დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 214 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120160030.10.003.021926 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების 11 მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში (ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში) დაემატოს შემდეგი მეწარმე სუბიექტი:
2. დადგენილების 12 მუხლით დამტკიცებულ დანართ №2-ში (ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში) დაემატოს შემდეგი საქმიანობა:
3. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭება შეიძლება განხორცილდეს უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის გარეშე.“.
|
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები