„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 510
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.017005
510
31/03/2020
ვებგვერდი, 31/03/2020
010340000.22.027.017005
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №510

2020 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.11.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.027.016216) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21

ამ ბრძანების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების გარდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას არ საჭიროებენ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე გამოსაცემი ნორმატიული აქტის პროექტები.“.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას არ საჭიროებენ საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცემული „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების მოქმედების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტითა და მის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი