დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 220 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 280000000.10.003.021932 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (04/04/2020 - 28/04/2020)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3
1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში (თითოეული თვისათვის) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების გადასახადების სუბსიდირება, გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, განხორციელდეს შემდეგნაირად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ბ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კუბურ მეტრ ან ნაკლები მოცულობის ბუნებრივ გაზს, ბუნებრივი გაზის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; გ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან.
|
მუხლი 2 |
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელებიც აკმაყოფილებენ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გადახდილი აქვთ მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე (გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის მარტამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.
|
მუხლი 3 |
1. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში (თითოეული თვისათვის) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის სუბსიდირება, გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას.
2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გადახდილი აქვთ მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე (გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის მარტამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.
|
მუხლი 4 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3
1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კომუნალური გადასახადის სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისა და იმ კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, რომელიც ქ. თბილისში ახორციელებს დასუფთავების მოსაკრებლის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისგან ამოღებას (შემდგომში – იურიდიული პირები), არ წარმოადგენს ხსენებული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის/სასმელი წყლის/წყალარინების/ დასუფთავების საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შესაბამის იურიდიულ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
|
მუხლი 5 |
იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის თანახმად დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშება, სამინისტროსთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნა. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. პასუხისმგებლობა წარმოდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 6 |
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, ეთხოვოს მუნიციპალიტეტებს (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) შესაბამის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიიღონ შესაბამისი ზომები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირების მიზნით, ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
|
მუხლი 7 |
1. ეთხოვოს იურიდიულ პირებს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინონ სამინისტროს ინფორმაცია შესაბამისი ანგარიშსწორებისათვის.
2. დაევალოს სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის: ა) კომპანიის დასახალება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) კომპანიის ანგარიშის ნომერი; გ) გადასარიცხი თანხის ოდენობა.
|
მუხლი 8 |
1. საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უფლებამოსილია, უარი განაცხადოს სუბსიდირებაზე.
2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სუბსიდირებაზე უარის თქმის გამარტივებული პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, შეიმუშაოს სათანადო ელექტრონული პლატფორმა.
|
მუხლი 9 |
1. ამ დადგენილებით განსაზღვრული კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში განახორციელოს პროგრამული კოდის „27 02 06 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარება“ დამატება. 3. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამულ კოდში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ასიგნებების მობილიზება, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერით „მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისათვის“ გათვალისწინებული მე-4 კვარტალის ასიგნებების შემცირების ხარჯზე. 4. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის მომზადებისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ასიგნებების დამატება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რესურსების შესაბამის პროგრამულ კოდში აღდგენის მიზნით.
|
მუხლი 10 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები