საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანება № 1

      2020 წლის  21 მარტი     

ქ. თბილისი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ

2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, მისი მასობრივი გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, ვითარების ნორმალიზაციისათვის, რათა სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით.

3. ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის.

4.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი ბრძანება დაუყოვნებლივ გამოცხადდეს საქვეყნოდ, ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით და მისი ტექსტის გადაცემა მოხდეს მთელი დღის განმავლობაში.

5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი ბრძანება დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

7. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.

                                                                                    სალომე ზურაბიშვილი

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი გახარია

 

 

President of Georgia

Edict

No 1 of 21 March 2020 Tbilisi

On the Declaration of the State of Emergency throughout the Whole Territory of Georgia

Considering the declaration of the novel coronavirus (COVID-19) as a pandemic by the World Health Organization on 11 March 2020, its mass spread and the growing challenges the country is facing, in order to respond appropriately to the pandemic declared by the World Health Organization, to normalise the situation, and to enable the State to fulfil its constitutional obligations to ensure necessary public safety in a democratic society and to reduce any expected threat to the life and health of the population of the country, in accordance with Article 71 (2) of the Constitution of Georgia and Article 2 (1) of the Law of Georgia on State of Emergency:

1. A state of emergency shall be declared throughout the whole territory of Georgia.

2. The period of validity of the state of emergency shall be until 21 April 2020 inclusive.

3. The Edict shall immediately be handed over to the Prime Minister of Georgia for co-signing.

4. The Edict co-signed by the Prime Minister of Georgia shall immediately be declared publicly through all available mass media, and its text shall be broadcast throughout the day.

5. The Edict co-signed by the Prime Minister of Georgia shall immediately be submitted to the Parliament of Georgia for approval.

6. The Ministry of Foreign Affairs of Georgia shall immediately notify the Secretary-General of the United Nations of the declaration of the state of emergency.

7. This Edict shall enter into force upon declaration.

 

 

                                                                                      Salome Zourabichvili

 

 

Prime-Minister                                                    Giorgi Gakharia

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.