„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.021909
197
26/03/2020
ვებგვერდი, 27/03/2020
010110020.10.003.021909
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №197

2020 წლის 26 მარტი

   ქ. თბილისი

 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბენეფიციარი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროგრამის ბენეფიციარს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იჯარით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი და საძოვარი, შემდეგი პირობებით:

ა) იჯარის ვადა – 25 წელი. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას, იჯარის ვადა შეადგენს 10 წელს. ბენეფიციარი უფლებამოსილია, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა მოითხოვოს მისთვის სათიბ-საძოვრების სარგებლობაში გადაცემა, ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარის წლიური ღირებულება – იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველ და მეორე წლებში 1 ჰა-ზე − 1 ლარი, მესამე და შემდგომ წლებში − 1 ჰა-ზე 15 ლარი;

გ) იჯარის უფლების მესამე პირისთვის დათმობა/უფლებრივად დატვირთვა, ქვეიჯარით გაცემა დაუშვებელია.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ფარგლებში რძის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება და ბენეფიციარებისთვის გადაცემა“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დმანისის, წალკისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი  საწარმოების  მშენებლობის დასრულებისა და დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტების შემდეგ, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, აღჭურვილობასთან ერთად, პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

ა) მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;

ბ) პოტენციური ბენეფიციარის მეპაიე თითოეულ კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს (ერთობლივად) საკუთრებაში ჰყავთ არანაკლებ 200 სული ფური/დეკეული;

გ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებს;

დ) ამ კოოპერატივების მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და/ან ამ მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეები, ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ბენეფიციარისთვის დანართ №3-ითა და დანართ №5-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის გადაცემის წესი და პირობები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ბენეფიციარებს (გარდა მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, 10%-იანი თანადაფინანსებით, გრანტის სახით გადაეცემათ დანართ №3-ითა და დანართ №5-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა.“.

5. მე-10 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, 8 წლის განმავლობაში:

ა) არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;

ბ) არ დაუშვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;

გ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

დ) 2020 წლის პირველი იანვრიდან უზრუნველყოს ყოველწლიურად ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 10%-ით ისე, რომ 2026 წელს ფურების ან/და დეკეულების რაოდენობა გაორმაგდეს (გარდა მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ე) კოოპერატივებს, რომლებმაც 2020 წლის პირველი იანვრის შემდგომ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გააფორმეს ხელშეკრულება სათიბ-საძოვრების იჯარით გადაცემაზე, ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაზრდის ვალდებულების ათვლა დაეწყოთ ხელშეკრულების გაფორმების მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ისე, რომ ყოველწლიურად ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობა გაიზარდოს არანაკლებ 10%-ით და ფურების ან/და დეკეულების რაოდენობა გაორმაგდეს 7 წლის განმავლობაში.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ პროგრამის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბენეფიციარი სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლის განმავლობაში ვალდებულია:

ა) არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;

ბ) არ დაუშვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;

გ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

დ) უზრუნველყოს ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაორმაგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმოადგენს როგორც ხელშეკრულების, ისე ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ან სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის სარგებლობის პირობებს.“.

 6. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი №3

 

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

გუთანი 3-კორპუსიანი;

საგარანტიო ვადა:  არანაკლებ 12 თვისა

სათიბელა  სეგმენტური;

საგარანტიო ვადა: არანაკლებ 12 თვისა

სათიბელა  როტაციული;

საგარანტიო ვადა: არანაკლებ 12 თვისა

უნივერსალური ფოცხი;

საგარანტიო ვადა: არანაკლებ 12 თვისა

მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხი;

საგარანტიო ვადა: არანაკლებ 12 თვისა

მისაბმელი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის;

საგარანტიო ვადა:  არანაკლებ 12 თვისა

რაოდენობა 38