„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021919
207
31/03/2020
ვებგვერდი, 31/03/2020
120160030.10.003.021919
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №207

2020 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 131. საკონტროლო პუნქტების მოწყობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს თავდაცვის  სამინისტრომ  უზრუნველყონ საკონტროლო პუნქტების მოწყობა ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, ქ. გორის, ქ. ახალციხისა და ქ. თელავის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 31 მარტიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია