„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება“ სასესხო შეთანხმება

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება“ სასესხო შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 25032020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2020
ძალაში შესვლის თარიღი 25/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016606
25032020
29/11/2019
ვებგვერდი, 27/04/2020
480610000.03.030.016606
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება“ სასესხო შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

სასესხო შეთანხმება

(თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება)

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 


 

შეთანხმება დათარიღებულია 2019 წლის 29 ნოემბრით და ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.

პრეამბულა

ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით განსაზღვრულ ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს; 

ვინაიდან მსესხებელი აპირებს პროექტის განხორციელებას დანართში 1 აღწერილის თანახმად, რომელიც მიზნად ისახავს ახალი, დაბალძირიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შეძენას, ქალაქ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურების გაზრდის მიზნით; 

ვინაიდან პროექტი განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში რეგისტრირებული და მოქმედი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში „მერია“) სრულ მფლობელობაში არსებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ („პროექტის ორგანიზაცია“) მიერ, მსესხებლისა და მერიის დახმარებით, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაში (შემდგომში „პროექტის განხორციელების ხელშეკრულება“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც ამ შეთანხმებაში მითითებულ თარიღში გაფორმდება ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის;

ვინაიდან მერია დახმარებას უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების პროცესში პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებაში (შემდგომში „პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც ამ შეთანხმებაში მითითებულ თარიღში გაფორმდება ბანკსა და მერიას შორის;

ვინაიდან მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისთვის;

ვინაიდან ბანკი თანახმაა, ზემოაღნიშნულის საფუძველზე სესხი გამოუყოს მსესხებელს 80,000,000 ევროს ოდენობით, წინამდებარე შეთანხმებაში, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებასა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების საფუძველზე (პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება და პროექტის განხორციელების ხელშეკრულება ორივე წარმოადგენს „პროექტის ხელშეკრულებას“, როგორც ეს განსაზღვრულია „სტანდარტულ ვადებსა და პირობებში“).

შესაბამისად მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი I  სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები

ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება

ბანკის 2018 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებული „სტანდარტული ვადებისა და პირობების“ ყველა დებულება აქვე არის გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ ამ შეთანხმებაში იქნებოდა განსაზღვრული, თუმცა ექვემდებარება შემდეგ სახეცვლილებებს (ხსენებული მეთოდით სახეცვლილი დათქმები შემდეგში მოიხსენიება როგორც „სტანდარტული ვადები და პირობები“):

 (ა) „სტანდარტული ვადებისა და პირობებისათვის“ როგორც „პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება“, ასევე „პროექტის განხორციელების ხელშეკრულება“ მიიჩნევა საპროექტო ხელშეკრულებებად.

ნაწილი 1.02. განმარტებები

 წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულისა და განრიგების ჩათვლით) გამოყენებული ტერმინი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარად მიეთითება ან კონტექსტი განსხვავებულ განმარტებას მოითხოვს, პრეამბულაში განსაზღვრული ტერმინები მითითებულის თანახმად განიმარტება, სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ მათთვის იქვე მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები და შემდეგ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:

„მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგებელი“ გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან მის მიერ წერილობით დამტკიცებულ პირს.

 „სააღსრულებო პოლიტიკა და პროცედურები“ გულისხმობს ბანკის 2017 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებულ „სააღსრულებო პოლიტიკასა და პროცედურებს“.

ფისკალური წელი“ გულისხმობს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი ცალკეული წლის 1 იანვარს.

„ქვესასესხო ხელშეკრულება“ გულისხმობს ბანკისთვის მისაღები ფორმისა და შინაარსის მქონე ქვესასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება მერიას, პროექტის ორგანიზაციასა და მსესხებელის ფინანსთა სამინისტროს შორის, სასესხო შეთანხმების 3.01(ა) ნაწილის შესაბამისად და რომელიც დროდადრო შეიძლება, დაექვემდებაროს ცვლილებებს.

„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ გულისხმობს ბანკის მხარდაჭერით მერიის მიერ მომზადებულ და 2017 წლის საქტემბერში დამტკიცებულ გეგმას. გეგმა გამოხატავს მერიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხედვას გარემოს დაცვის კუთხით თბილისისათვის და დაეხმარება მერიას უპასუხოს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრიორიტეტულ გამოწვევებს და შეასრულოს თავისი ხედვა. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის შინაარსი შეიძლება შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. 

„საჯარო მომსახურების კონტრაქტი“ გულისხმობს ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით პროექტის განმახორციელებელ პირსა და მერიას შორის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროექტის განმახორცილებელი კომპანიის არსებული ავტობუსებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების უზრუნველსაყოფად პროექტის ორგანიზაციასა და მერიას შორის არსებული ურთიერთობების რეგულირების პირობებს (სახელდობრ, მერიის მიერ პროექტის ორგანიზაციისთვის გადასახდელი მომსახურების საფასურის ფორმულას, პროექტის ორგანიზაციის მომსახურების რაოდენობას და ხარისხს), რაც ეფუძნება ფუნქციონირების საფუძველზე ანგარიშგების პრინციპს და ბანკისთვის მისაღები ფორმატისა და შინაარსის მქონე ხელშეკრულებას.

„სესხის 1-ლი ტრანში“ გულისხმობს თანხას, რომელიც მითითებულია 2.01 (ა) ნაწილში ან სესხის დარჩენილ ძირითად თანხას, თუ ამას კონტექსტი დროდადრო სხვაგვარად მოითხოვს.

„სესხის მე-2 ტრანში“ გულისხმობს თანხას, რომელიც მითითებულია 2.01 (ბ) ნაწილში ან სესხის დარჩენილ ძირითად თანხას, თუ ამას კონტექსტი დროდადრო სხვაგვარად მოითხოვს.

„სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის ვადა“ გულისხმობს თარიღს, როცა სესხის მე-2 ტრანში გაიცემა და ხელმისაწვდომი გახდება ათვისებისათვის, ბანკის მიერ მსესხებლის შეტყობინების საფუძველზე.

 

ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია

სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითება გულისხმობს ამ შეთანხმების განსაზღვრულ მუხლზე, ან ნაწილზე ან განრიგზე მითითებას.

 

მუხლი II  სესხის ძირითადი პირობები

ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა

ბანკი თანახმაა წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ან მინიშნებული პირობების საფუძველზე მსესხებელს გამოუყოს 80,000,000 ევრო, რომელიც შედგება

ა) 65,000,000 ევროს ოდენობის სესხის 1-ლი ტრანშიდან, და

ბ) 15,000,000 ევროს ოდენობის სესხის მე-2 ტრანშიდან.

 

ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები

(ა) თანხის გამოთხოვის მინიმალური ოდენობა სესხის 1-ლი ტრანშისათვის არის 50,000 ევრო, ხოლო სესხის მე-2 ტრანშისათვის 100,000 ევრო;

(ბ) თანხის წინსწრებით გადახდის მინიმალური ოდენობა არის 7,000,000 ევრო;

(გ) გაუქმების მინიმალური ოდენობა არის 7,000,000 ევრო;

(დ) საპროცენტო განაკვეთის გადახდის თარიღებია თითოეული წლის 20 თებერვალი და 20 აგვისტო;

(ე) (1) მსესხებელმა სესხი უნდა დაფაროს 24 თანაბარ (ან თანაბართან შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიახლოებულ) ნაწილად წელიწადში ორჯერ, თითოეული წლის 20 თებერვალსა და 20 აგვისტოს, და სესხის გადახდის პირველი თარიღი იქნება 20 თებერვალი, 2023 და სესხის გადახდის ბოლო თარიღი იქნება 20 აგვისტო, 2034.

(2) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ გაიტანს მთელ სასესხო რესურსს 2.02(ე) ნაწილში მითითებული სესხის დაფარვის პირველ თარიღამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს 2.02(ზ) ნაწილში მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს სესხის გადახდის პირველი თარიღის შემდგომ, ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის გადახდის პირველ ვადას, თანაბრად გადანაწილდება სესხის გადახდის დღეებზე თანხის ამგვარი ათვისების შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა სრულად მიიღოს სარგო თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწლების შესახებ;

(ვ) წინამდებარე შეთანხმებაში რაიმე ნაგულისხმები ან გამოხატული საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, სესხის მე-2 ტრანში არასავალდებულოა და შესაბამისად ბანკს არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება განახორციელოს სესხის მე-2 ტრანშის მიხედვით თანხის გამოყოფა, სანამ: (1) არ იქნება მსესხებლის მიერ მოთხოვნა მიღებული, რომ გააქტიურდეს მე-2 ტრანში; (2) ბანკისთვის მისაღებია ჩატარებული შეფასების შედეგი ავტობუსების დეპოსთან დაკავშირებით; (3) ბანკი არ მიიღებს პროექტის ორგანიზაციის თანხმობას განახლებულ გარემოსდაცვისა და სოციალურ სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც ასახული იქნება ავტობუსების დეპოსთან დაკავშირებით შეფასების შედეგები; (4) ბანკი, თავისი აბსოლუტური შეხედულებისამებრ, არ განსაზღვრავს, რომ ის მზადაა საიმისოდ, რომ სესხის მე-2 ტრანში ხელმისაწვდომი გახადოს ჩამოსარიცხად და (5) არ აცნობებს მსესხებელს თავისი დადებითი გადაწვეტილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

(ზ) სესხის ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი იქნება 2022 წლის 20 დეკემბერი, ან ვადა, რომელსაც ბანკი საკუთარი დისკრეციით განსაზღვრავს და აცნობებს მსესხებელს. თუ ხელმისაწვდომი თანხა ან მისი რაიმე ნაწილი, დაექვემდებარა ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს (იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გამოიყენებს თავის უფლებას შეარჩიოს ფიქსირებული პროცენტის გადახდის ვარიანტი ქვემოთ მოცემული 2.02(კ) ნაწილის ფარგლებში), და ან თუ ბანკმა გადაიტანა ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა, მსესხებელმა დაუყოვნებლივ უნდა გადაუხდოს ბანკს პირობების შეცვლის ხარჯი, რაც დროდადრო ბანკის მიერ წერილობით უნდა ეცნობოს მსესხებელს;

(თ) ვალდებულების საკომისიო წლიურად შეადგენს 0.5%-ს და გაანგარიშებულია სესხის მთლიან თანხაზე. ვალდებულების საკომისიო უნდა დაერიცხოს: სესხის I ტრანშს, სასესხო შეთანხმების გაფორმების თარიღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში; სესხის მე-2 ტრანშს, სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღიდან ვალდებულების საკომისიო, როგორც სესხის პირველი ტრანშის, ასევე სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომ თანხებზე გადახდილი უნდა იყოს შესაბამისად თითოეული მათგანის პროცენტის გადახდის დღეს (მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს პროცენტი შესაძლოა არ იყოს გადასახდელი) სესხის 1-ლი ტრანშისათვის მისი ძალაში შესვლის (ეფექტურობის გამოცხადების) თარიღის შემდეგ   პროცენტის გადახდის პირველ დღეს და სესხის მე-2 ტრანშისათვის მისი ხელმისაწვდომობის თარიღის შემდეგ   პირველი პროცენტის გადახდის დღეს“;

(ი) სესხი ექვემდებარება ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვას. ყოველივე ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მსესხებელმა შეიძლება, მთლიან სესხზე ან მის გადასახდელ ნებისმიერ ნაწილზე ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის გადახდის ალტერნატივის სახით აირჩიოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადახდის ვარიანტი სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 3.04(გ) შესაბამისად;

(კ) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს ადმინისტრირების საკომისიო, რომელიც სესხის 1-ლი ტრანშისა და სესხის მე-2 ტრანშის ძირითადი თანხის მაქსიმალური ოდენობის ერთ პროცენტს (1 %) შეადგენს. ბანკმა მსესხებლის სახელით უნდა მოხსნას თანხის ეს ოდენობა ხელმისაწვდომი თანხიდან, სესხის 1-ლი ტრანშის ეფეტუქრობის გამოცხადების დღეს ან მას შემდეგ შვიდი (7) დღის ვადაში, და სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის დღეს ან მას შემდეგ შვიდი (7) დღის ვადაში და საკუთარ თავს გადაუხადოს ადმინისტრირების საკომისიოს თანხა.

 

ნაწილი 2.03. სესხის თანხის ჩამორიცხვა

ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგში 2 მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგის დასაფინანსებლად: (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯების, თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების გონივრული ხარჯის დასაფარად და (2) ადმინისტრირების საკომისიო.

 

მუხლი III  პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები

სტანდარტული ვადების და პირობების მუხლებში IV და V განსაზღვრული ზოგად ვალდებულებებზე დამატებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ბანკთან სხვაგვარად არის შეთანხმებული წერილობით, მსესხებელი:

(ა) თანახმაა, ქვესასესხო ხელშეკრულების თანახმად, მერიისთვის და პროექტის ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სასესხო რესურსი ბანკისთვის მისაღები პირობებით;

(ბ) ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ისარგებლებს საკუთარი უფლებებით და უზრუნველყოფს, რომ თითოეული მერია და პროექტის ორგანიზაცია ისარგებლებენ საკუთარი უფლებებით იმგვარად, რომ დაიცვან მსესხებლისა და ბანკის ინტერესები, რათა შესაბამისობაში იყოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან და მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რისთვისაც გამოიყო სესხი;

(გ) არ გაასხვისებს, შეცვლის, გააუქმებს ან მოხსნის ქვესასესხო ხელშეკრულების რომელიმე დებულებას;

(დ) კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს მის მიერ ხელმოწერილი პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება შემდეგს:

(1) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.02 განსაზღვრული პროექტის ჯგუფის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება;

(2) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.03 განსაზღვრული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა;

(3) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.04 განსაზღვრული გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხები;

(4) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.05 განსაზღვრულ პროექტთან და პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა;

(5) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 3.01 განსაზღვრული პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, აუდიტი და ბანკში წარდგენა პროექტთან ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად; 

(6) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილებით 3.02, 3.03 და 3.04 განსაზღვრულ პროექტსა და პროექტის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური და საოპერაციო ასპექტების ყველა პირობასთან შესაბამისობა.

(7) საჯარო მომსახურების კონტრაქტის გაფორმება არაუგვიანეს 2020 წლის 31 მარტისა.

(ე) კომპატენციის და უფლებამოსილების ფარგლებში მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს მერიის მიერ ხელმოწერილი პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულება მერიის მიერ, მათ შორის, შემდეგ საკითხებთან მიმართებით:

(1) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ნაწილით 2.01 განსაზღვრული კონსულტანტების დაქირავება და გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში დასახმარებლად;

(2) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ნაწილებით 3.01 და 3.02 განსაზღვრული პროექტისა და მერიის ფინანსურ და საოპერაციო ასპექტებთან დაკავშირებული ყველა პირობის დაკმაყოფილება.

(3) საჯარო მომსახურების კონტრაქტის გაფორმება არაუგვიანეს 2020 წლის 31 მარტისა.

(ვ) პროექტის A ნაწილის (ბ) კომპონენტის დასრულებისთვის საჭირო შესაბამისი ყველა დამატებითი ქმედების განხორციელება ან განხორციელების უზრუნველყოფა.

 

მუხლი IV   შეჩერება, დაჩქარება

ნაწილი 4.01. შეჩერება

სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.01(ა)(xvii) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება:

(ა) მსესხებლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელ სისტემაში ცვლილებებია შესული, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე;

(ბ) პროექტის ორგანიზაციის სტატუსში ცვლილებებია შეტანილი, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე;

(გ) მერიამ ვერ შეძლო ქვესასესხო ხელშეკრულების, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების და/ან საჯარო მომსახურების კონტრაქტის ფარგლებში, რომელიმეში ან ყველაში ერთად მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება;

(დ) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო პროექტის განხორციელების ხელშეკრულების და/ან საჯარო მომსახურების კონტრაქტის ფარგლებში თითოეულში ან ყველაში ერთად მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება; და

(ე) პროექტის ორგანიზაციის მფლობელობა გადაცემულია ნებისმიერი სხვა მხარისათვის, გარდა მერიისა.

 

ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება

სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.06 (ვ) მიზნებისთვის განსაზღვრულია შემდეგი საკითხები: ნაწილში 4.01 განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, რომელიც ევრობანკის მიერ მსესხებლისადმი გაგზავნილი შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გამოუსწორებლად გრძელდება.

 

მუხლი V   ძალაში შესვლა

ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები

 სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილში 9.02(გ) განსაზღვრული საკითხების მიზნით შემდეგი საკითხები განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების და პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ამოქმედების დამატებითი პირობის სახით:

(ა) ქვესასესხო ხელშეკრულება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით ხელმოწერილია და მიწოდებულია, ამოქმედების ყველა წინაპირობა ან თანხების გამოთხოვაზე პროექტის ორგანიზაციის/მერიის უფლება   წინამდებარე შეთანხმების ამოქმედების გარდა ყველა სხვა შემთხვევაში   შესრულებულია;

(ბ) თითოეული საპროექტო ხელშეკრულება ხელმოწერილი და მიწოდებულია, ასევე თითოეული საპროექტო ხელშეკრულების ხელმოწერა და მიწოდება ჯეროვნად ავტორიზებული ან რატიფიცირებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო ქმედებით; და

(გ) ბანკს მიღებული აქვს პროექტის ორგანიზაციის დებულების დამოწმებული ასლები.

ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები

(ა) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის,

(1) სასესხო შეთანხმებისთვის სამართლებრივი დასკვნა მსესხებლის სახელით უნდა გაიცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ; და

(2) ქვესასესხო ხელშეკრულებასთან მიმართებით წერილი უნდა გაიცეს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ EBRD-სთვის, რაც მოიცავს:

(A) ქვესასესხო ხელშეკრულება უფლებამოსილია და მიწოდებული მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ და წარმოადგენს ქმედით და მსესხებლის ფინანსთა სამინისტროსთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება.

(ბ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის,

(1) სამართლებრივი დასკვნა გაიცემა პროექტის ორგანიზაციის სახელით უწყების იურისტის მიერ პროექტის განხორციელების ხელშეკრულებასა და ქვესასესხო ხელშეკრულებასთან მიმართებით და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს და განისაზღვრება ბანკისადმი მიწოდებულ დასკვნაში გასათვალისწინებლად:

(A) ქვესასესხო ხელშეკრულება უფლებამოსილია და მიწოდებული და წარმოადგენს ქმედით და პროექტის ორგანიზაციის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება.

(გ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის,

(1) სამართლებრივი დასკვნა უნდა გაიცეს მერიის სახელით მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების და ქვესასესხო ხელშეკრულებისთვის და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს ბანკისადმი მიწოდებულ დასკვნაში გასათვალისწინებლად:

(A) ქვესასესხო ხელშეკრულება უფლებამოსილი და მიწოდებულია მერიის სახელით, და წარმოადგენს ქმედით და მერიისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ვალდებულებებს, რომელიც ძალაშია მისი პირობების თანახმად.

 

ნაწილი 5.03. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო

წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 180 დღე განისაზღვრება სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.04 მიზნებისთვის.

 

მუხლი VI –  სხვადასხვა

ნაწილი 6.01. შეტყობინებები

სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 10.01 მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები:

მსესხებლისთვის:

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,

გორგასლის ქ. N16,

საფოსტო ინდექსი: 0114, თბილისი

საქართველო

 

ადრესატი: სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი

 

ბანკისთვის:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

საფონდო ბირჟის მოედანი N1,

ლონდონი, საფოსტო ინდექსი EC2A 2JN

 გაერთიანებული სამეფო

 

ადრესატი: საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ფაქსი: +44-20-7338-6100

 

ზემოხსენებულზე თანხმობის დასტურად შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას სამ ეგზემპლარად, (ორი ბანკისათის, ერთი   მსესხებელისათვის) თბილისში, საქართველოში ზემოთ პირველად მითითებულ დღესა და წელს.

 

საქართველო

 

ხელმომწერი: ______________________________

 

სახელი: ივანე მაჭავარიანი

თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

 

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

 

ხელმომწერი: ______________________________

 

სახელი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი

თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი

 

 

განრიგი 1   პროექტის აღწერა

1. პროექტი მიზნად ისახავს მსესხებლის დახმარებას მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, დაბალძირიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე (CNG) ავტობუსების პარკის შეძენაში და ავტობუსების ახალი დეპოს მშენებლობაში.

2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რაც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებებს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების საფუძველზე:

ნაწილი A: კაპიტალური ხარჯები (საინვესტიციო კომპონენტები)

ა) ტრანში 1. ახალი, 12-მეტრიანი, დაბალძირიანი CNG ავტობუსების შეძენა.

ბ) ტრანში 2. ავტობუსების დეპოს მშენებლობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება.

3. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 2022 წლის 20 დეკემბერი.

 

განრიგი 2   კატეგორიები და თანხების ჩამორიცხვა

1. წინამდებარე განრიგს თან ახლავს დანართი, რომელშიც განსაზღვრულია კატეგორიები, სესხის ცალკეულ კატეგორიებში გამოსაყოფი რესურსის ოდენობა და ყოველ ცალკეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული ნაწილი.

2. ზემოთ მოცემული პირველი პარაგრაფის დებულების მიუხედავად:

(ა) თანხების ჩამორიცხვა არ მოხდება სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც i) ჩამორიცხვის თანხა ჯამში არ აღემატება სესხის პირველი ტრანშის 20%-ს, და ის მხოლოდ ავტობუსების შეძენისთვის არის გამიზნული, ან ii) ჩამორიცხვის თანხა ჯამში არ აღემატება სესხის მეორე ტრანშის 20%-ს, და ის მხოლოდ დეპოს მშენებლობის კონტრაქტების შესყიდვისთვის არის გამიზნული და თითოეული ეს შემთხვევა ეხება წინამდებარე სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეულ ხარჯებს; და

(ბ) თანხების ჩამორიცხვა არ მოხდება, სანამ პროექტის განხორციელების შეთანხმების 2.02 ნაწილში მოცემული პროექტის ჯგუფი არ განისაზღვრება შესაბამისი რესურსებით და კვალიფიკაციის პერსონალით, ბანკისთვის მისაღები პირობებით.

 

 განრიგი 2-ის დანართი

 

კატეგორია

გამოყოფილი სესხის მოცულობა სესხის ვალუტაში გამოსახული

ხარჯების დასაფინანსებელი პროცენტული ნაწილი

(1)პროექტის A ნაწილის შესაძენი საქონელი, სამუშაოები და მომსახურება

 

 

საკონტრაქტო ღირებულების 100 პროცენტამდე, გადასახადების გამოკლებით

ტრანში 1

 

64,350,000

 

 

ტრანში 2

 

14,850,000

 

(2) ადმინისტრირების საკომისიო

 

 

100%

ტრანში 1

 

650,000

 

 

ტრანში 2

 

150, 000

 

ჯამი

80,000,000