საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 30 მარტის ბრძანება №74 - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 30 მარტის ბრძანება №74 - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი
74
30/03/2020
ვებგვერდი, 31/03/2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 30 მარტის ბრძანება №74 - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის

ბრძანება №74 

2020 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ

1. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტითა და  „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით  გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების, სიტუაციის ნორმალიზებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები.

2. ბრძანება ძალაშია 2020 წლის 31 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი                გიორგი გახარია