„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021904
192
26/03/2020
ვებგვერდი, 26/03/2020
120160030.10.003.021904
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №192

2020 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სერვისები და ადმინისტრაციული წარმოების ცალკეული საკითხები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭოს უფლებამოსილება, ბრძანებით დააწესოს საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფასა და მომსახურების ცალკეულ საფასურებთან დაკავშირებით.

2. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება საგზაო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის X თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის ან/და საურავის გადახდის ვადები. აღნიშნული ვრცელდება იმ სამართალდარღვევებზე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარეა.

3. საგანგებო მდგომარეობის ვადით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიეცეს უფლება, დაადგინოს განსხვავებული წესები უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია