დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120160030.10.003.021899 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 მუხლი:
„მუხლი 16. სახაზინო სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საგანგებო მდგომარეობის ვადით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოებისა და მათი შვილობილი კომპანიების (შემდგომში − საწარმო) მიმართვის საფუძველზე, სახაზინო სამსახურმა საწარმოს გაუწიოს მომსახურება ვალუტის კონვერტირების მიზნით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მომსახურებისათვის, მოთხოვნის შემთხვევაში, საწარმოს ეხსნება: ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის სადეპოზიტო ქვეანგარიში; ბ) სახაზინო სამსახურის სავალუტო ანგარიშის სადეპოზიტო ქვეანგარიში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გახსნილ ქვეანგარიშებზე არსებული თანხები, საწარმოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სახაზინო სამსახურის მიერ კონვერტირდება შესაბამის ვალუტაში და უბრუნდება საწარმოს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები