„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.021894
182
23/03/2020
ვებგვერდი, 24/03/2020
010340000.10.003.021894
„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2020 წლის 23 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2017, 010340000.10.003.019913) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ წესში:

 ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის რეგულირების სფერო

„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული, შიდა და გამარტივებული საჯარო კონკურსების (შემდგომში − კონკურსი) ჩატარების წესსა და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიების (შემდგომში − კომისია) საქმიანობის დეტალურ წესსა და უფლებამოსილებებს.“;

 ბ) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის სახეებია: ღია, დახურული, შიდა კონკურსი და გამარტივებული საჯარო კონკურსი.

3. საუკეთესო კანდიდატი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა მხოლოდ ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა ან დახურული კონკურსის გამოცხადების საკითხს წყვეტს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.“;

გ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ღია და დახურული კონკურსების გამოცხადებისას კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადა.“;

დ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანდიდატს ღია და დახურულ კონკურსებში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა ღია და დახურული კონკურსების გამოცხადების დღიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადა.“;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 221  მუხლი:

მუხლი 221. კანდიდატის მიერ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგი

1. თუ  კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნაზე,  კომისია უფლებამოსილია, იმსჯელოს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის  წარდგენაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.

2. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

3. კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის წარდგენაზე  გადაწყვეტილებას იღებს გონივრულ ვადაში, კანდიდატების შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, ჩაატაროს გასაუბრება.“;   

ვ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. ღია და დახურული კონკურსების ჩაშლილად გამოცხადება

ღია ან დახურული კონკურსი ჩაშლილად ცხადდება, თუ:

ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილ არ იქნა არცერთი  განაცხადი;

ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე;

გ)  კომისიის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა უარი განაცხადა მოხელის თანამდებობაზე დანიშვნაზე და კომისიის მიერ მიღებულ იქნა  გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების  შესახებ.“;

ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

„თავი II1. შიდა კონკურსი

მუხლი 251.  შიდა კონკურსის არსი

1. შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ  დასაქმებულ მოხელეს.

2. საჯარო დაწესებულება, მისი ორგანიზაციული მიზნებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, გამოაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც შიდა კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.

მუხლი 252.  შიდა კონკურსის გამოცხადება და განაცხადის წარდგენა

შიდა კონკურსის გამოცხადება, კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება, მასში ცვლილების შეტანა, კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა ხდება ამ წესის მე-6 − მე-9 მუხლების შესაბამისად.

მუხლი 253. უფლება-მოვალეობები

ბიუროს, საჯარო დაწესებულების, კანდიდატის უფლება-მოვალეობები შიდა კონკურსის ჩატარებისას განისაზღვრება ამ წესის მე-11 − მე-13 მუხლების შესაბამისად.

მუხლი 254. საკონკურსო კომისია

საკონკურსო კომისიასთან დაკავშირებული საკითხები შიდა კონკურსის ჩატარებისას განისაზღვრება ამ წესის მე-14 − მე-18 მუხლების შესაბამისად.

მუხლი 255. შიდა კონკურსის ეტაპები, ჩატარების ფორმები და პირობები

1. შიდა კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) კანდიდატის შეფასება;

გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

2. შიდა კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობასა და შიდა კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული.

მუხლი 256. შიდა კონკურსის ეტაპების ჩატარების წესი

1. შიდა კონკურსის პირველი ეტაპი მიმდინარეობს ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად.

2. შიდა კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას გასაუბრების საფუძველზე, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მოხელის შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმები.

3. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

4. კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით კანდიდატის შეფასებისას, კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

6. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შეიძლება, განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

7. კონკურსისა და კანდიდატის მიერ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება ამ წესის 22-ე და 221 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 257. შიდა კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება და შეწყვეტა

შიდა კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება და შეწყვეტა ხდება ამ წესის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად.

მუხლი 258. ბიუროს წარმომადგენლის ჩართულობა შიდა კონკურსში

1. ბიუროს წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე შიდა კონკურსს მონიტორინგის მიზნით.

2. ბიუროს წარმომადგენელი კონკურსში შესაძლებელია, ჩაერთოს საჯარო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ან ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებით.

3. ბიუროს უფროსი, საჯარო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, ბიუროს წარმომადგენლის კონკურსზე დასწრების საკითხს წყვეტს საჭიროებიდან გამომდინარე.

4. ბიუროს წარმომადგენელი, კონკურსზე დასწრების შემთხვევაში, ამზადებს ანგარიშს კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და წარუდგენს ბიუროს უფროსს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია