროლი ხორციელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის, ასევე სოფლის მეურნეობისა და სურსათის პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული სამშენებლო ობიექტებისა.
მუხლი 2
1. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის (შემდგომში – საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტი), „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის №181 დადგენილება) და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული იმ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების/შეზღუდვების/აკრძალვების აღსრულებაზე, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობის დროს სამუშაო ადგილებზე ან/და სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა/სხვა პირთა ყოფნას, კონტროლის განახორციელებს შრომის ინსპექცია ან/და ზედამხედველობის სააგენტო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შრომის ინსპექცია ან/და ზედამხედველობის სააგენტო ადგენს სამართალდარღვევის შესახებ ოქმს და გამოიყენებენ ამ ბრძანებით განსაზღვრულ პროცედურებს, ხოლო სამართალდარღვევაზე რეაგირების განხორციელებისას:
ა) თუ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან/და მეწარმე სუბიექტის მიმართ კონტროლი ხორციელდება შრომის ინსპექციის ან შრომის ინსპექციის და ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ, გამოიყენება – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის და სააღსრულებო ფურცლის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანება, წინამდებარე ბრძანებით გაკეთებული დათქმების გათვალისწინებით;
ბ) თუ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან/და მეწარმე სუბიექტის მიმართ კონტროლი ხორციელდება ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ – გამოიყენება „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის №1-1/1862 ბრძანება, წინამდებარე ბრძანებით გაკეთებული დათქმების გათვალისწინებით.
3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი ან/და მეწარმე სუბიექტი (ფიზიკური/იურიდიული) საქმიანობისას არღვევს საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განსაზღვრულ წესებს, რომელიც უკავშირდება საგანგებო მდგომარეობის დროს სამუშაო ადგილებზე ან/და სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა/სხვა პირთა ყოფნას/საქმიანობას.
მუხლი 3
1. შრომის ინსპექციისა და ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გეგმური კონტროლი ხორციელდება მაკონტროლებელი ორგანოების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო სამუშაოების განხორციელების უფლებამოსილების მოპოვების (მინიჭების) მიზნით, ობიექტების შეფასება ხორციელდება სამინისტროში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაკეთებული მიმართვის (მათ შორის ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტაზე (info@moh.gov.ge) საფუძველზე, შემდეგი მიმართულებებით:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის, ასევე  სოფლის მეურნეობისა და სურსათის პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  ფარგლებში არსებული სამშენებლო ობიექტებისა), ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან/და მეწარმე სუბიექტებისთვის, საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების საფუძველზე სამუშაოების გაგრძელების უფლებამოსილების მოსაპოვებლად გაკეთებული განაცხადების განხილვის, სამინისტროს რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემოწმების, სათანადო შეფასების კითხვარის შევსებისა და რეკომენდაციების დაკმაყოფილების თაობაზე სათანადო აქტის (შემოწმების აქტი) გაცემის მიზნით;

ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზ, (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის, ასევე სოფლის მეურნეობისა და სურსათის პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  ფარგლებში არსებული სამშენებლო ობიექტებისა), ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან/და მეწარმე სუბიექტების მიერ საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების მოქმედების პერიოდში საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე ობიექტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის, საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებიდან გამომდინარე სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელების კუთხით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების მე-7 მუხლითა და ამავე დადგენილების დანართებით განსაზღვრულ საქმიანობებზე საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტიდან და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებიდან გამომდინარე სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელების კუთხით.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისა, ამ ბრძანებით დადგენილი კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებს. 

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონტროლის განხორციელებისას ჯგუფების დაკომპლექტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო ობიექტების შემოწმების გეგმის შემუშავება ხდება კონტროლის ღონისძიებებში მონაწილე ყველა უწყების უშუალო ჩართულობით. 

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილი ჯგუფების წევრების მიერ კონტროლის განხორციელებისას ობიექტის დათვალიერების დროს ადგილზე ივსება ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული სათანადო კითხვარი.

5. სამუშაოების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ან საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მიმართვის საფუძველზე,  საზედამხედველო ჯგუფები განახორციელებენ ობიექტის მიერ სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმებას, რაზედაც შეავსებენ ამ ბრძანების №1 დანართით გათვალისწინებულ კითხვარს ან/და №2 დანართით გათვალისწინებულ შემოწმების აქტს.  

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შევსებული კითხვარი და შემოწმების აქტი იგზავნება იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლის მომართვის საფუძველზეც განხორციელდა ობიექტის შემოწმება ან საჭიროების შემთხვევაში ოპერაციულ შტაბში.

მუხლი 4
1. ამ ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან/და მეწარმე სუბიექტის საქმიანობის კონტროლს ახორციელებენ შრომის ინსპექციის ან ზედამხედველობის სააგენტოს ან შრომის ინსპექციისა და ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისგან შემდგარი საზედამხედველო ჯგუფები (შემდგომში – ჯგუფი).
2. ზედამხედველობის განხორციელების დროს მოწმდება საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტიდან და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებიდან გამომდინარე სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება ამ ბრძანების მე-3 მუხლით დადგენილი მიმართულებების მიხედვით.
3. კონტროლის განხორციელებამდე, ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელს ან/და მეწარმე სუბიექტს წარუდგინოს სამსახურებრივი მოწმობა და გააცნოს ობიექტზე შესვლის საფუძველი.
4. ამ ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე, კონტროლის ფუნქციის განხორციელებისას ჯგუფის თითოეულ წევრს უფლება აქვს იქონიოს ყველა ის აუცილებელი მოწყობილობა (მათ შორის, ფოტო და ვიდეოკამერა) და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც ესაჭიროება მას საზედამხედველო ფუნქციის სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის.
5. თუ ობიექტის დათვალიერებისას გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა მყისიერი და უშუალო საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჯგუფის თითოეული წევრი უფლებამოსილია განახორციელოს დეკრეტით და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებით განსაზღვრული რეაგირების ზომები, მათ შორის აცნობოს შესაბამის სამსახურებს (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ან/და შსს საპატრულო პოლიცია).
მუხლი 5
1. ზედამხედველობის განხორციელებისას ჯგუფის თითოეულ წევრს უფლება აქვს უშუალოდ ან სხვა უფლებამოსილი პირის მეშვეობით განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) ობიექტზე მოახდინოს საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტიდან და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებიდან გამომდინარე, სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმება როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლების და მესამე/სხვა პირების მიმართ;
ბ) შევიდეს და დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე;
გ) მოითხოვოს და მიიღოს კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;
დ) შეისწავლოს სამინისტროს რეკომენდაციებით დადგენილი ნორმების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა და მოახდინოს მასზე რეაგირება;
ე) თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით შესწავლას, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ოქმის შემდგენელს ან ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილ პირს, უფლება აქვს ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოახდინოს საჯარიმო ოქმის გადაგზავნა  სსიპ  აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაკისრებული ჯარიმის იძულებით აღსრულების მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმართ გამოყენებულ იქნეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის და სააღსრულებო ფურცლის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანებით დადგენილი სააღსრულებო ფურცლის ფორმა და შევსების წესი.
მუხლი 6
1. კონტროლის  განხორციელებისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით შესწავლას, ჯგუფი განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტით განსაზღვრული ოდენობით.
2. თუ ამ ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე კონტროლის განხორციელებისას საზედამხედველო ჯგუფი დაკომპლექტებულია შრომის ინსპექციის ან შრომის ინსპექციისა და ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისგან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება შრომის ინსპექციის თანამშრომლის მიერ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის და სააღსრულებო ფურცლის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის  №01-1/ნ ბრძანებით დადგენილი ფორმითა და წესით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-3 გრაფაში „მოწმე(ები)/ დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)“ გადაიხაზება და ჩაიწერება ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლის თანამდებობა, სახელი და გვარი (თუ ოქმის შედგენას ესწრება სააგენტოს თანამშრომელი);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-5 გრაფაში „დარღვეულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის – გადაიხაზება სიტყვები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ხოლო გრაფაში ჩაიწერება იმ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი(ებ)ს სახელწოდება, მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი და ქვეპუნქტ(ებ)ი, რომლის დარღვევის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქმის შედგენის თაობაზე;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-6 გრაფა „დარღვევის გამოსასწორებლად მიცემული ვადა“ – დარჩება შეუვსებელი და ჩაიწერება სიმბოლო „Z“;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-12 გრაფაში „მოწმე“ – ჩაიწერება ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლის სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერა.
3. თუ ამ ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე კონტროლის განხორციელებისას საზედამხედველო ჯგუფი დაკომპლექტებულია მხოლოდ ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისგან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლის მიერ „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის №1-1/1862 ბრძანებით დადგენილი ფორმითა და წესით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-5 გრაფაში „დაილუქა შემდეგი ნივთები და დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)“ – დარჩება შეუვსებელი და ჩაიწერება სიმბოლო „Z“;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  გრაფა „ოქმის განმხილველი ორგანო“ და „დასახელება“ – გადაიხაზება, ხოლო მის ნაცვლად ჩაიწერება „სახდელის ოდენობა:___________ ლარში“, სადაც გამოტოვებულ ადგილას ჩაიწერება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე ძალაშია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტიდან.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირს ან/და მეწარმე სუბიექტს, რასაც იგი ან მისი უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე პირი რჩება ოქმის შემდგენელთან.
6. ობიექტის ხელმძღვანელის ან მისი უფლებამოსილი პირის მხრიდან ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ოქმზე, ხოლო ოქმი იგზავნება ფოსტის მეშვეობით არაუმეტეს ორჯერ. ოქმის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ოქმი გამოქვეყნდება სამინისტროს/სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.moh.gov.ge ან www.tacsa.gov.ge და გამოქვეყნების მომენტიდან იგი ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.
მუხლი 7
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 6 აპრილიდან.
2. ეს ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე